================================
მაკიაველიმ მთხოვა ამ პოსტის დადება
ძალიან მომეწონა თემა ...მადლობა ფორუმელ 64 -ს რომელმაც ჩვენს , იურისტების , მაგივრად წამოწია ეგ თემა
მე არ მინდა აქ განვიხილო მოხსნის აა , არ მოხსნის საკითხები ---- ეგ სხვა თემაა , ვიწრო და სპეციფიკური .
-----------------------------
აქ საუბარი სხვა რამეზე უნდა იყოს .... მე და ჩვენ ყველა ვართ თუ არა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ღირსი ? ჩვენ ვართ ის სამოქალაქო საზოგადოება , რომელზედაც ამდენს ვსაუბრობთ .... ჩვენ თუ ხმა არ ავიმაღლეთ , ვინ ამოიღებს ჩვენ მაგივრად ხმას .... ჩვენ , სამოქალაქო საზოგადოებამ არ უნდა ავიტანოთ ეგეთი მოსამართლეების არსებობა და არა მთავრობას მივანდოთ ეგ საქმე .....
მთავრობა ამას არ გააკეთებს ----- არც იცნება და არც ქოცნება ---- ყველა ხელისუფლებას აწყობს ყველა დირკას (ბოდიში) მორგებული მოსამართლე .
საზოგადოებამ , მე და ტქვენ არ უნდა ავიტანოთ ეს და ყველგან სადაც შესაძლებელია მორალური ტერორი უნდა მოვუწყოთ ასეთ ფარისეველ ხალხს .
-----------------------------------
მოსამართლე , რომელიც მუშაობდა ბრეჟნევის და ანდროპოვის მილიციაში , მათ მვდ-ში

-------- მთელი კაცობრიობა , მისი ნორმალური ნაწილი , შეთანხმებულია , რომ სსრკ-ა იყო დიქტატურა , რომელიც იდგა სპეცსამსახურების მიერ შექმნილ ტერორზე და შიშზე .
და ვინ ანხორციელებდა ამ ტერორს და შიშს ---- კომუნისტების კგბ და მვდ , ამ სისტემებში მომუშავე იდეური კომუნისტები და კომკავშირლები .
ვერავინ დამარწმუნებს , რომ ბრეჟნევის და ანდროპოვის მვდ-ში , ოფიცრის თანამდებობაზე დაინიშნებოდა ადამიანი , რომელიც არ იქნებოდა ---- სკკპ-ს წევრი .
დიახ მეგობრებო ----- ჩვენ სასიქადულო მოსამართლეთა კორპუსში , სკკპ-ს წევრებიც გვყავს ---- გილოცავთ .
და სკკპ-ს წევრი მოსამართლე , რომ მე და შენ უცნობო მეგობარო , ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს ასამართლებს ----- ამაზე პროტესტი არ გვაქვს , მთავრობას დაველოდოთ ? თუ მორალურად უნდა გავანადგუროთ ეგეთი ადამიანი , რომელიც ჩვენს მამებს იჭერდა ანდროპოვის ბრძანებით , ხოლო დღეს ჩვენს მეგობრებს , მე და შენ გვიჭერს ---სააკაშვილი , ადეიშვილი , კუბლაშვილის ბრძანებით .
კანონებს დაველოდოთ არა ---- რომ სკკპ-ს წევრ მოსამართლეს რამე არ ეწყინოს ?
-------------------------
ან მეზობელი არ ყავს ეგეთ მოსამართლეს , ან ნაცნობი , ან შვილი ვკანცე კანცოვ ---- რომელიც ეტყვის ---- მარაზმია შენს მიერ განხორციელებული ,,მართლმსაჯულება,, , რომ სირცხვილია ეს .....გადადგეს , ცოდვები მოინანიოს
ან მისი შვილი მის მიერ მოტანილი ხელფასით ნაყიდ ვაშლს როგორ ჭამს ---- იმ ვაშლში ხომ ჩვენი მამების (ბრეჟნევის დროს ვინც დაიჭირა ) , ჩვენი და ჩვენი მეგობრების (შევარდნაძე , სააკაშვილი) სისხლია ----- როგორ ჭამ მაგ ვაშლს შვილო ?
-------------------------
არავინ ტქვას ახლა ბრეჟნევის და ანდროპოვის დროს იყო ხალხი ვინც კომუნისტების ზაკაზებს არ ასრულებდაო , არ გამაგიჟოთ .... ან შევარდნაძის დროს პატიოსანი მოსამართლეები იყვნენო და ქრთამს არ იღებდნენო , ან სააკაშვილის დროს მოსამართლეები იყვნენ ვინც ადეიშვილის პროკურატურის ზაკაზებს ნაძირლებივით არ ასრულებდნენ ...... ნეტარ არიან მორწმუნენი ------------- მე არ მჯერა , ვინაიდან თვალები მაქვს , ყურები მაქვს და ჭკუაც მაქვს იმდენი , რომ ეს იდიოტიზმი და მარაზმი არ დავიჯერო
------------------------
ბოდიში თუ ემოციური პოსტი გამომივიდა .....
ახალგაზრდებო , ეს ქვეყანა თქვენია და არა სააკაშვილის და ივანიშვილის ----- თქვენ არ იმსახურებთ სკკპ -ს წევრი მოსამართლეებს .
აიღეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტი , ნახეთ ეგეთი , ყველა ხვრელს მორგებული მოსამართლეები და გააპროტესტეთ . ნუ უცდით მთავრობას , წულუკიანს და კბილაშვილს --- მათ აწყობთ ეგეთი მლოკავი მოსამართლეები .... ისინი ხომ დღეს მათ ულოკავენ ხელებს
მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მათზე ზეწოლა --- კანონის ფარგლებში რა ტქმა უნდა ----- ერთი კვირა ეგეთ სკკპ-ს წევრ მოსამართლის სახლის წინ 10-20 ახლაგაზრდა , რომ მივიდეს პლაკატებით ... ,, შენ ხომარ დაგიჭერია მამაჩემი ანდროპოვის დროს ,, ან ,, შევარდნაძის დროს აღებული ქრთამით შენს შვილს ხომ აჭამე კარაქიანი პური , მე მამაცემმა ვერა , იმიტომ , რომ შენ მოგიტანა ქრთამი ,, --------------- დამიჯერეთ , გადადგება კი არა ერთ კვირაში თავს მოიკლავს
იფიქრეთ ამაზე ----- ხვალ შეიძლება (ღმერთმა დაფიფაროთ ყველა ) და ეგეთი ნაძირალას ხელში აღმოჩნდეს შენი ახლობლის ბედი ..... არ გეშინიათ ? ის ხომ მონა იყო კომუნისტების , შევარდნაძის , სააკაშვილის და გონია ივანიშვილის მონა არ იქნება ? იქნება .......... მონა მოსამართლე კი პუტინზე უარესია დამიჯერეთ
ვერ მოვითმინე ------- თქვენი 5 თვიანი ბანიანი მაკიაველი (ბანის ავტორი და შემომქმედი პაივცემული კაატინგა ) ------- კარგი იქნებოდა მასაც დაეპოსტა ამ თემაში