მოკლედ რა ხდება ეხლა აგხსნით
არც ისე მარტივადაა საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ყველაფერი დაიწყო ასეე.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატების არსებობა უკრაინიდან შემოტანილი რამოდენიმე აპარატით დაიწყო. ერთ პატარა კერძო ბინაში ქონდა ფირმას ოფისი. დამფუძნელიდან და დირექტორიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული ყველა პირადპირი მნიშვნელობით ჩართული იყო საქმეში. ერთი პატარა ორგანიზაციის ჩანასახი იყო მოკლედ დიდი პერსპექტივით. თავიდან ფაქტიურად მხლოდ მობილური ოპერატორები იყვნენ ჩართული. პარალელურად ისევ მძლავრად მუშაობდა მობილური ოპერატორების სადილერო ქსელი, რომლებიც ბარათების (მონობარათი, ლაილაი ბარათი) რეალზაიით იყვნენ დაკავებული.
შეთანხმება მობილურ ოპერატორებსა და კომპანიას შორის საკომისიო მომსახურეობის ოდენობაზე განსხვავებული იყო, მაგალითისთვის:
მაგთი უტოვებდა ბრუნვის - 4%-ს
ჯეოსელი - 5%-ს
ბილაინი - 3.5 %-ს
საბოლოოდ ამ პროდუქტის განვითარებამ და სწრაფად გავრცელებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ის, რომ:
1. სწრაფი ტემპებით დაიწყო ბარათების რეალიზაციის შემცირება და საბოლოოდ საერთოდ შეჩერდა
2. ის დილერები, რომლებსაც მთელი ქსელი უკვე ათვისებული ქონდათ ბარათების რეალზაციით, მთლიანად გადავიდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დილერებად. (თუმცა, რომ არ დაეკარგათ პროვაიდერები პარალელურად ახდენდნენ სიმ ბარათების რეალიზაციას, რაც ზღვაში წვეთი იყო)
ამ დროისათვის კომპანიას გააჩნდა 2 ძირითადი პროდუქტი: თვითმომსახურეობის ტერმინალი, იგივე ფეიბოქსი და ე.წ. ფეილაინი (აპარატი რომელსაც ჭირდება ოპერატორი). ფირმამ შეიმუშავა სტრატეგია, დილერებს, რომლებსაც უკვე კარგად ქონდათ ათვსიებული სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები ბარათების რეალზაციით, დროებით სარგებლობაში გადაცა ფეილაინები დიდი რაოდენობით და დილერებმაც იმ მაღაზიებში და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დაიწყეს ბარათების ნაცვლად ფეილანების დადგმა გარკვეული საკომისიოს სანაცვლოდ შემდეგი სქემით:
მობილური პროვაიდერი ~4% -------> კომპანია ~2% --------------> დილერი ~1% ---------> სავაჭრო ობიექტი
რაცშეეხება ფეიბოქსებს, კომპანია თვითონ ათავსებდა და თვითონვე უკეთებდა ინკასაცია-ტექნკურ მომსახურეობას.
შედეგად, ძირითადად დილერების ხარჯზე კომპანია მომძლავრდა და კარგად მოიკიდა ფეხი ბაზარზე და კომპანიამაც გადაწყვიტა სტრატეგიის შეცვლა, დილერებს დააავალდებულა შეესყიდათ დროებით სარგებლობაში არსებული ფეილაინები,პარალელურად კი "განვადებით" და შეღავათიანი ფასებით დაიწყო ფეიბოქსების გაყიდვაც დილერებზე. (უკვე უკრაინიდან შემოტანის ნაცვლად ადილზე დაიწყო კომპანიამ ფეიბოქსების აწყობა)
და როცა ეს პროცესი დამთავრდა, დილერებმა შეისყიდეს დროებით სარგებლობაში არსებული ფეილანები და დამატებით შეიძინეს გარკვეული რაოდენობა ფეიბოქსებისა, კომპანიამ შეხედა რა ბიზნესის მაღალ რენტაბელურობას ჩადო დამატებით დიდი ინვესტიცია და ძალიან დიდი რაოდენობით შემოიტანა თვითონ საკუთარი ფეიბოქსები ქსელში და დაიწყო მათი განთავსება ქალაქის ყველა კუთხე კუნჭულში, ფაქტიურად დაძირა დილერები. ჩააყენა ისინი ისეთმდგომარეობაში, როგორშიც ეხლა თვითონ აღმოჩნდა.
