საერთოდ თვითონ რუსებიც აღიარებენ , რომ მოსკოვში , რომელიც სულ ბანდიტური ქალაქი იყო , ქურდული გაგება ქართველმა ფისო ქუჩულორიამ შეიტანა . ხუმრობენ კიდევაც , წითელი მოსკოვი ქუჩულორიამ გააშავაო .
როდესაც რუს პრესტუპნიკს , ბაცაცას კი არა , არამედ სერიოზულ ვორს , რომ შეეკითხები ვინ იყო ქურდულ ისტორიაში ყველაზე სერიოზული ქურდები ორ სახელს ასახელებენ --- ვასია ბრილიანტს და ფისო ქუჩულორიას . მაგ გასაგებიაო , რომ ეტყვი და დალშე ვინ არიან -- ეგრევე გიპასუხებენ ვასია ბუზულუცკი და გივი რეზანიო ( შრამიანი ) ....
ასე , რომ მაგ სამყარო ქართველების ლიდერობას აღიარებს .....
-------------
რაც შეეხება ლიდერებზე , რომ დაწერე .... არც არსენა მიქელაძე და არც ზაქარია კალაშოვი , ეგეთ ლიდერებათ არ ითვლებოდნენ , ვინაიდან ისინი არასდროს არ ხემძღვანელობდნენ არანაირ დაჯგუფებას .....
თუ არსენა , ე.წ. თბილისლების კლანის წევრათ მოიაზრებოდა , კალაშოვი ქურთების სასტავშია , თუმცა ძალიან ახლოს იყო ქუთაისლების კლანთან .
მაგრამ არსენა არ იყო თბილისლების აღიარებული ლიდერი არასდროს , თბილისლების მეტაურებათ სულ მოიაზრებოდა ანზორა აღაიანი , გოგი ჩიქოვანი და პაატა ჩლაიძე . ამ სამიდან მხოლოდ პაატა ჩლაიძეს ქონდა ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა არსენა მიქელაძესთან
არც ზაქარია კალაშოვი იყო ქურთების ლიდერი , ეგ ადგილი ჰასანას ეკავა , ზუსტად ამიტომაც კალაშოვი უფრო დაახლოებული იყო ქუთაისლებთან , ეს მისი კვეჟოსთან პირად ძმაკაცობასთან იყო დაკავშირებული . ხოლო ქუთაისლების ლიდერი არასდროს ყოფილა კალაშოვი . რაც დაფრთიანდნენ კვეჟო და ტარასა , ამ ორ ვორს არც არავინ ეცილებოდა ქუთაისლების ლიდერობას . დიდი გავლენა აქვს ასევე ქუთაისლებზე ბადრი კოღუაშვილს და დათო სეფისკვერაძეს .
აქედან გამომდინარე არსენა მიქელაძეს და ზაქარია კალაშოვზე იმის თქმა , რომ მათ მოსკოვი ეკავათ --- არ არის სწორი . ....
------------
რაც შეეხება ჩეჩნებს ..... ზუსტად ქურდულით მოიყვანეს წესრიგში ჩეჩნები . თორემ პირდაპირი ძალისმიერი ზეწოლით მათ რუსეთის არმიამ ვერ მოუგო და ვერც სოლნცევოს დაჯგუფება მოუგებდა . ასეც იყო 90-იანი წლების დასაწყისში , როდესაც არც სოლნცევო ემორჩილებოდა ქურდებს და არც ჩეჩნები . აი , მაშინ იყვნენ ზენიტში ჩეჩნები .
მაგრამ როდესაც რუსული ოპგ-ების კონტროლი ნელ-ნელა ქურდებმა აიღეს თავის -თავზე , პირველ რიგში ჯემალა ხაჩიძემ ( სოლნცევოს ოპგ-ე ) და ზაქარია კალაშოვმა ( იზმაილოვოს ოპგ-ე ) .... ჩეჩნებმა დაკარგეს ჯერ ინიციატივა და შემდგომ სრულ განადგურების პირას მივიდნენ .
ქურდული სამყაროს სიძლიერის მნიშვნელოვანი ბერკეტი არის მათი კონტროლი ციხეებზე და ზონებზე . როდესაც ჩეჩნებმა მოსკოვში და სრულიად რუსეთში დაკარგეს პოლიტიკური მხარდაჭერა , საუბარია რუსლან ხასბულატოვის დროზე , როდესაც ცეჩენი იყო რუსეთის პარლამენტის თავჯდომარე --- ჩეჩნები მასიურად მოხვდნენ ციხეებში . იქ ციხეებში და ზონებში მათ შანსი არ ქონდათ და მიხვდნენ , რომ თუ პრესტუპნიკობა უნდოდათ , უნდა დამორჩილებდნენ ქურდულ კანონებს , თორემ განწირულები იყვნენ .
ჩეჩნებს , მთელი მათი ისტორიის განმავლობაში , მხოლოდ ერთი კანონიერი ქურდი ყავდათ , საუბარი მაქვს 90-ინ წლებში და მანამდე , სულთან დაუდოვი ( სხვათა შორის ქართველების მონათლული ) --- ხოლო ნულევოი წლებში , ესე იგი 2000 წლიდან უკვე ათამდე კანონიერი ქურდი იყო ეთნიკურად ჩეჩენი . თუმცა ჩეჩენი ქურდები არ არიან პოპულარულები მათი მკვეთრად გამოხატული ნაციონალიზმის გამო .... ქურდული აბსოლუტურად ინტერნაციონალური მოვლენაა , თავისი მენტალიტეტით ჩეჩნები ამას ვერ იაზრებენ .
