ალიას" ჟურნალისტი მარი გულორდავა: "მეც და ფარესიშვილიც ლევან ჩიტაძის მსხვერპლი ვართ"
15:11 08.05.2013
"ალიას" ჟურნალისტი მარი გულორდავა აცხადებს, რომ უფლებადამცველმა ლევან ჩიტაძემ, რომელთანაც მეგობრობდა, ის აგენტად გამოიყვანა.
ჟურნალისტის ინტერვიუს მიხედვით, ისიც და გიორგი ფარესიშვილიც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ.
მარი გულორდავა "ალიასთან" ვრცელ ინტერვიუში დეტალურად ჰყვება, რა ინფორმაცია მიაწოდა ჩიტაძემ და აცხადებს, რომ მანვე სთხოვა, ეს ინფორმაცია ფარესიშვილს გაეხმიანებინა.
როგორც ჟურნალისტი " ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, ის ამ სკანდალში უნებურად გაეხვა.
"უნებურად გავეხვიე ამ სკანდალში, ვენდე ადამიანს, რომელთანაც მაკავშირებს წლების ნაცნობობა. ვგულისხმობ ლევან ჩიტაძეს. ერთი კვირის წინ მე და ჩემი მეგობარი თამარ ბოჭორიშვილი, "ყველა სიახლის" ჟურნალისტი, ლევანთან ოფისში ავედით მარჯანიშვილზე.
ლევანთან რესპოდენტურ-ჟურნალისტური ურთიერთობა არ მქონია, წლების განმავლობაში ვმეგობრობდით. როცა ორშაბათს, "ქრონიკაში" დაიბეჭდა ფარესიშვილის ინტერვიუ ხუხაშვილის კვერცხის ბიზნეს გადაწყვეტილებებზე, სამშაბათს ლევანმა დაურეკა თამარ ბოჭორიშვილს და მაშინ გვითხრა, ამოდით ჩემთანო.
რაც "ალიაში" დავიწყე მუშაობა, მას რამდენჯერმე ვუთხარი, თუ რაიმე მასალა გაქვს, მომეცი-მეთქი და ვიფიქრე, რომ ამიტომ დამიბარა. მან ცალკე გამიყვანა და პირადად მითხრა, მოგელაძე ხომ იციო?! ვკითხე, ვინ მოგელაძე-თქო?ნუ, სახელი არ მახსოვს, ბეჟუაშვილის მოადგილე რომ იყო, ისო. მივხვდი, ნათია მოგელაძეზე რომ იყო საუბარი. მოგელაძის ქმარი რომ პროკურორია, ხომ იციო- გააგრძელა ლევანმა- ახლა რასაც გეტყვი ჩვენს შორის უნდა დარჩეს, არ უნდა გავრცელდეს, რომ ამ ინფორმაციის უკან მე ვდგავარო. შევპირდი, რომ არასად არ ვიტყოდი.
ჩიტაძემ ასეთი რამ მითხრა: მოგელაძეს რომ იჭერდნენ, მივიდა მასთან ხუხაშვილი და დადო გარიგება, თუ მოგელაძე დაიწყებდა სხვა ჩინოვნიკებზე ინფორმაციების მიცემას, მას გადააფარებდნენ ხელს და არ დაიჭერდნენ. ვინმე იპოვე, ვინც ამას გაახმოვანებს, მაგალითად გიორგი ფარესიშვილი და მაგარი სკანდალური მასალა გამოგივაო"-აცხადებს მარიამი.
გულორდავა აცხადებს, რომ ჩიტაძემ შესთავაზა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გიორგი ფარესიშვილს გაეხმოვენებინა, რადგან ის ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებდა განცხადებებს ხუხაშვილის წინააღმდეგ.
