http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...95%E1%83%90/19/ საქართველოს ბანკის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები საკუთარი უფლებების დაცვას და სამსახურის შენარჩუნებას ითხოვენ. ამ მიზნით მათ საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბანკში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რასაც მათი სამუშაო ადგილები ეწირება. მათივე ინფორმაციით ანალოგიური აქცია სხვა რამდენიმე ქალაქშიც მიმდინარეობს. ბანკში რეორგანიზაციის შესახებ განმარტება გაკეთდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ბანკი მუშაობის საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის და საინკასაციო სამსახურის საქმიანობას დაცვის სამსახური შეითავსებს.
* * *
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...amarthaven.html "საქართველოს ბანკის" გაფიცული თანამშრომლები აქციებს ყოველდღე გამართავენ
11:58 26-04-2013
"საქართველოს ბანკის" საინკასაციო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები ბანკის სათავო ოფისთან აქციებს ყოველდღე გამართავენ.
ინკასატორებმა "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისთან დღეს მორიგი აქცია გამართეს და საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
მათი თქმით, აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელმძღვანელობა არ შეიმჩნევს თანამშრომლებს და არ მიაქცევს მათ ყურადღებას. ასევე, არ დაინტერესდება ელემენტარულად რა აწუხებთ მათ და რა მოთხოვნები აქვთ.
როგორც გაფიცულების ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, ინკასატორების უფლებები დაირღვა, რადგან მათ ყურადღებას არავინ აქცევს. არავის აინტერესებს, რას აკეთებენ ისინი და რა შრომითი პირობები ექმნებათ.
ამასთან, ადვოკატი გამოეხმაურა ბანკის გუშინდელ განცხადებას. მისი თქმით, გუშინ ბანკმა განაცხადა, რომ თითქოს ინკასატორები გაიფიცნენ იმის გამო, რომ ბანკი საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა და სწორედ ამით არის გამოწვეული ინკასატორების პროტესტი.
"ჩვენი პროტესტი არანაირად არ არის კავშირში საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლასთან. ბანკს შეეძლო საერთაშორისო სტანდარტებზე ისე გადასულიყო, რომ არ შეელახა ინკასატორების უფლებები. არა მგონია რომელიმე უცხოური განვითარებული ბანკი ასე უმადურად ექცეოდეს საკუთარ თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივად მზად იყვნენ ნებისმიერ მომენტში სამსახურეობრივი მოვალეობა შეესრულებინათ", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გაფიცულ ინკასატორებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ "საქართველოს ბანკის" პლაკატები შეცვლილი სლოგანებით: "იგრძენი უსამართლობა", "ერთად უსამართლობის წინააღმდეგ", "იგრძენი დაკარგული მომავალი".