მესამე კურსი ახალი დაწყებული გვქონდა. პათოლოგიური ფიზიოლოგიის კურაციას გავდიოდით. ერთგვარად ახალი ხილი იყო ჩვენთვის ეს ყოველივე. მაღლივის “ბიოლოგიების” შემდეგ პირველად მოგვიწია “ქალაქად” გასვლა. ამ მეტად საინტერესო საგანს “არამიანცის” კლინიკის ეზოში გავდიოდით, ერთ უღიმღამო ორსართულიან შენობაში. მედიკებს ერთი უცნაური ჩვევა გვაქვს. ლექტორის სახელებს არ ვიმახსოვრებთ. “აი, ის ლექტორი, ამა და ამ საგანს რომ გვასწავლიდა”- ამგვარად ვიხსენებთ ხოლმე ხალხს.
ლექციის დაწყების მოლოდინში მეორე სართულის დერეფანში ვლაზღანდარობდით ბიჭები. მძიმე ნაბიჯების ხმა მისწვდა ჩემ ყურს. ყურადღება არ მიმიქცევია. დიდი ამბავი, რამდენი ადამიანი ამოივლის ხოლმე კიბეებს? ეს განსაკუთრებული შემთხვევა გახლდათ. კიბეები ამოათავა და მზერა მოგვავლო მაღალმა, ახოვანმა კაცმა. სქელი, ხშირი წვერ-ულვაში უფარავდა სახეს. დიდრონი სათვალეების მინიდან მომზირალი თვალებიდან წამოსული სხივი რენტგენის სხივივით ატარებდა სხეულში. მომენტალურად ყველანი გავჩუმდით. რატომ? ვერავინ იტყვის! არც არაფერს ვაშავებდით, კაცმა რომ თქვას.
-ვინ არის?- ჩუმად ვკითხე გვერდით მდგომ კურსელს
-კოტე ჰქვია. ლექტორია…
ასე შევხვდი პირველად ბატონ კონსტანტინე ჭიჭინაძეს და ამ მოგონებას ვერ ამოშლის მეხსიერებიდან ვერაფერი. მსგავსი ქარიზმა ერთეულ ადამიანს დაჰყვებათ ხოლმე.
მოგვიანებით ბატონმა კოტემ ლექციაც წაუკითხა კურსს. მე იმ დღეს არ ვყოფილვარ. მეორე დღეს კი ლეგენდასავით ვისმენდი ლექციის შინაარსს. “იცი, რა ჩაატარა?”- მსგავსი ეპითეტი ბიჭებისგან უდიდესი შეფასებაა ლექტორისათვის. ჩვენი კრიტერიუმით, რათქმაუნდა! მეც მშურდა მათი, ვინც ლექციას დაესწრო და იმ იმედით მივდიოდი ყოველდღე, რომ ბატონი კოტე კიდევ წაგვიკითხავდა რამეს. სამწუხაროდ, ისე ჩავათავეთ პათოლოგიური ფიზიოლოგიის კურაცია, მე მისი ლექციის მსმენელი ვერ გავხდი…
შემდეგ შეხვედრამდე წელიწადნახევარმა განვლო. შეიცვალნენ ლექტორები… ბევრმა წყალმა ჩაიარა, რომ იტყვიან, მაგრამ კვლავ გაიჟღერებდა ხოლმე კოტე ჭიჭინაძის სახელი და მისი ფრაზები სამეგობროში. თითქმის სტენოგრაფიული სიზუსტით ახსოვდათ ბიჭებს მისი სიტყვები.
ასე გაგრძელდა მანამ, სანამ არ მოაწია 2011 წლის ზაფხულმა. მეოთხე კურსს ვხურავდით. მეტად უცანური საგანი გვქონდა ცხრილში: “ადამიანის ადაპტაციის ქცევითი, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური და პათოფიზიოლოგიური მექანიზმები”. ვერც არსი გავიგე აღნიშნული საგნის და ვერც მის კავშირს მივხვდი მედიცინასთან, მაგრამ ჩემი ფორიაქი მას შემდეგ შეწყდა, რაც მითხრეს, რომ აღნიშნულ კურაციას ბატონი კონსტანტინე ჭიჭინაძე გაუძღვებოდა. და მეც ვიყავი მოლოდინში, სანამ პირველი ლექცია მოაწევდა.
