ამასაც, და იმასაც, რომ ადამიანის შესაძლებლობთაგან ზოგი რამ დაბლოკილია. "მიჯაჭვა", მათი გაგებით, ამასაც გულისხმობს.
თუ შეიძლება, მაგ პოსტში გრძელი ხაზის დამოკლება... მაგის გამო გვარდი გაწელილია სიგანეში._________________________________
"ჩვენ არსად არ წავსულვართ, მხოლოდ იატაკქვეშეთში გადავედით, ჩვენ მალე ისევ ვიქნებით, და ჩვენ ვაპირებთ გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას".ახლა მე მოგიყვებით კაცობრიობის მთელ ისტორიას წარსულში და, ბონუსის სახით, ახლო მომავალშიც, უაღრესად მოკლედ და უკიდურესად არსობრივად. 
ოღონდ ეს მთლად არ ემთხვევა "ნათელ" და "ბნელ" ძალებზე ზოგადად არსებულ შეხედულებას. შეიძლება, სრულიად არ ემთხვევა.
1. იყო და არა იყო რა - ღმერთზე უკეთესი რა იქნებოდა, - იყო ერთი საამური ადგილი - პლანეტა დედამიწა, სადაც დანერგული იყო ორი "ხე": "ცნობადისა" და "სიცოცხლისა" (ბრჭყალები აუცილებელია). იქვე იყო დანერგული ადამიანიც.
2. ამ ედემის მთავარმა მებაღემ აუკრძ... ურჩია ადამიანს, არ ეჭამა "ცნობადის ხის" ნაყოფი. შესჭამ და - შენს თავს დააბრალეო.

3. მან კი არ შეისმინა და შეჭამა.

თან, რაც ყველაზე უარესია, - მას შემდეგ, რაც სხვას დაუჯერა, და იმასაც გააჩნია - ვის, თორემ კიდევ არაფერი იქნებოდა.
4. ...დიდხანს გული ერეოდა.

5. ქრონიკული მოუნელებლობა დაემართა და დღემდე აწუხებს.

6. ...და როცა ცოტა გამოკეთდა, მან, იმავე პერსონაჟების ჩაგონებით

და ბოლომდე მოუნელებელი ვაშლით მუცელში, გადაწყვიტა... გაესინჯა მსხალიც.

7. ისტორიის გაგრძელება, და ამჯერად [შუალედური] ფინალიც, ადვილად გამოსაცნობი შედეგით, მალე შედგება.
ვაანონსებ "მეორე სერიას". დასაწყისი, და თითქმის დასასრულიც - უახლოესი 25 წლის განმავლობაში.
(ეს არაა წინააღმდეგობა მასთან, რომ აღსასრულის ჟამი მხოლოდ მამამ იცის. ლაპარაკია ნიშნების ერთობლიობაზე, რაც უჩვენებს ზოგადად ამ პერიოდის დადგომას)
8. ვისაც სურს, მაინც სცადოს - ა, ვაშლი და ა, ისინი.
"Все яблоки вам в руки". აბა, ვის უნდა - დარჩეული, ოქროს-
ფერი სამოთხის ვაშლები და მსხლები? უფასოდ რომაა, მაგიტომ უბრალო და ჭიანი არავის ეგონოს - გენმოდიფიცირებულია.

9. ...ვაშლები ხელში და ჩიპები თავში - როგორც "ცოდნის" საყოველთაო-გარანტირებული დანერგვის და (ორივე მხრიდან) პრაქტიკული გამოყენების ინსტრუმენტი, ახლა უკვე "ღმერთის მდგომარეობაში დაბრუნებისათვის" და "მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად"