-----------
საერთოდ სსრკ-ს დანაშაულებრივი სამყაროს ისტორიაში , ჩვეულებრივი სტანდარტები , რომ გამოვიყენოთ , აი პოლიტიკაში , რომ ვიყენებთ --- ორი რევოლუცია იყო და სამი მსოფლიო ომი იყო
აქედან ორი მსოფლიო ომი 90-იან წლებში იყო .... ამიტომ იმის განხილვა ზოგადათ რაც 90-იან წლებში ხდებოდა არ შეიძლება . ეს სერიოზული კვლევის საგანი უნდა გახდეს , ძალიან საინტერესო და მოვლენებით დახუნძლული პერიოდი იყო ( მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ) თავისი პოლიტიკური და სამხედრო ბატალიებით , თავის ლიდერებით და მხედართმთავრებით , ელჩებით და თავისი სადამსჯელო აპარატით .
ომ პერიოდის ღრმა შესწავლა , რომლის დროსაც დამყარდა დღევანდელი დანაშაულებრივი სამყაროს ფორმაცია --- აუცილებელი ამ სამყაროსთან და მის გავლენასთან ბრძოლა თუ გინდა .
ჩვენ კი ამას ზედაპირულად ვუყურებთ , ეგრე არაა . ხომ დრაკონული მეთოდები გამოიყენა სააკაშვილმა მათ მიმართ --- მაგრამ თქვენ გონია დაამარცხა ? არა ბატონო , თუ დამიჯერებთ უფრო ძლიერები გახადა . ვინაიდან ქურდულმა და მათან მიტმასნილმა სამყარომ კარგად დაინახეს რას ნიშნავს ბესპრედელი რეპრესია . შევარდნაძის მართველობის ბოლო ერთ წელიწადში 35 ქართველი ქურდის კორონაცია მოხდა , ხოლო სააკაშვილის ბოლო 5 წელიწადში ქურდი 6 ქართველი ქურდი გახდა , აქ მენტალნი ქართველებზე ვსაუბრობ , აქ დაბადებულებზე და გაზრდილებზე .
მაგრამ აქ რიცხვი კი არ არის მთავარი --- ხარისხია . შევარდნაძის პერიოდში მონათლული იმ 35 ქურდიდან --- 12 სახელით არ აღარ არის , 10 დაბრედილია , ხოლო დანარჩენებიდან მხოლოდ 2-3 ჩანს აქტიურად ქურდულ სამყაროში , დანარჩენები კი არიან მიჩუხანებული .
აი , სააკაშვილის მართველობის პერიოდში მონათლული 6 ქურდიდან , მხოლოდ ერთი არის დაბრედილი დანარჩენი ხუთი კი ძალიან აქტიურ ზეგავლენას ახდენენ დღევანდელ ქურდულ სამყაროში მიმავალ მოვლენებზე .
( გვარების დასახელებას ნუ მთხოვთ , ესენი ახალი , აქტიურად მოქმედი ქურდები არიან და მათ მიმართ დადებული ინფორმაცია , ჩიოტ ეგოზნაეტ როგორ იქნება გამოყენებული )
-------
ჯერ არავის მსოფლიოში , ვერანაირი სერიოზული ზემოქმედება ვერ გააკეთა იმ მოვლენებზე , რომელიც მანამდე შესწავლილი არ ყოფილა
მხოლოდ მაფიის როგორც ისტორიის , ასევე მოქმედების სქემების ღრმა შესწავლამ , რომელსაც ამერიკის სპეც.სამსახურებმა 15-20 წელი მოანდომეს მიცა მათ შედეგი . მხოლოდ 60 -იანი წლებიდან გადატეხეს ამერიკაში მაფიასთან ბრძოლაში სიტუაცია .
ეგრე იყო იტალიაშიც , როდესაც მაფიის ფენომენის შესწავლას მთელი სამოციანი წლების ბოლო და მთლიანად 70-იანი წლები დაეთმო და მხოლოდ 80-იან წლებში გახდა შესაძლებელი მაფიაზე ისეთი დარტყმა მიეყენებია იტალიის მთავრობას , რომ დღესაც ფეხი ვერ წამოიდგეს სიცილიელებმა და კალაბრილებმა
ჩვენ კი ლოზუნგებით გვინდა დავამარცხოთ სინდიკატი , რომელმაც სტალინის ნკვდ-ს და ანდროპოვის კგბ-ს გაუძლო
ეგრე არ არის ძმაო ... სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ქურდულ სამყაროს ,,ბრძოლა,, დაუწყო ყველაზე იოლი და არაეფექტური მეთოდით --- უკანონო რეპრესიებით . ამ მეთოდმა არც ერთ ქვეყანაში არ გაამართლა . საწყის ეტაპზე იძლევა მოკლე ეფექტს , მაგრამ პერსპექტივაში წაგებისთვის არის განწირული .
აბა შეეკეთხეთ პატიმარს , რომელიც შემთხვევით ხდება ციხეში ( არ არის იდეოლოგიური პრესტუპნიკი ) --- ვინ უფრო საშიში იყო მისთვის ციხეში , ვიღაც მაყურებელი თუ ახალაიას ციხის უფროსი ?
ან გარეთ თავისუფლებაზე რა უფრო სახიფათო იყო ჩვეულებრივი მოქალაქესთვის , აქტიურ მოქალაქეზე გეუბნები , უბნის ძველი ბიჭი თუ დაბოღმილი სოდ-ის თანამშრომელი ?
კარგია თუ მიმიხვდებით რა მაქვს მხედველობაში ....
This post has been edited by მაკიაველი on 16 Oct 2013, 12:08
01.10.2012.