თემის დადგენილებას გთავაზობთ!
,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა --- სიკვდილი სახელოვანიო-ს'' ჩემეულ გაგებას:
მაინც უნდა მიიცვალო ოდესღაც და მიებაროს სხეული მიწასა, ცეცხლსა და სამარის ჭიასა.... ხომა?
მეფე ხარ, თუ ბოგანო --- ბოლო ერთია!
რა, მეფეს სხვანაირად ამოსდის სული და ბოგანოს სხვანაირად?
21 გრამით მსუბუქდება მყისიერად სხეული გარდაცვლისას --- სული ამოდის და იცდის 15 წუთი... ტვინის თრომბამდის.
უშველიან სხეულსა ---ჩაბრუნდება.
ვერა? --- იმ 15 წუთში გავლილი აქვს ორმო ცისაი... იგივ გვირაბი --- წავა ატაში განკითხული.
მაინც მოკვდება სხეული ---გინდ სახელოვანი, გინდ უსახელო....
ჰოდაა --- ბარემ სახელოვნად იცხოვრეო.... სულიც არ მოჰკლაო უსულ-გულოდო გაუცხოვებულიო.
მეტს ვერარას გადაიტან იქითა ნაპირზე მიწიერსა --- აქავე დაგაყრეინებენ წელებივით.
სული კი არ კვდება --- ადამიანი კვდება სულისათვის...
აქ დრო ჰქონდა სულის შეცნობისათვის --- მარადისობაში დრო აღარაა.
ასე ჰკარგავს სულს უკუდავსა ადამიანი --- გაუცხოვებულს, უცნობს და უსახელოს.... თავისსავე ნებით.
ამიტომაა ჭეშმარიტი: ,,შეიცან თავი შენი და სცან ჭეშმარიტი! --- რამეთუ ჭეშმარიტებამ განგანთავისუფლოს თქუენ.''
ვისგან?
,, ბოროტი მამინაცვლის სიკვდილის მონობისაგან!''
=================================================================================================
სადაა ვაჟა მთავრიშვილი.... მოუკითხველი მართალი ერისკაცი?