ezopარაა თეთრი. ჭრელია

ესეც ტიციან ტაბიძე
წარწერა წიგნზე “ცხენი ანგელოსით”
აწყდება ხალხი ახალ სტადიონს,
ცხენს ანგელოსით გააქვს ჯირითი.
გახსოვს, როდისმე რომ დამექადოს
მე ჩემ ლექსების სისხლის ქვირითი?
იცოდეს მხოლოდ ეს საქართველომ
და შენც ძვირფასო, გთხოვ, რომ იცოდე,
ძნელია ასე გატანა ლელოს,
წიგნი საკირეს იწერებოდეს.
იცით, ვინც არის ის ანგელოსი,
ცხენი ქაფში რომ მაღლა მიაფრენს.
ძნელია ზიდვა საქართველოსი,
მხოლოდ პოეტად მე ჩამისაფრეს.
დიდ პოეტების ვარ ნაბოლარა
და ვებრძვი სიტყვას - მაგარფესვიანს,
ჩამოეფარე მწუხრის ოლარად
ქართლისმომავალ პოეტს - მესიას…
1926 წ. 21 აგვისტო, სოჭი