ამჯერად, დიღომში, ყოფილი მორფოლოგიური ინსტიტუტის შენობაში, გვიტარდებოდა ლექციები. ბატონმა კოტემ სია ამოიკითხა. პირველი, რამაც გაკვირვება გამოიწვია ჩემში, ეს იყო ამ ადამიანის განსწავლულობა თითოეული გვარის წარმომავლობაში, საქართველოს კუთხეების ადათ-წესებსა და დამახასიათებელი თავისებურებებში. მეორე- ეს გახლდათ საოცარი სახეცვლილება. ჩემს წარმოსახვაში ამ ადამიანის ხატება მეტად მკაცრ, ულმობელ ლექტორთან ასოცირდებოდა, მაგრამ საოცრად შევცდი… საკმარისი იყო მისი ხმის გაგმონება, რომ ჩემს წინაშე გაჩნდა საოცრად კეთილი, ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი, რომელიც მოხარული გახლდათ საკუთარი ცოდნა ახალგაზრდებისათვის გაეზიარებინა.
რაც შეეხება საკუთრივ ლექციას… მისეული თხრობის მანერა გასაოცარია, უბრალოდ დამამუნჯებელი. ისე ყვება საკითხს, რომ იძულებულს გხდის უსმინო, ყური მიადევნო მის საუბარს. განა იმიტომ, რომ უცებ გკითხავს: “აბა რა ვთქვიო”, ლექტორების უმრავლესობას რომ ჩვევია. არა, იმდენად ჩამთრევია მისი საუბრის სტილი და გადმოცემა, რომ ყველაზე მოსაწყენ თემაზეც კი რომ იყოს საუბარი, უტყვად მოუსმენ ამ ადამიანს. არ გღლის, დაძინების საშუალებას არ გაძლევს ლექციის მიმდიანარეობისას, ხელში ჰყავს აუდიტორია და ამ ყოველივეს ისე ახერხებს, რომ ერთხელაც კი არ აუმაღლებს ხმას. სტუდენტებთან პოლემიკაში შესვლა სიამოვნებდა, რადგან იცოდა, რომ ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდოდა კამათიდან. მსგავსი არგუმენტირებული, ლოგიკური, ღრმა მსჯელობის წინაშე უსუსურნი ვიყავით ბავშვები. ისე, ახლა ბატონ კოტესთან კამათი დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა და ბევრს მასწავლიდა ნამდვილად.
ბატონი კოტე და იუმორი… ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს. მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, მასზე უკეთ რომ ფლობდეს შავ იუმორს. უბრალოდ, მეფეა ამ საკითხში. მის ლექციებამდე მსგავსი სახის ხუმრობებს წარბაწეული ვუსმენდი. მომკალით და არ მეცინობოდა ამ ყოველივეზე. ჭიჭინაძის ლექციების შემდეგ შავ იუმორი ჩემ სისუსტედ იქცა და ვინ კი ახლოს მიცნობს, იცის, ისეთ რამეზეც კი შემიძლია სიცილით მოვკვდე, ადამიანს რომ მთხრობელის მკვლელობისკენ უბიძგებს. განსაკუთრებული, რაც ბატონ კოტეს ჰქონდა, ეს იყო თვითირონია, რაც მეტად იშვიათია დღევანდელობაში. “ჩეჩენი ვარო!”- ღიმილით იტყოდა და მართლაც გაგეცინებოდა მისი წვერ-ულვაშის შემხედვარეს. ჩეჩენ “ბოევიკს” ჩამოჰგავდა მართლაც იერით.
მოკლედ რომ ითქვას, იმდენი მოახერხა ამ ადამიანმა, რომ მისი პერსონის სიყვარულით მეგობარმა ყალბი Facebook-გვერდიც გააკეთა, სადაც ბატონი კოტეს სახელით მისივე ფრთიანი ფრაზებით დაგვეცემოდა ხოლმე თავს. ეს ყოველივე არ გახლდათ არანაირად შეურაცმყოფელი არც ბატონი კოტეს პიროვნებისთვის და არც ჩვენთვის. უბრალოდ, ამგვარად ვმხიარულობდით, ვიხსენებდით მეტად შთამბეჭდავ ადამიანს.
მოგვიანებით მისი მონოგრაფიის სატიტულო გვერდის სურათი გავრცელდა. “აგრესია”- ასე ჰქვია ბატონი კოტეს ნაშრომს. ჩვენც ვხუმრობდით, საცდელ ბაჭიებად ვიქეცით, ჩვენ აგრესიას აკვირდებოდა ჭიჭინაძე და ახლა წიგნად გამოსცათქო
http://imaginepepperland.wordpress.com/201...tinchichinadze/პ.ს. 09 01 900 901...
09 01 900 901...
09 01 900 901...