მე ვერცერთს ვერ მივეცი ხმა

რაც შეეხება მიზეზებს, უმტავრესი მაინც მგონია, რომ არანაირი გეგმა, ხედვაც კი არ გააჩნია მთავრობას ამ კუთხით!
რიტორიკა, რომელითაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, არ აძლევთ საშუალებას რეალური ნაბიჯები გადადგან ეკონომიკის წახალისების კუთხით!
მაგ. სოფლის მეურნეობაზე აქცენტის გაკეთება! ბანკების ვალის დაფარვის შესახებ მოსახლეობაში არსებული ინფორმაცია, წინა მთავრობის მიერ შეჭმულ მილიარდებზე საუბარი და ა.შ.
გადასახადების შემცირებაზე უარის თქმა, შრომის კოდექსი და ახალი რეგულაციები!
არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის სტიმულირება ! კი ძახის ივანიშვილი ჩვენი ბიუჯეტი გაცილებით უკეთესია ვიდრე ნაცებისო, მაგრამ რელობაში ეს სხვაგვარად გამოვიდა!
განცხადებები და შემდგომ კონკრეტული ქმედებები რაღაცეების ნგრევისკენ, რაც წინა მთავრობამ ააშენა!
ზოგადად განწყობა ქვეყანაში - ის ძალიან განსხვავდება ნაცების მმართველობის საწყისი ეტაპისგან. მოლოდინი, რომ რაღაცა უკეთესი იქნება, ამ ქვეყანაში არ არის.
არაკომპეტენტური კადრები, რომელიც მრავლად შეყარეს საჯარო სტრუქტურებში და რომელთა მტავარი მიზანი ფულის შოვნაა. ფულის შოვნის გზა კი ყოველთვიური პრემიები და გაზრდილი ხელფასებია საშუალო და მაღალი დონის ჩინოვნიკებისათვის!
ქვეყნის იმიჯის მიზანმიმართული დაკნინება (განცხადებები, რომ სულაც არაა ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა, როგორც ეს რეიტინგებში მითითებული, სხვა არაფერია).
პოლიტიკური ბრძოლა ორ საპარლამენტო ძალას შორის. ერთი იბრძვის გადარჩენისთვის და მეორე ცდილობს მის განადგურებას. შედეგად გვაქვს არასტაბილური პოლიტიკური ვითარება.
გაუგებარი განცხადებები კაზინოებთან დაკავშირებით და ტურისტებზე ქვოტების დაწესებასთან დაკავშირებით აგრეთვე ერთერთი მიზეზთაგანია.
შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კაპიტალის გადინებასაც.
მოკლედ კიდევ შეიძლება მიზეზებზე დაუსრულებლად საუბარი.
საუბარი უნდა იყოს იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ და რატომ არ აკეთებს ის ამას?