აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა თავი დამნაშავედ ცნო და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებსდონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა ბრალდების რვიდან ორ პუნქტში თავი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ის დანაშაულს აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ასევე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში მოწმეებზე ზეწოლით.
მანაფორტმა დაადასტურა მზადყოფნა, ამერიკელ პროკურორებთან ითანამშრომლოს ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებულ საქმეში.
მანაფორტის საქმეს სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს.
მანაფორტის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 17 სექტემბერს გაიმართება, რომელიც მის მიერ ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდება.
IPN
ნეტავი რაზე ილაპარაკეს
This post has been edited by Lаki on 15 Sep 2018, 09:30
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3