მაგალითისთვის, თუკი ერთერთ ქალაქში განთავსებული იყო დაახლოებით 30 ფეიბქოსი + დილერების რამოდენიმე ფეიბოქსი, (რაც საკმარისი იყო ამ ქალაქსითვის) დამატებით კომპანიამ თვითონ შემოიტანა და განათავსა 100-ზე მეტი აპარატი რომლებიც დილერის აპარატების გვერდიგვერდ დაიდგა. რითაც ფატიურად წერტილი დაუსვა დილერების მომავალს და უკვე აწყობილ ქსელზე და ხელში ჩაგდებულ ბაზარზე კიდეუფრო მომძლავრდა და გაზარდა კომპანიის რენტაბელურობა.(რეალურად მართლა მობილური ოპერატორებიდან მიღებული საკომისიოა სწრაფი ჩაიცხვის კომპანიების ძირითადი მოგება, დანარენებზე "უმნიშვნელო" მოგება რჩება)
ამის პარალელურად ხდება ძალიან სანტერესო მოვლენები. ამ პროცესებს ბუნებრივია თვალს ადევნებს მობილურ პროვაიდერები და ხედავენ რა რაოდენობის თანხები მიემართება მოგების სახით კომპანიისკენ. ამასთან, ფაქტიურად პროვაიდერები 100% დამოკიდებული გახდნენ სწრაფი ჩარიცხვის კომპანიებზე. უკვე არა პროვაიდერები, არამედ სწრაფი ჩარიცხვის კომპანიები ადგენდნენ თამაშის წესებს. ძალიან აიწია იმის ალბათობამ, რომ ზემოთხსენებული პროცენტები შეიძლება გადახედილი ყოფილიყო ჩარიცხვის კომპანიების მხრიდან და ფაქტიურად უკან დასახევი გზა ქონდათ მოჭრილი პროვაიდერებს. არადა სხვა გზაც არ ჩანდა.
და აი ამ დროს ხდება თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება
კერძოდ, ერთ ერთი სწრაფი ჩარიცხვის კომპანიის გენერალური დირექტორი გადადის ექსპრეს ფეის გენერალურ დირექტორად. სავარაუდოდ გულანთებული და მონდომებული მისი ახალი კომპანიის განვიარებით და კონკურენტების ჩაძირვით.
რასკლადი ასეთია:
პროვაიდერები შეშფოთებული არიან იმ სიუტაციით რაც ბაზარზე ხდება, ფაქტიურად თვითონ გახდნენ დამოკიდებული სწრაფი ჩარიცხვის კომპანიებზე
ექსპრესფეის, რომელსაც დიდი სურვილი აქვს კონკურენტების ჩაძირვის, იცის ეს სიტუაცია და გააჩნია დიდი ფინანსური რესურსი
კომპანიების ტოპმენეჯმენტში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც კიდე უფრო ამძაფრებს კონკურენციას
და აი ამ დროს მობილური პროვაიდერები აკეთებენ განცხადებას რომ აღარ დაურიცხავენ საკომისიოს სწრაფი ჩარიცხვის კომპანიებს
ამის პარალელურად ექსპრეს ფეის, ამ განცხადებისთანავე შემოაქვს მარტო დედაქალაქში 500 ერთეულამდე აპარატი, დგამს მათ კონკურენტი კომპანიების აპარატების გვერდით და თავის თავზე იღებს საკომისიოს ანუ 1ლარი = 1 ლარს
ამას ემატება კომპანიისა და მისი მამობილი კომპანიის იმიჯის გარზდა და ემატება კმაყოფილი მობილურ პროვაიდერები
პ.ს. მე არ ვაკეთებ დასკვნებს , დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ

ვნახოთ რა იქნება ხვალ