"ჩიტაძემ მითხრა, რომ ფარესიშვილი ბოლო პერიოდში ხუხაშვილზე განცხადებებს ხშირად აკეთებდა და ამის თქმაც არ გაუჭირდებაო. მან მითხრა, რომ მე ჯერ ფარესაშვილსითვის უნდა მიმეცა ინფორმაცია და მერე უნდა ჩამეწერა გიორგი ჩემივე მიწოდებული მასალით. გასაგებია, რომ გავირთულე მდგომარეობა, მაგრამ ეს მოხდა მეგობრული ურთიერთობების გამო ლევანთან და მეტი არაფრისთვის. ამის იქით თუ რაიმე პოლიტიკური ანგარიშსწორება იდგა, ნამდვილად არ მიფიქრია. ლევანმა ეს ინფომაცია მომაწოდა სიტყვიერად და მას ესწრებოდა თამრიკო ბოჭორიშვილიც და მანაც გაიგო ყველაფერი.
ლევანმა მითხრა, გაზეთი რომ გამოვა, ექსკლუზივი იქნება შენი, მაგრამ ფარესიშვილს უნდა უთხრა, რომ დაგეგმოს პრესკონფერენცია და უფრო მატად გაასაჯაროოს ყველაფერიო.
ვიცოდი, რომ ლევანსა და ფარესაშვილს ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ფარესიშვილს კარგად ვიცნობდი და "ფეისბუქზე" მივწერე, რაღაც ინფორაცია მაქვს და თუ გაახმოვანებ-მეთქი? მკითხა, რაზეო და თუ სურვილი გექნება შევხვდეთ-თქო. გადამეკიდა, ერთი სიტვით მაინც ვუთხარი, ხუხაშვილზე თქო.
მეორე დღეს მოვიდა "ალიაში" და მოვუყევი მოგელაძის ამბავი, თუმცა არ მითქვამს, რომ ეს ჩიტაძემ მითხრა. ახლა გაიგებს ვინ იყო პირველწყარო. ფარესიშვილმა მკითხა, მეტი ინფორმაცია ხუხაშვილზე არ გაქვსო?! დავპირდი, რომ შევხდებოდი იმას, ვისგანაც მქონდა ეს ინფორმაცია და დამატებით მასალებს მოვუტანდი. ფარესიშვილმა პირველწყაროსთან შეხვერდაც მთხოვა, მაგრამ ვუთხარი, რომ საქართველოდან გაფრინდა. მერე პარასკევს დავუთქვი შეხვედრა, 8 საათზე ბუკიას ბაღში."- აღნიშნა გულორდავამ.
"ფარესიშვილს შეხვედრა იმიტომ დავუნიშნე, რომ მეგონა, მანამადე ლევანს შევხვდებოდი და როგორც შემპირდა, სხვა ინფორმაციებსაც მომაწვდიდა, მაგრამ ჩემს ზარებს იმ დღეს აღარ უპასუხა, ამიტომ გიორგისთან ხელცარიელი მივედი. მივედი იმიტომ, რომ მეთქვა, ახალი მასალები არ მქონდა".
როგორც გულორდავა აცხადებს, ფარესიშვილს მან მიაწოდა ინფორმაცია მისი პირადი ცხოვრების შესახებ სკანდალური ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ ინფორმაცია და მანვე აყურებინა ის კადრები ინტერნეტ-კაფეში.
"გიორგის არ ვატყუებდი, ლევანი შემპირდა, მაგრამ მერე ტელეფონს აღარ იღებდა. ბოჭორიშვილი გამომყვა ფარესიშვილთან შეხვედრაზე. საღამო იყო, მანამდე რედაქციაში შემოვირბინე, " ფეისბუქზე" ვნახე ფარესიშვილის ფარული ჩანაწერი და მის პირად ცხოვრებაზე. დავინახე, თუ არა, ვუთხარი, როგორ არ გრცხვენია, ეს რეები დადეს, ეს რა გააკეთე- მეთქი? არ იცოდა ფარული კადრების შესახებ, რომ გაავრცელეს და მე ვუთხარი . საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. ფარესიშვილი წავიყვანე და იქვე ინტერნეტ- კაფეში და ვაჩვენე მისი პირადი ცხოვრების სკანდალური ჩანაწერები. იქიდან წასულმა გააკეთა პრესკონფერენცია და ინტერვიუები. იმ თემაზე ისაუბრა, რაც მე მივაწოდე.
