ესპანური მედია - სააკაშვილის ბასკი მზარეული ბათუმში რესტორნის მფლობელია
13:11 18-04-2013
ესპანური მედია - სააკაშვილის ბასკი მზარეული ბათუმში რესტორნის მფლობელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გასაჯაროებას ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE ეხმაურება. როგორც სააგენტო წერს, ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს ესპანელი მზარეულის მომსახურება ბიუჯეტიდან 300 ათასი დოლარი დაუჯდა.
"მხოლოდ სააკაშვილის ესპანური წარმოშობის მზარეულის შენახვა თვეში 15 ათასი დოლარი ჯდებოდა და ორი წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მზარეულის შენახვა 500 ათასი ლარი დაუჯდა" , - ციტირებს ესპანური სააგენტო საქართველოს პარლამენტის წევრის ირმა იმერლიშვილის სიტყვებს.
ბასკური წარმოშობის მზარეული, - წერს EFE, - რომელსაც დეპუტატის თქმით, სერხიო კალდერონი ერქვა, ამ წლის დასაწყისში გაათავისუფლეს. არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, ახალმა მთავრობამ ხარჯების შემცირება გადაწყვიტა.
EFE-ს ინფორმაციით, როგორც სერხიო კალდერონის "ფეისბუქის" გვერდზეა მითითებული, ბასკი მზარეული ბათუმში რესტორნის მფლობელიცაა.
300 ათასი დოლარი მზარეულისა და სპეციალურად მისთვის დაქირავებული თარჯიმნის მომსახურების ანაზღაურებისთვის დაიხარჯა. სერხიო კალდერონი თვეში 10 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა, დანარჩენი 15 ათასი კი მის თარჯიმნის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი ხარჯებისთვის იყო გამოყოფილი, - აღნიშნავს ესპანური სააგენტო.
საქართველოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობამ მკაცრად დაგმო პრეზიდენტის შეუსაბამო ხარჯები, - წერს EFE და დასძენს, რომ 2010 წელს სააკაშვილი და თბილისის მერი წავიდნენ ავსტრიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე, სადაც გახდომისთვის საჭირო პროცედურები ჩაიტარეს და ამისთვის 115 ათასი ლარი გადაიხადეს. რაც ასევე ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
DerStandard - გართობისთვის გახარჯული მილიონებისთვის პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ
13:42 18-04-2013
DerStandard - გართობისთვის გახარჯული მილიონებისთვის პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ საქართველოს პრეზიდენტს, სააკაშვილს ფუფუნებაში ცხოვრებისთვის აკრიტიკებენ, - ამ სათაურით ეხმაურება ავსტრიული DerStandard საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ბიუჯეტიდან გახარჯულ ხარჯებს.
სააკაშვილი მილიონობით დოლარს ხარჯავს სახელმწიფო ხაზინიდან, - წერს ავსტრიული გამოცემა, - ესპანური მზარეულის მომსახურების სანაცვლოდ, ავსტრიაში გახდომის კურსის ჩატარებისა და დუბაიში გართობისთვის გახარჯული მილიონებისთვის შავი ზღვისპირეთის ქვეყნის პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ.
ავსტრიული გამოცემა ასევე ციტირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირმა იმერლიშვილის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან ესპანელი მზარეულისთვის ყოველთვიურად 15 ათასი დოლარი გამოიყოფოდა, ავსტრიაში გახდომის კურსის ჩატარებისთვის კი, 70 ათასი დოლარი დაიხარჯა.
"2003 წლის "ვარდების რევოლუციის" გმირი პრეზიდენტის პოსტს კონსტიტუციის თანახმად, შემოდგომით დატოვებს", - წერს DerStandard.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.