9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
----------------------
* * *
რუსეთის აგრესიას ხელს ვაფარებთ, საქართველოს პრეზიდენტს ვადანაშაულებთ აგვისტოს ომის დაწყებაში...
არ ამოტრიალდება ზვიად გამსახურდია საფლავში? საქართველოს დამოუკიდებლობა როგორი ბრძოლით მოიგო კაცმა და დღეს
რუსეთის გამართლებისთვის მუშაობს საქართველოს ახალი მთავრობა...
ეს ღალატის ტოლფასია ხალხნო, ხვდებით მაინც? სულ რომ დამნაშავე იყოს სააკაშვილი რუსეთს როგორ შეიძლება ადამიანი დაუდგეს გვერდით, თუ ვერაგი არ ხარ ბუნებით და გამყიდველი?
9 აპრილი განა საკმარისი არ იყო, რომ რუსეთის ნამდვილი სახე დაგვენახა? არ იყო საკმარისი?