#35945785 · 9 Apr 2013, 18:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საქართველოს პირველი ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მესამე პრეზიდენტი კულტურულად უნდა გაუშვან.
„ჩვენ ვისწრაფით თავისუფლებისკენ და ვერაფერი შეგვაჩერებს, შემთხვევით არ ვიყავით პირველები ვინც თავისუფლებისთვის სისხლი დავღვარეთ და თავი გავწირეთ; 2 წლის შემდეგ 1991 წელს მოვახერხეთ თავისუფლების აღდგენა, მაგრამ მოვახერხეთ ისიც რომ პირველი პრეზიდენტი ცოცხალი აღარაა. თქვენ იცით მეორე პრეზიდენტს როგორ მოვექეცით, ახლა მესამის ჯერია. მოვახერხებთ, რომ კულტურულად მოვიქცეთ. თავისუფლებისკენ სწრაფვის გარდა ვაჩვენოთ დიდი კულტურა, ცოტანი დავრჩით; გაერომ მილევადი ერების რიცხვში შეგვიყვანა. დიდი პრობლემები გველის, უნდა მოვახერხოთ და გავერთიანდეთ, მხარი მხარს ავუბათ“,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.
და ამის შემდეგ ავღწეროთ ვნახოტ რამდენი ქართველია და რამდენი თურქი საქარტველოში. ცოტა ხანში დასავლეთ საქართველოს (ბათუმი) სულ თურქების იქნება. თურქეთის პრემიერმა განაცხადა რომ ბათუმი მალე თურქეთის იქნება, ეს ჩვენი ხელისუფლება კი ამ პირადობებს პურის ტალონებივით არიგებს, მალე შაჰაბასის და ათათურქის შემოსევები დაიწყება როგორც ძველად შვებოდნენ. ძალიან ცუდ დღეშია საქართველოს ბედი და მერე გამოდი და თვალე რამდენიც გინდა
|