თანავუგრძნობდი გიორგის და ამიტომ წავიყვანე ის ინტერნეტ- კაფეში. ფარესიშვილმა მერე "ქრონიკა+"- ში თქვა, რომ მე მივაწოდე ეს ინფორმაცია. მის ინტერვიუში იყო ბევრი ისეთი რამ, რაც სინამდვილე არ არის. ფარესიშვილისგან განსხვავებით, მე არ მაქვს " ფეისბუქში" ჩვენი მიმოწერა, თუმცა ვადასტურებ, რომ ეს მიმოწერა ნამდვილად იყო და არ ვთვლი, რომ საშინელება მოხდა. მე ჩავთვალე, რომ ფარესიშვილს ჩემი გაზეთით გავახმოვანებინებდი ამ ინფორამციას და ამას თუ ასეთი სკანდალი მოჰყვებოდა, არ მიფიქრია. ფარესიშვილის გახმოვანებას უფრო დიდი სკანდალი მოჰყვებოდა, ვიდრე იმას რომ მე დამეწერა"- აღნიშნა მარიამ გულორდავამ.
როგორც ჟურნალისტი " ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, ჩიტაძეს ეს რაღაცაში სჭირდებოდა და ამისათვის ის გამოიყენა:
"დღეს აგენტი გამომიყვანა. ვფიქრობდი, რომ სასამართლოზე დამესახელებინა წყარო. მაგრამ როცა ვხედავ, რა ხდება, როგორი დარტყმა მიაყენეს "ალიას" გადავწყვიტე, მეთქვა სინამდვილე და არაფერი არ დამემალა. ფაქტობრივად, მეც და ფარესიშვილიც ჩიტაძის მსხვერპლი ვართ, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანი არის უფლებადამცველი"- აცხადებს გულორდავა.
"ალიას" ჟურნალისტის მიერ პირველწყაროდ დასახელებული ლევან ჩიტაძე მარიამ გულორდავასთან მეგობრობას გამორიცხავს.
როგორც ჩიტაძე "ალიასთან" საუბარში აცხადებს მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს ფარესიშვილთან და როდესაც ის საქართველოდან წავიდა მასზე ცუდი აზრები ესმოდა და მას ცუდ ადამიანდა თვლიდა.
რაც შეეხება მარიამ გულორდავასთან მეგობრობას, ჩიტაძე აცხადებს, რომ მარიამს მხოლოდ " ფეისბუქით" იცნობს:
" გულორდავას ვიცნობ. " ფეისბუქზე" ვართ მეგობრები, მაგრამ ახლა ისეთ რამეს იძახის, ეს მეგობრობასთან საკმაოდ შორს არის. შეიძლება გულორდავა რამით დააშინეს ან რამე ინტერესი გაუჩინეს, არ ვიცი, ან მეორე ადამიანი ვინ არის, მაგრამ, ალბათ, ჩატარდება გამოძიება და ის გაარკვევს, ვინ და რა არის ამ ამბების უკან.
როგორც ჩიტაძე აცხადებს, ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა გადაღებული:
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ააგორა ეს კამპანია და მე არაფერ შუაში არ ვარ. როცა ფარესიშვილის პირადი ცხოვრების კადრები გამოქვეყნდა, დიდი ეჭვი მაქვს, ან პირადად იყო საქმის კურსში, ან "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ეს კადრები"- აცხადებს ჩიტაძე.
უფლებადამცველი აცახდებს, რომ მას დაუკავშირდა მარიამ გულორდავა და შეხვედრა სთხოვა.
" დამიკავშირდა გულორდავა და მითხრა, რომ პრობლემა ჰქონდა და და უნდოდა შეხვედრა, მე ვალდებული ვარ შევხვდე ადამიანს და მოვუსმინო, ჟურნალისტი იქნება ის, თუ როლანდ ახალაია. ამის შემდეგ გულორდავას აღარ დაურეკავს. ვერ დავიჯერებ, რომ მან ყველაფერი მოიგონა, სხვა ადამიანებთან ერთად რაღაც სპექტაკლი დადგა. აბა, სხვანაირად რატომ უნდა დაესიზმროს ადამიანს, ასეთი რამ დაებრალებინა ჩემთვის? გამოძიება დაადგენს სიმართლეს"- აცხადებს ჩიტაძე.
მდაააა