ფაშიზმი, ნაციზმი და ა.შ. არის შეხედულება, აზროვენის წყობა, მსოფლმხედველობა და აღქმა.
შესაძლოა მე სურვილიც მქონდეს ფაშისტური ქმედებებისა, მაგრამ რაღაც ფაქტორთა გამო, არ ვქმედებდე.
აი, რომ ვიმოქმედებ, უკვე იქნება სახელმწიფოს და სამართალდამცველების ინტერესის სფერო.
ასევე არის მსოფლაღქმა და აზროვნების ტიპი "ქურდობა", რაც განირჩევა რაღაცის მოპარვისგან (თუმცა ქურდი მოუპარავად და ციხესი ჩაიჯდომლად ვერ გახდები, მათივე კანონებით, ესეც მართალია, მაგრამ კომკრეტული მომენტისთვის შეიძლება დიდი ხნის წინ გქონდეს თავი დანებებული რამის მოპარვისთვის).
რადგან ქართულმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ განესხვავებინათ, განასხვავეს კიდეც "ქურდი" და "მპარავი" თუ "მომპარავი".
მასე რომ მივყვეთ, ვისაც რა არ მოეწონება, ყველაფერი შეუძლია აკრძალოს.
მაგალითად, ანარქიზმი არის აშკარად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია და რა ვქნათ ახლა, ვისაც ანარქისტული აზროვნება აქვს, დავიჭიროთ, თუ თავისთვის ზის სახლში და მეორე მისნაერს ელაპარაკება?
Dedi Coნებისმიერ შემთხვევაში, მენტალიტეტი არის მენტალიტეტი.
მასე რომ მივუდგეთ, ხევისბერებიც და მახვშებიც უნდა დავიჭიროთ, რადგან ვინმეს შეუძლია მათი ჩარევები "საქმის გარჩევად" აღიქვას და მონათლოს
This post has been edited by Shurige on 29 Apr 2013, 12:46