იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო-ბრუნვა 2%-ით შემცირდა
11:27 25.03.2013
2013 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო-ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1 334 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 2%-ით ნაკლებია.
მისივე ცნობით, აქედან ექსპორტი 358 მლნ აშშ დოლარი იყო (17%-ით მეტი), იმპორტი კი – 975 მლნ აშშ დოლარი (8%-ით ნაკლები).
2013 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.
http://pirweli.com.ge/?menuid=21&id=29241