ლეღვის ფოთლების და ტუალეტის ქაღალდის ფრიალი ამ თემაშია?

ესენი ომის დაწყებას როგორ იკადრებდნენ
ჩრდილოეთ ოსეთში მაშტაბური საარტილერიო წვრთნები მიმიდინარეობს, რომელშიც ათეულობით საარტილერიო და მძიმე ტექნიკა იღებს მონაწილეობას.
58-ე არმიის სარაკეტო და საარტილერიო შენაერთის მეთაურის შალვა კულიევის განცხადებით, სწავლება იმართება 6 სხვადასხვა საერთო საჯარისო პოლიგონებზე. ამ სწავლების ფარგლებში ტარდება ახალი საარტილერიო სისტემა "ტორნადოს" გამოცდა, რომელმაც მომავალში ცნობილი "გრადები"უნდა ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ "ტორნადო" გამორჩევა მეტი სიზუსტითა და სროლის სიშორით.
პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის არმიის მე-7 სამხედრო ბაზაზე გრძელდება ტაქტიკური სწავლებები, რომლებშიც პირობით მოწინააღმდეგე მხარედ საქართველო იყო არჩეული. სწავლებაში 400 მდე სამხედრო მოსამსახურე და 50-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკა იღებს მონაწილეობას და მისი მიზანია შენაერთებს შორის კოორდინირებული ქმედების შემუშავება.
This post has been edited by 5.11 on 12 Apr 2013, 19:04