...
მცირეოდენი უტრირება აქაცაა, რასაკვირველია.
ბიბლიის ალეგორია "ხეებზე" ასახავს, ცხადია, დიდ პროცესს და ცნებებს, რომელთა განმარტება არათუ ძნელია, არამედ დაპირისპირებულ "ბანაკთა" წარმომადგენლების შეხედულებებსა და ინტერესებზეცაა დამოკიდებული; რაც კარგია ერთისთვის, ცუდია მეორისთვის, და პირიქით, "ჯაშუშებისა" და "მზვერავების" ამბისა არ იყოს.
შეიძლება, ალეგორიულად ასახავდეს ასევე: სპირალს, გალაქტიკას, დნმ-ს, კუნდალინის, "სიცოცხლის ხე"-მერკავას და ასე შემდეგ; და იმ მოვლენას, რაც მათ უკავშირდება - "გველისა" და "ვაშლის" სახით.
პირობითი "ვაშლი" არის ის, რასაც ეწოდა "პირველქმნილი ცოდვა". და ეს ცოდვა არაა მხოლოდ ამპარტავნება, ან მარხვის გატეხა, ან ურჩობა.
ის აღნიშნავს იმას(აც). რომ ადამიანმა მიიღო ის ცოდნა, რაც მისთვის, მისი არსისთვის ამ მოცემულობაში (ამ განზომილებაში, ამ სიბრტყეში) არ იყო შესაფერისი. და სხვანაირად არც შეიძლებოდა.
ასევე, და უფრო მეტად, იმას, - რომ მიიღო ის მათგან, ვისგანაც არ უნდა მიეღო, და იყენებდა მას იმ მიზნებისთვის, რა მიზნებისთვის არ უნდა გამოეყენებინა. და იყო საფრთხე, რომ კიდევ უარესად გამოიყენებდა მას, - კვლავ ცოდნის წყაროსა და მოცემულობიდან გამომდინარე.
უფრო მეტიც. თეორიულად ისიც კი შეიძლება განვიხილოთ, რასაც ამტკიცებს "ცოდნის" საკმაოდ ბევრი მიმართულება - რომ ადამიანი არაა სამყაროს შემოქმედის უშუალო ქმნილება, არამედ მის მიერ შექმნილი და განვითარებული სხვა არსებ(ებ)ის ექსპერიმენტების შედეგია. საბოლოო ჯამში - ისევ ღვთის (როგორც არ უნდა გვესმოდეს ეს ცნება) შემოქმედება, მაგრამ არა უშუალოდ მის ხელთა მიერ.
რომც დავუშვათ ასეთი ვერსია, "ადამიანის გენეტიკური გზით გამომყვანი" და მსგავსი არ ვიცი მე. "საავტორო უფლებები" შემოქმედისაა, და იმ იერარქიის, ვინც მისი და სამყაროსეული წეს-რიგის მორჩილია, და არა მათი, ვინც ასტრალში და ეთერში ზის მუდმივად და ადამიანებს ტვინს ურევს.
ამ შემთხვევაში, და თუ გავითვალისწინებთ "გველის" სახეს და მის ასოციაციას გარკვეულ არსებებთან, უკვე თავად ეს ფაქტი არის "პირველქმნილი ცოდვა", და კარდინალური ხდება საკითხი, რომ ადამიანი აღიბეჭდოს "ღვთის ნიშნით". ეს საკითხი გადაჭრილია - ნათლისღების გზით!
"ცოდნის" შეუსაბამოდ თუ არამართლზომიერად მიღებას შედეგად მოჰყვა უფრო მაღალი "ინსტანციის" ჩარევა (რაც არ უნდა დავარქვათ მას - ღმერთი (თუნდაც პირობითად), უფრო ზემდგომი იერარქები თუ სხვა რამ, მაგრამ არა კონკურენტი "ცივილიზაცია"), და განაჩენი: ბლოკირება იმ ფუნქციებისა და შესაძლებლობებისა, რაც ჩადებულია.
სინამდვილეში, ადამიანის სრულ აგებულებაში მართლაც არის ის, რაც ბლოკირებულია, ეს ეხება ენერგეტიკულ გარსებსაც, დნმ-საც, ტვინის ფუნქციონირებასაც.
და რაკი არის, გარდაუვალია კითხვა: რატომ მოხდა ეს, ვის მიერ, და რა მიზნით.
რაკი ჩადებულია, უნდა იმუშაოს, და თუ დაბლოკილია, ამას რაღაც მიზანი ან მიზეზი უნდა გააჩნდეს.
