მე უფრო მაგარი რაღაც ვნახე:
"პირდაპირ ვიტყვი - ყოფილმა პრეზიდენტმა კოდორი გაყიდა, მეტი მოგების მიზნით კი არსებული შეიარაღება სომხებს მიჰყიდა. ის საქმე თემურ ალასანიამ მოაგვარა, რომელსაც იარაღით ვაჭრობის დიდი გამოცდილება აქვს - სულ 1,5 მილიარდის ღირებულების იარაღზეა საუბარი - არ ვაჭარბებ, კოდორის ხეობაში დიდძალი შეიარაღება და საბრძოლო მასალა იყო თავმოყრილი. საწყობები სავსე იყო. რატომ გიკვირთ რომ ამხელა თანხა აიღეს საკაშვილმა და მისმა ბიძამ - ხაობიდან მარტო 250 ცალი "იგლა" გაიტანეს. ეს დანადგარი კი ძალიან ძვირი ღირს", - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მიხეილ სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ 1,5 მილიარდის ღირებულების იარაღი სომხეთში გაყიდეს".
"ახლო მომავალში ზუსტ ინფორმაციას მივიღებ, თუ რა ტიპის შეიარარება იყო იქ, მივიღებ დოკუმენტებსაც და საქმეს შესასწავლად პროკურატურას გადავცემ. ასევე შესასწავლია ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული ბრძანებაც, როცა 208 წლის აგვისტოში იქ არსებულ სტრუქტურებსა და დანაყოფებს ხეობის დატოვება მოსთხოვა. მისი განმარტების - ეს ბრძანება იმიტომ გავეცი, სისხლისღვრა რომ ამერიდებინა თავიდანო - ვის სჯერა? თან რა იცოდა, რომ რუსები ხეობას შეუტევდნენ - ეს ბრძანება რამდენიმე დღით ადრე გაიცა, სანამ რუსები კოდორს შეუტევდნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხეობას შევინარჩუნებდით - იქ იმხელა შეიარაღება იყო. მერაბიშვილმა ამაზე წინასწარ იზრუნა და იქაურიბის დატოვების ბრძანება გასცა. მოწინააღმდეგე იქაურობას ესღი გასროლის გარეშე დაეპატრონა. ის შეიარაღებაც იქ დარჩა, რომელიც შემდეგ სომხეთში გაიყიდა. ხეობის ჩაბარება იყო გარიგების შედეგი, რომლის შედეგად იქ არსებული შეიარაღება სააკაშვილს და ბიძამისს უნდა განეკარგათ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ტრისტან წითელაშვილი.
"იარაღი რუსული ვერტმფრენების დახმარებით გაიტანეს. შეიარაღების გასატანად იქ ვერტმფრენები ხეობის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში შეფრინდნენ. მყიდველზე კი წინასწარ თემურ ალასანიამ იზრუნა - მას სომხებთან გარიგება უკვე დადებული ჰქონდა. იარაღი რომ არავის მოეკითხა ამაზეც წინასწარ იზრუნეს და ის ისე გააფორმეს, როგორც საბრძოლო დანაკარგი. ხომ გაგიგიათ გამოთქმა: ომი ყველაფერს ჩამოწერს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"იქ სკუტერებიც კი შეიტანეს 2006 წლის ზაფხულში. ისინიც გასაყიდად იყო გამზადებული. იქ ისეთი რამეები იყო კიდევ შეტანილი, რაც იქაურობას არ გამოადგებოდა. მაგრამ წინასწარ იყო დაგეგმილი ამ შეიარაღების გაყიდვა. ამიტომ მოიცილეს ემზარ კვიციანი. ის მათ ამის უფლებას არ მისცემდა. ის, რომ ამ ქვეყნის მტერი ყოფილიყო, ისეთ ამბებს დაატრიალებდა, ქართული საჯარისო ნაწილები ფეხს ვერ შედგამდნენ. ხეობა ისე ჰქონდა გამაგრებული, რომ რუსები ვერაფერს აკლებდნენ. ხეობაში შესვლას ვერც ოქრუაშვილ-სააკაშვილის ხალხი შეძლებდა. ემზარი ასე არ მოიქცეოდა. მან არ ესროლა ქართველ ჯარისკაცებს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მამულიშვილობა", - დასძენს წითელაშვილი და შეკითხვას - "სკუტერებს დავუბრუნდეთ. სხვები ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა გეგმა, სოხუმში კოდორიდან სკუტერებითა და დელტაპლანბით უნდა შეჭრილიყვნენ. ეს გეგმა არასერიოზულად კი განოიყურება, მაგრამ მის არსებობას ბევრი ადასტურებს..." - პასუხობს:
"გამაგებინეთ, როგორ უნდა შევარდნილიყვნენ სკუტერებით სოხუმში ან სადმე სხვაგან?! მე სამხედრო სპეციალისტი ვარ და ეს გაუგონარი რამ არის. თუმცა მეც გიდასტურებთ, რომ ასეთი გეგმა მართლაც იყო! დამიჯერეთ, სკუტერები იქ მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, რომ შემდეგში გაეყიდათ. `გეგმა~ კი იმიტომ შეადგინეს, რომ ხეობაში სკუტერების შეტანა "გაეპრავებინათ". ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. იარაღის გაყიდვის სქემს თემურ ალასანიამ სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და ოქრუაშვილთან ერთად შეიმუშავა. ამ ღალატისთვის მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მე ვაგროვებ დოკუმენტებს, რომლებსაც მალე გადავცემ პროკურატურას".
"კოდორის ხეობიდან იარაღი მიხეილ სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ სომხეთში 1,5 მილიარდად გაყიდეს" - წითელაშვილი
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-21112014.htmlაბა, როგორია?
მოკლედ ვიტყვი - ბევრნი აქ წითელაშვილს არაფრით ჩამოუვარდებით.