დილა მშვიდობისა დამპურებლებო
gvirilukaიქიდან გამომდინარე რასაც მამიდა (თუ მართლა მამიდაა) ამბობს, მე ვფიქრობ რომ აფერისტობს,
იმის ფული თუ არ აქვს რო ყოველდღიურად წამალი უყიდოს ბავშვს ვერც იმის გამოკვლევებს და ანალიზებს გაუკეთებდნენ, რო დაედგინათ რა სახის ოპარაცია ესაჭიროება
და მითუმეტეს ამ ოპერაციას რომელ ქვეყანაში გაუკეთებდნენ ის დაედგინათ
ამის გამო არ გაჩვენა არანაირი საბუთი რაც ავადმყოფობას და დიაგნოზს დაადასტურებდა, ის პასუხი რო სასომხეთშია გადაგზავნილიო სისულელეა, ასლები ექნებოდა ყველა ვარიანტში
სავარაუდოდ ბავშვს შეიძლება სერიოზული არც არაფერი ჭირს (კიდე ვიმეორებ ეს ჩემი აზრია თქო

)
ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ყველა გასვლის წინ შეძენილი პროდუქციის რაღაც ნაწილი (მხოლოდ ისეთი რამე რაც ბავშვს გამოადგება და მამიდამისი ვერ გაყიდის) გადავდოთ მაგ ბავშვისთვის და მივაწოდოთ ყოველთვიურად (კარგი იქნება სახლის მისამართსაც თუ დავადგენთ)
natia_m77laciburkina-fasoკუსკუსაჯიმი ლევიTiredMangejavaფონდის პოპულარიზაციას, საქმიანობის მედიასაშუალებებში გაშუქებას, ფარულ თუ ზედაპირულ დაპირისპირებებს რაც შეეხება, ჩემ მოკრძალებულ აზრს ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ

საბედნიეროდ არანაირი ფარული დაპირისპირება ფონდში არ (აღარ) არსებობს,
საკმაოდ კარგად გავიცანით ერთმანეთი იმის მიუხედავად, რომ აქ შევიკრიბეთ,
გადაწყვეტილებებს ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი კამათის, მაგრამ კონსენსუსის საფუძველზე ვიღებთ ყოველთვის,
ყველაფერი გამჭვირვალედ და ღიად მიმდინარეობს და
რაც მთავარია არცერთ ჩვენთაგანს არაფერი იმის მეტი არ გვამოძრავებს, რაზეც ფონდის საქმიანობა და სახელი მეტყველებს,
რაც შეეხება ჟურნალისტებთან ურთიერთობის თავიდან არიდებას

რამდენიმე მიზეზია
1. მივეჩვიეთ წყნარად, ფორუმის და სამეგობრო წრის ფარგლებში მოქმედებას
2. ჩვეულებრივი გრუზინული კომპლექსები (რომლებსაც არასდროს არ ვაღიარებთ მაგრამ გამჯდარი გვაქ საქციელში, ყველას სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც

)
3. ფონდს ყავს დამფუძნელები და შესაბამისად მისი წარდგენაც ნებისმიერ დონეზე მათ მიერ უნდა მოხდეს
ის საჭიროა თუ არა მზის სინათლეზე გამოსვლა, პასუხი ცალსახაა, აუცილებელიცაა !!!
ანალოგიური სიტუაცია გვქონდა როცა დარეგისტრირებას ვითხოვდი, მოსვლის პირველივე დღიდან რომ გავფართოვებულიყავით და მეტი შესაძლებლობები გვქონოდა, რეგისტრაციისთვის ერთი წელი დაგვჭირდა, მაგრამ ეს ეტაპიც წარმატებულად გადავიარეთ
ახლა ახალი ეტაპი გვაქ გასავლელი (წარმომიდგენია რა საინტერესო პერიპეტიები გვექნება

) თუმცა დარწმუნებული ვარ რო "ყველაფერი კარგად იქნება"
არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსიდან საქველმოქმედო ფონდის სტატუსის მიღებამდე 8 თვე გვაქ

შეგვიძლია "ვიჩქაროთ ნელა" მაგრამ ყველა არსებული საშუალება უნდა გამოვიყენოთ შემდგომი პოპულარიზაციის და გაფართოებს მიზნით
იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჩვენთვის და ერთმანეთისთვის კიარა, იმ პატარებისთვის ვაკეთებთ, ვისაც შიათ, ცივათ, ელემენტარული ყურადღება აკლიათ და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მცირედი დახმარების ამარა არია
ყველაფერი აქედან გამომდინარე პასუხები, მე პას, არ მცალია, არ მიიღება
რეგისტრაციამდე ყველა იმას ვიძახდით რო საჭიროა ჩვენ თავზე ვალდებულებებთან ერთად პასუხისმგებლობებიც ავიღოთო, ხოდა სწორედ ეს პასუხისმგებლობებია გასახორციელებელი
ბოდიშს მოვითხოვ თუ ნამეტანი გამიგრძელდა და ვინმე ჩათვლით რო რა ჭკუას გვარიგებსო, ეგ არ მიფიქრია არცერთი წამით

ამდენიც იმიტო ვწერე რო ერთბაშად ჯობდა მეთქვა რასაც ვფიქრობ, თორე ნაწილ ნაწილ პოსტებით ხშირ შემთხვევაში სხვა დასკვნები გამოაქვთ ხოლმე
This post has been edited by Gambino on 4 Apr 2013, 10:54