#36259928 · 2 May 2013, 10:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ეეეჰ ცუდადაა ჩვენი საქმე მემგონი.... |
ყველაფერი კარგად არის.საშიში არაფერია.
--------------------------------------------------
და რატომ ჰგონია ვინმეს,რომ ჯიჰადისტ-ვაჰაბიტების მომზადება მიშას&კო-ს მიერ არ შედიოდა კრემლის ინტერესებში?! კრემლი უშვალოდ ღებულობდა დოსიეს საქართველოს შშს-ს მხრიდან ვაჰაბიტებზე: გვარები,შეიარაღება,გადაადგილება.(ვანოს ენაცვალოს მათი თავი) ასე რომ,პანკისელი ბიჭების ნეიტრალიზაცია ჩემი აზრით პირდაპირ ლუბიანკადან მოდიოდა.(გეგმების ცვლილება,მათზე კონტროლის დაკარგვა და სხვა)
ჩრდილო კავკასიის რადიკალიზაცია და ვაჰაბიზაცია ზუსტად რუსეთის ინტერესებში შედის და მისი მართვა ხშირ შემთხვევაში ხორციელდება მარცხენა ხელით.100 რუსი სამხედროს ამოხდება სული კავკასიის ქედზე,თუ 100000, კრემლისთვის დიდ სხვაობას არ წარმოადგენს.სამაგიეროდ მიიღეს ლეგალიზირებული პროცესი.
ეს მედალის ერთი მხარეა.მეორე ის არის,რომ გრძელვადიან პროცესში რუსეთი იქმნის იგივე პრობლემას,რაც მოხდა ლიბიაში და ხდება სირიაში.ირანის შემდეგ შტატების და საუდების მიერ დაფინანსებული ჯიხადისტები საერთო ძალებით დაიძრებიან და შეუერთდებიან კავკასიაში მოქმედ დაჯგუფებებს,რაც რუსეთისთვის რამდენიმე წელიწადში დამანგრეველი იქნება.
რატო უწყობს რუსეთის ხელისუფლება ამ პროცესებს ხელს ნათელია:
"ედინაია როსია"-"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
--------------------
dum spiro spero!
|