ზემოთ რაც წერია "მხოლოდ საქართველოში", ეგ მოძველებული ნაწერია.

თანაც მანდ ბევრი ისეთი რამეა, რაც მხოლოდ საქართველოში კი არა, ნახევარზე მეტ დედამიწაზე ხდება.

მე ეხლა სხვა რამეებს ჩამოვწერდი:
კაცებზე:
მხოლოდ საქართველოში უნდათ კაცებს საყვარლებად სექს მასტერები და ცოლად ქალიშვილები.
მხოლოდ საქართველოში აკრიტიკებენ გოგონებს, რატომ არ იძლევიანო და თუ მისცეს, ესე იგი ბოზები არიან და რაკი სხვას მისცა, მეც უნდა მომცეს, თუ არ მისცემს და დამპალი და მიწაში ჩასადებია.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ეგონოთ, რომ ჭეშმარიტი ქართველი ვაჟკაცი ტანს არ უნდა იბანდეს და ოფლის სუნად ყარდეს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ქალმა ლოგინში თუ იაქტიურა, იმას ბოზს ეძახდნენ, თუ არ იაქტიურა ფიცარს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ქმარმა "დღისით, მზისით" პრეზერვატივის ყიდვისათვის ცოლი სცემოს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოგწერონ პმ და თავის მოჭრით დაგემუქრონ იმიტომ, რომ "მის ახლობელ" გოგოს კომპლიმენტი დაუწერე.
მხოლოდ საქართველოში უნდათ, რომ გოგონები არ იყვნენ ქალიშვილები გათხოვებამდე და იძლეოდნენ, ასევე ბევრი მეძავი იყოს ქვეყანაში, მაგრამ ეს გოგონები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ მათი დები, ბიძაშვილები, შეყვარებულები, ახლობლები, შვილები, მომავალი ცოლები და ასე შემდეგ.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება კაცი ლანძღავდეს ქალებს იმის გამო, რომ რომ დაველაპარაკები, სტროგად იჭერენ თავსო და უკრაინელი ქალები სულ იღიმიანო და თავის ქალიშვილს უნივერსიტეტთან უსატკავებდეს, ემანდ ვინმე ბიჭს არ დაელაპარაკოს "სხვანაირადო".
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გაუტყდეს კაცს ლამაზი, მოწესრიგებული, დამოუკიდებელი და წარსულის მქონე ქალის დანახვა და ლანძღვა და ჭორვა დაუწყოს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება იგონებდნენ ათას ლეგენდებს, თუ რამდენი ქალი ჰყავთ მოხნული (სხვადასხვა ქვეყნებში) და ეს ლეგენდები ერთი პროცენტითაც არ იყოს ახლოს სინამდვილესთან.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ეგონოთ, რომ ექსკურსიებზე და ლაშქრობებზე სიარული მხოლოდ ქალის საქმეა და კაცი მარტო რესტორანში უნდა სკდებოდეს.
ქალებზე:
მხოლოდ საქართველოში შეიძლება იამაყოს ქალმა იმით, რომ ქმარი რომ ჩამოსდის უცხოეთიდან, ის ოთახში ფეხის წვერებზე დადის.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ცოლს ღალატი არ ეგონოს ის, რომ ქმარი ბოზებში დადის და თავს იმშვიდებდეს, მე მისთვის ერთადერთი ვარო.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება დედა 35 წლის შვილს "ჩემი ბავშვით" მოიხსენიებდეს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ცოლი იმას ეგუებოდეს, რომ ქმარი ურტყავს და თუ ვინმე გამოექომაგება, სწყინდეს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება დედას და ბებიას ეწყინოს ის, რომ მათი ზრდასრული ვაჟიშვილი ცალკე ცხოვრებას აპირებს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ეგონოთ (ორივე სქესს), რომ მოხუცებს პატივს მხოლოდ აქ სცემენ და "პიდარასტი" ამერიკელები მშობლებს მოხუცთა თავშესაფარში აბარებენ.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გოგოები ბიჭებთან გასაპრანჭად ეკლესიაში მოკლე კაბებით და თავსაფრით მიდიოდნენ.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გოგოებს ახალგაზრდა მამაოზე ტრუსები უსველდებოდეთ და მის სანახავად ეკლესიაში ჯოგად დადიოდნენ

მხოლოდ საქართველოში შეიძლება ქალის უპირველეს მოვალეობად საცივის კეთება, ფენოვანების ცხობა და რეცხვა იყოს გამოცხადებული.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება, რომ შვილების მოვლა თუ მშობელთა კრებაზე სიარული ქალის საქმეა და კაცი მარტო ოჯახში შემომტანი უნდა იყოს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ეგონოთ გოგოებს "დედიკოს ბიჭი", თუ თავს უვლი, სახის კრემებს ხმარობ, ვარჯიშობ და სხვა კაცებივით აქოთებული არ დადიხარ.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება, "შატილის ასულოს" ყროყინით და აჭარულის ტყლარჭვით ქალი იკერებოდეს.
და მაინც, ეს ყველაფერი პირობითია. მხოლოდ საქართველოში შეიძლება ეგონოთ, რომ რაღაცა მხოლოდ საქართველოში ხდება და აქ არის სამყაროს დასასრული.
როგორც იმის მტკიცებაა აბსურდი, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, ისე მტკიცებაა სისულელე, რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება.
ხოდა კიდე რა. ეს ანდაზა - შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს და კიდევ, თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო, ესენიც ქართველების მოგონილია და ძალიან შეგვეფერება
მხოლოდ საქართველოში შეიძლება არ აფასებდნენ საკუთარ ბრილიანტს და უცხოური ნეხვი უფრო მოსწონდეთ. This post has been edited by 3dd on 5 May 2013, 00:08