#36234356 · 30 Apr 2013, 13:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iunkeri
| QUOTE | | ალბათ მაგრად გიხარია ხო? |
ახლა, რომ გითხრა ცდები თქო ხომ არ დაიჯერებ? არადა ნამდვილად ასეა!
ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ არ მომწონს ის რაც ხდება, ამაზე აქამდეც არაერთხელ მითქვამს ფორუმის ფარგლებში.
აქ კი ხალხი ღლიცინებდა!
ახლაც ბევრს ურჩენია დაიბრმავოს თავი და არაფერი დაინახოს. ასეთი პოზიცია სადამდე მიგვიყვანს, ამას ყველა ერთად ვნახავთ!
მერე კომენტარს, რომ დავწერ კიდევ თქვენნაირები დამიწერენ, რომ გიხარია და იმიტომ წერო!
| QUOTE | | ძალიან დიდი შვება იყო ნამდვილად ხალხის თანადგომა რო იგრძნო. არ ყოფილხარ იქ და კმაყოფილი ნუ მსჯელობ შორიდან |
იმათ შეიძლება იმ მომენტში ადამიანების გვერდში დგომა მოეწონათ, მაგრამ შვებას ისინი ვერ იგრძნობენ და ვერ იტყვიან ყოჩაღ ქართველებოო! კიდევ ჩამოვალთ, გაგვძარცვეთ და შვებას ვიგრძნობთო!
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ კრიმინალის ზრდა სახეზეა და ამას ვერაფერს უპირისპირებს, ან არაფერს უპირისპირებს ხელისუფლება!
ისე ჯობია თქვენი გაღიზიანება ჩემსკენ კი არა, იმათკენ მიმართოთ ვისაც ევალება წესრიგის დაცვა ქვეყანაში. მოთხოვეთ მათ შექმნან შესაბამისი გარემო. ნამდვილად არ დახვედრიათ მათ ასეთი კრიმინალური ვითარება ქვეყანაში და არ უნდა ყოფილყო რთული წესით კრიმინალის დაბალი დონის შენარჩუნება!
This post has been edited by maxo111 on 30 Apr 2013, 13:55
|