#36248437 · 1 May 2013, 13:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (rezuzi @ 1 May 2013, 13:48 ) | nioradze
| QUOTE | კი ვუჭერ. მაგრამ მანამდე, სანამ უკეთესი არ გამოჩნდება.
ძალაუფლებამ ვშიშობ ახალგაზრდა კაცზე ცუდი გავლენა არ მოახდინოს.
თან პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზის აწევას ვემხრობი, ასე 45-50 წლამდე.
მიშა 35 წლის იყო პრეზიდენტი რომ გახდა, სისულელეა მარტო ასაკს დააბრალო ყველაფერი, მაგრამ ასაკობრივი გამოცდილება არც ისე უმნიშვნელოა.
მე ამომრჩეველი ვარ და სულაც არ მეჩქარება კალაძის ან ალასანიას გაპრეზიდენტება, აგერ არიან მთავრობაში, ივარგებენ და ქვეყანაც მოიგებს ამითი. მაგრამ დროს არის საჭირო მათი ვარგისობა რომ გამოაჩინოს. მარტო სიმპატიურობა რა ხეირი. |
ხო მაგრამ მიშას პატრონი არ ყავდა და ყველა მაგისნაირი ახალგაზრდა იყო პოსტზე. ეხლა სხვა სიტუაცია. ბიძო ადევნებს თვალყურს და არამგონია ზღვარს გადაცდეს
|
პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვინმეს პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რჩევები კი ბატონო მაგრამ სხვის დაკრულზე პრეზიდენტობა რა პონტია. პრეზიდენტს სახელისუფლებო კონტროლი უნდა და არა ბიძოს მზრუნველი თვალი,
პარლამენტიც და მთავრობაც ბიძოსია და სულაც არ მინდა პრეზიდენტი მმართველი პარტიის ინტერესების დამცველი იყოს.
ამიტომ ვემხრობი ზურაბიშვილს, დამოუკიდებელი ფიგურაა, გამოცდილია, და საკუთარი აზრი გააჩნია, არც მმართველი პარტიასთან ოპონირების მოერიდება თუ საჭირო გახდა.
არ მინდა პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი ერთი პოლიტიკური ძალის არსენალი იყოს.
--------------------
ცუდია დაღრეჯილობა
|