საინტერესო ანალიზია.
ის 4 წელი საბედისწერო იყო ქვეყნისთვის.
ის ხალხი, ძირითადად, ვინც ქვეყანა დააქცია, კუპონის მანიპულაციებით და მისი შემდგომი ჰიპერინფლიაციის გამოწვევით, თუნდაც, საქართველოს სანაოსნოს ჯართის ფასად გაყიდვით და ასე შემდეგ და შემდეგ...
ჩვენს გვერდით არიან
და
შესანიშნავად ცხოვრობენ,
ხელთ აქვთ რა, ქარხნები, მიწები, უძრავი ქონებები, და შესაბამისად ბიზნესები...
გამოდიან ტელევიზიით, როგორც დიდი ბიზნესმენები, "ქართული ელიტა", "ესტაბლიშმენტი" და ჭკუას გვარიგებენ როგორ ვიცხოვროთ,
მათი განმკითხავი კი არსად ჩანს...
გავა წლები, არც ისე ბევრი, და ისინი აღარ იქნებიან, მათ შვილებს კი აღარავინ მოსთხოვს აღარაფერზე პასუხს, ხოლო ქვეყნის დამაქცევრებს, დიდი ყანწებით და მაღალფარდოვანი ეპითეტებით მოიხსენიებენ მადლიერი შთამომავლობა...
ხალხმა, ხალხმა კი უყუროს სერიალებს და იოცნებოს კონკიის ბედიღბალზე
და ითამაშოს ლატარია, ეგება ოდესმე ჯეკ-პოტი მოხსნას, მეყველე ზამირა თორდინავასავით, (მას არაფერს ვერჩი, უბრალოდ ფაქტის კონსტატირებისთვის), დელისის ყოფილი ტურტლიანი ყველის მაღაზიის გამყიდველიდან, - 4.5 მილიონ ლარის მფლობელამდე...
ეს საქართველოს სინამდვილეა...