ერთადერთი შენიშვნა მაქვს, სტაიანშიკები მოაშორონ იქაურობას, გაყარონ, აუკრძალონ იქ დგომა, რაც უნდათ ის ქნან, მოაშორონ! თან რამდენი არიან, 5 მანქანაზე თითო სტაიანშიკი დგას მგონი. ქუჩაში არ მჭირდება მაგათი "დახმარება" და ამხელა მოშვლეპილ ავტოსადგომზე "მოდი, მოდი, ოოო კაია" რად მინდა! საცობია, არ დამითმობენ და ვერ გამოვალ თუ აი რაში ითხოვენ ფულს თითქოს ვალი გქონდეს. იმ დღეს ნაღდად არ მქონდა არცერთი თეთრი და არანაირი ფული ჯიბეში და ისეთი მიყურებდა, გუნებაში ნაღდად ყველაფერს მაგინებდა
სამჯერ ვარ ნამყოფი და სხვა პრობლემა არ შემხვედრია, არც პარკინგის ადგილის, არც უჟანგბადობის და არც ლოდინის.