"ცოდნა" მიიჩნევს... ის ბევრ რამეს მიიჩნევს, და ეს გამომდინარეობს იქიდანაც, კონკრეტულად რომელ "რასას" მიეკუთვნება ინდივიდი, რომელ სწავლებას იზიარებს... მიიჩნევს, რომ ეს ბლოკირება და რელიგიების გაჩენა უკავშირდება ადამიანის თავისუფალი განვითარების შეზღუდვას, ხოლო ვის მიერ და რა მიზნით, - ამაში სხვადასხვა "კოსმოსური ცივილიზაციების" მომხრენი ერთმანეთსაც მშვენივრად სდებენ ბრალს. ძირითადად იგულისხმება, რომ რელიგიების წარმოშობა უკავშირდება ერთ-ერთ "ცივილიზაციას". სხვებს კი იმედი აქვთ, რომ რაკი ამჟამად კოსმოსური ენერგია და ტალღები იცვლება, რადგან დამთავრდა ე. წ. "ბნელი ეპოქა" და დადგა სხვა, - ავტომატურად მოიხსნება წინააღმდეგობა, და "უნივერსალური ცოდნა სამყაროს შესახებ კვლავ დაიბრუნებს პოზიციებს.
ამ ხალხს მხედველობის მიღმა რჩება ზემოთ ნახსენები პერსონაჟების საყოველთაო ერთიანობა მათი "ბანაკის" ფარგლებში, ხოლო მასზე, რომ მექანიკურ ტალღებზე და რიტმებზე ყოფილა დამოკიდებული ამდენად მნიშვნელოვანი მოვლენები სამყაროში, არ ღირს ადგილის დაკარგვა.
მთავარი ისაა, რომ როგორც მაშინ, "ვაშლის" ეპიზოდისას, ახლაც არაფერი შეცვლილა.
იგივეა პერსონაჟები იქითა მხრიდან.
ესაა კარდინალური. მაგრამ ვინაა ნათელი და ვინ ბნელი - ამის ობიექტურად დადგენა ძნელია საკუთარი შეხედულებების დროებით დავიწყების გარეშე.
იგივეა "ცოდნის" პოსტულატები.
იგივეა მათი გამოყენების მიზნები - გაერთონ ჰარის მსგავსად და "გახდნენ ღმერთები". პირველი, კაცმა რომ თქვას, უწესო და უაზრო გართობა და ხულიგნობაა, მეორე - მცდელობა, არალეგალური გზით გადაახტნენ იმას, რაც განწესებულია, და პირველიდან პირდაპირ გამოსაშვებ "კლასში" აღმოჩნდნენ. ასე არ ხდება. "ნიშნებს" ამ კლასში ყოფაქცევისთვის წერენ, და არა შემდეგი კლასების მასალის ათვისებისთვის... ტრაგიკომიკურია, რომ ერთი და იგივე სწავლებები ამტკიცებენ, რომ ადამიანის სული (თურმე) იმიტომ განიცდის "რეინკარნაციას", რომ გარკვეული მისია / პროგრამა შეასრულოს, და იმავდროულად ასწავლიან, როგორ დავუძვრეთ "შატალოზე" ამ პროგრამას, და ამ კოლიზიას ვერც კი ამჩნევენ, შეეკითხები და - პასუხი არ აქვთ. დასკვნა სამწუხაროა: ასეთი სწავლება იმ პირველი "ცოდნის" ლოგიკური პროდუქტია, იმავე "კეთილი" პერსონაჟების მიერ მოწოდებული. მისი მიზანი
არაა არც "პროგრამის" შესრულება, და არც "ღმერთად გახდომაში" დახმარება. მიზანი - ადამიანის მოტყუებაა.
იგივეა ჩამგონებელთა მიზნები. ჩაგონება, რომ "[პიროვნული] ღმერთი არ არსებობს", და უმალ ადამიანი უფროა ღმერთი, პარადოქსის და სასაცილო ამპარტავნების მწვერვალი იქნებოდა მხოლოდ, მიზანი მარტო ეს რომ ყოფილიყო. მიზანი კი ისაა, რომ მავან არსებებს სურთ, ღმერთის არსებობის უარყოფის შემდეგ, მისი ადგილის ერთპიროვნულად მითვისება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგითურთ.
ასეთი მცდელობა უკვე იყო ისტორიაში, და ის წარუმატებლად დასრულდა - პირდაპირ კლდეზე მიჯაჭვით თუ არა, მაღალი ციდან გაძევებით, და "საიდუმლო ცოდნის" საბოლოო გადაქცევით "საიდუმლოდ უსჯულოებისა".
ახლა იქნება რევანშის მცდელობა, - რევანშისა, რომელიც რამდენიმე ათასი წელია მზადდება, და რომელმაც ახალი ბიძგი და მოტივაცია მიიღო 2000 წლის წინ.
ეს მოქმედებაც იგივე შედეგით დასრულდება, როგორითაც პირველი აქტი. იმიტომ, რომ სრულიად არაფერი არ შეცვლილა, ხოლო იუგების და რიტმების ცვლილება ამას არ უშველის. თუ არა და - აგერ ვართ ყველა.