ნუ, ეხლა...

ერთი შეხედვით ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია ეს საქციელი, რადგან ცოლი და მითუმეტეს პატარა ბავშვი რა შუაშია?!
მეორეს მხრივ კი, არავინ ვიცით მაგ სტატუსის ავტორს ან მის ოჯახს თავის დროზე რა და როგორ ევნო ახალაიასგან. იმდენი ხალხი და ოჯახი ყავთ ახალაიებს გაუბედურებული და განადგურებული და იმ დონეზე, რომ რა გასაკვირია თუ რომელიმე გამწარებული ოჯახის წარმომადგენელი ასე გამოხატავს თავის ბრაზსა და ზიზღს?
ადამიანი 9 წელი ისე რომ იცხოვრებ, ერთი წუთით არ დაფიქრდები, თითოეული ინდივიდის უკან მისი ღირსება, თავმოყვარეობა, ოჯახი და მომავალი დგასო და იმენა ამ ყველაფერს უნადგურებ, მზად უნდა იყო და იმსახურებ კიდეც, რომ მთელი ცხოვრება ამის ატანა მოგიწევთ შენც და შენს ყველა ახლობელსაც.
მარტივი მაგალითი ავიღოთ, ლუკა კურტანიძე. ვერაფრით რომ ვერ მოერიენ და ვერანაირად რომ ვერ ცემეს, ბოლოს ათზე მეტმა ხელკეტიანმა კაცმა ძლივს ძლივობით მოახერხეს და სკამზე მიაბეს. ამის მერე ასეთი ფიზიკური ძალის მქონე, თავმოყვარე და დამსახურებულ (მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, აფხაზეთში ნაბრძოლი და იქ მამადაკარგული) კაცს სახეში რომ აფურთხებ, წარმოუდგენელი სიტყვებით აგინებ, შენს ბინძურ პენისს მიადებ სახეზე და ბოლოს მოკლული ნანადირევივით მასზე ფეხშემოდგმულები ჯგუფურ ფოტოებს რომ გადაიღებთ, გიკვირთ მერე ასეთი აუტანელი ზიზღი და აგრესია რომ აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ და ყველაფერთან, რაც და ვინც თქვენთანაა დაკავშირებული? წარმოუდგენელი დამცირებები და ტკივილები აქვთ ამ ძმებს მიყენებული ადამიანებისთვის, რასაც მთელი სიცოცხლე ვერ დაივიწყებენ, ზოგიერთი მოკლეს კიდეც...
ხოდა ჯერ ერთი მათგან ყველა ქურდი და ყაჩაღი არ ყოფილა, მაგალითად ციხის ბუნტის დროს იქ უამრავი ადამიანი იჯდა, ზოგი მთლად უდანაშაულო, ფულის დაწერვის მიზნით, ზოგი პლანის მოწევისთვის, ზოგი წვრილმან ფინანსურ დანაშაულზე, ზოგი სიმთვრალეში ჩხუბზე, ზოგი ოჯახურ კონფლიქტზე...იქ კლავდნენ ხალხს, ამის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს, ენითაღუწერლად გაუსწორდნენ აბსოლუტურად ყველას) და მეორეც რაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს დაშავებული, ამის სასჯელი არის ციხე და არა მისი ღირსებისა და მომავლის განადგურება.
ამას ყველაფერს ისიც რომ დაემატება, რომ ამ ყველაფრის ფონზე შენ ვიღაცა ჰოლივუდის თუ პოპვარსკვლავივით, ახალგამდიდრებული კაპრიზნი ზანგივით ცხოვრობ პენტჰაუზებით, ჯაკუზებით, უზარმაზარი ავტოპარკით, მათ შორის სპეცზაკაზებით, შიგნით სათამაშო კომპიუტერებით, პირდაპირ სახელმწიფო ანუ ხალხის ფულით გულაობ და ულიმიტოდ იყენებ მას შენი კომფორტისა და სიამოვნებისთვის, შენი გარემოცვისთვის ძვირადღირებული იარაღების ჩუქებისთვის, ეს უკვე ბოლოს წინა წვეთია...ბოლო ისაა იქეთ ნაგლად გმირად და წამებულად რომ აცხადებ თავს. დღეს მესამე მოსმენით დამტკიცდება სასამართლოების კანონი და მერე იმედი მაქვს უკვე ყველა ყველაფერს მიიღებს.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey