http://politico.ge/index.php/news/view/3130ლგბტ პირები რუსთაველზე აქციას გამართავენ
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ორგანიზებით, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველზე ლგბტ პირები აქციას გამართავენ. ამის შესახებ ორგანიზაციის სათემო ოფიცერმა ნათია ხარატიშვილმა განაცხადა.
ხარატიშვილის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, სადაც მონაწილეები მსვლელობას არ გამართავენ და ყოფილი პარლამენტის შენობასთან მხოლოდ შეიკრიბებიან.
"ჩვენ თავი დავიზღვიეთ და უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ საპატრულო პოლიცია, რადგან ყველას ახსოვს წინა აქციაზე რა ინციდენტებიც მოხდა. აქციას, რომელიც 13.00 საათზე გაიმართება, შემოუერთდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაც ერთგვარი დამცავი ფარი იქნება იმისათვის, რომ ყოველგვარი ინციდენტი თავიდან ავიცილოთ.
გარდა ამისა, ორგანიზაციის სურვილია დავიქირაოთ დაცვის სპეციალური სამსახური, თუმცა ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე აქციის წევრი თვითნებურად გადაწყვეტს გზის სავალი ნაწილი დაიკავოს, ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიხსნით, თუმცა ყველა მონაწილე წინასწარ გაფრთხილებულია, რომ აქციამ კანონის ფარგლებში და მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ამასთანავე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ შესაძლო პროვოკაციას",- განაცხადა ნათია ხარატიშვილმა.
ორგანიზაციის სათემო ოფიცრის განმარტებით, აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სასტუმრო "რედისონში" 10 მაისს 10.00 საათზე პრესკონფერენცია ჩატარდება.
სპლიყვჩეგ, არ გინდა, გავიჩითოთ? ფოტოაპარატს წამოვიღებ.