
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პარლამენტში სტუმრობას ეხმაურება. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კალაძე ყველაზე მონდომებული და საქმიანი მინისტრია ივანიშვილის მთავრობაში. ოპოზიციონერი დეპუტატი წერს, რომ ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა კალაძე ამის გაკეთებას, დღეს გულწრფელად ცდილობდა. „პოლიტიკო“ უცვლელად გთავაზობთ ზურაბ ჯაფარიძის პოსტს, რომელიც მან „ფეისბუქის“ გვერდზე, რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
კალაძეზე ტყუილად იცინით. რამდენიმე მინისტრს მოვუსმინე და 1. ყველაზე საქმიანი და მონდომებული სჩანს 2. აშკარად ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე 3. ყველა კითხვაზე პასუხი, და თან სწორი პასუხი, არავის აქვს 4. ჯერ-ჯერობით ერთადერთი მინისტრია, რომელიც ყველა კითხვაზე გულწრფელად ცდილობდა პასუხის გაცემას და არ იწყებდა ,,9 წელი რომ ხალხს სისხლს სწოვდით...