მოკლედ
ხალხნო და ჯამაათნო

ვისაც ერთ პოსტზე მეტი გაქვთ დააპურეს და ლოგოს თემაში ყველას გეძახით
Gambino 294
burkina-faso 257
TiredMan 148
კუსკუსა 147
gejava 112
ჯიმი ლევი 98
laci 61
generik 53
skarfasse 21
SPLIYVI 18
gviriluka 16
FALCONE 14
Mad Dog Gambino 12
natia_m77 10
Dedi Co 8
ezop 7
No Regrets 6
LOLZ 6
851 4
zazagaba 4
Chilloutbaby 4
WOMAN IN LOVE 3
TWOTS 3
darina 3
Murdock 2
oliko75 2
haloluk 7
konformist 3
G13n 3
თბილი_სი 3
LAZIKA-GEO 2
ლიკლიკა 2
m e r a 2
dragendo 2
1 ივნისი ყველას მოგეხსენებათ რა დღეცაა, ამასთან ერთად შაბათია, მანამდეც დავწერეთ და ახლაც გავიმეორებ
ფონდის სახელით რამენაირად რო ავღნიშნოთ მემგონი არ იქნება ცუდი, ანგარიშზე 1000 ლარზე ცოტა მეტი გვაქ,
უფრო ზუსტად კი
საბანკო ანგარიშზე: 866.03 ლარი, 0.77 აშშ დოლარი, 60.00 ევრო
იმანის ანგარიშზე: 200.34 ლარი
ეს თანხა საყიდლებისთვის გვეყოფა ფონდის მუდმივ ბენეფიციარ ოთხივე ოჯახისათვის, ესენია:
1. პეტრიაშვილი - 4 ბავშვი (ორთაჭალა)
2. საბაშვილი -3 ბავშვი (ორთაჭალა)
3. რაზმაძე - 3 მოზრადი (არბო)
4. ქოქოშვილი - 2 ბავშვი (არბო)
ვისაც ჯერ არ გინახავთ ინფორმაცია ჩამოთვლილი ოჯახების შესახებ, თემის გარდა შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუკის გვერდზეც
https://www.facebook.com/Fedatleastonechild ალბომებში
ხოდა შეიძლება გაუკეთოთ ორგანიზება და ამ დღეს, ანუ პირველ ივნისს, მივიდეთ ოთხივე ოჯახში
სრულიად ადვილად შეიძლება დილიდან ამ საქმის მოთავება,
დღის მეორე ნახევარში კი დავგეგმოთ ფონდის აქტიური და პასიური წევრების შეკრების ღვინისძიება,
სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზეც ვიმსჯელებთ და ერთმანეთსაც უკეთ გავიცნობთ
ყველაფერთან ერთად, როგორც დირექტორმა გვითხრა, 6 თვეში ერთხელ, ამ შეკრებას ფონდის წესდებაც გვავალდებულებს
აუცილებლად ამ დღეებში მოიწერეთ ვინ შემოგვიერთდებით, ვის გეცლებათ პირველი ღონისძიებისთვის და ვის მეორე ღვინისძიებისთვის,
ვის როგორც გეცლებათ იმის მიხედვით რა 
28 მაისს, დღის ბოლომდე ვისი პასუხიც არ გვექნება, ჩაითვლება, რომ არ მონაწილეობს დაგეგმილ ღონისძიებებში და შესაბამისად სიაშიც აღარ გავითვალისწინებთ მსგავსი ღონისძიებების გამოცდილება და პრაქტიკიდან გამომდინარე, ბოლოს დავრჩებით მხოლოდ ის წევრები ვინც უფრო მეტად ვაქტიურობთ
ეს ნამდვილად არ იქნება საწყენი არავისთვის
ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა ჩავაყენოთ საქმის ყურში თუ რას ვაპირებთ და მართლა კარგი იქნება თუ უფრო მეტი წევრი იაქტიურებს გასვლებშიც და სხვა ღონისძიებებშიც
ბოდიშს მოუხდი თუ დაძახილებიდან ვინმე გამომრჩა და სურვილი აქვს შემოგვიერთდეს, საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, პირიქით

დანარჩენ დეტალებზე თანდათანობით მოვიწერებით
გმადლობთ ყურადღებისათვის
P.S.თუ მოისურვებთ და ამ დღისათვის დამატებით შემოწირულობასაც გაიღებთ, ან გააქტიურდებით შემომწირველების გააქტიურებაში
მთლად უკეთესი,
შედარებით მეტი რამის შეძენას შევძლებთ ოჯახებისთვის
P.S.S.გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ ღვინისძიება თვითდაფინანსებით იქნება
This post has been edited by Gambino on 25 May 2013, 12:59