
ანაკლიაში, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე 3.000-ზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა
===============
- უთხრა "ნიუპოსტს" "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ანაკლიაში ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და სხვა ბრალდებულების მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ.
"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ანაკლიის ამფითეატრი, რომელიც 2.500 ადამიანზეა გათვლილი, პირთამდე იყო სავსე, ხოლო ისინი, ვინც დასაჯდომი ადგილი ვერ იპოვა, ფეხზე იდგნენ. რამდენიმე ასეული ადამიანი ამფითეატრში ვერ შევიდა და გარეთ დარჩა.
ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო აქციის ფორმატი შეიცვალა და წინასწარ დაანონსებული და დაგეგმილი კონცერტი პროგრამიდან ამოვარდა. აქციის მონაწილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპული ქართველი სამხედრო პირების ხსოვნას.
აქციამ ძალოვანი სტრუქტურების მობილიზების ფონზე ჩაიარა: ანაკლიაში პოლიციელთა საკმაოდ დიდი კონტინგენტი იყო კონცენტრირებული.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დედაქალაქიდან და სხვადასხვა რაიონიდან ჩავიდნენ, ანაკლიაში იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, სხვა სამხედრო პირების ოჯახის წევრები, ასევე, პარლამენტის დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან".
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და სხვა ბრალდებულების მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში ამფითეატრში გამოიფინა ფოტოები, სადაც ასახული იყო ის რეფორმები და მიღწევები ქართულ სამხედრო წარმოებაში, რაც ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს განხორციელდა. ნაჩვენები იყო ასევე დოკუმენტური ფილმი, სადაც თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მიერ გატარებული რეფორმები იყო აღბეჭდილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული საბრძოლო მანქანების "ლაზიკასა" და "დიდგორის" ფოტოების ჩვენებას.
ბაჩო ახალაიას ოჯახის სახელით შეკრებილებს მიმართა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბაჩო და დათა ახალაიების მამამ, როლანდ ახალაიამ. მან სიტყვა ისე წარმოთქვა, რომ ორივე შვილიშვილი ხელში ჰყავდა აყვანილი. მასთან ერთად სცენაზე დეპუტატის მეუღლე და რძალი იდგნენ. როლანდ ახალაიამ მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.
შეკრების მონაწილეებს მიმართეს დეპუტატებმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა, ასევე გენერალმა გიგი კალანდაძემ და მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ.
შეკრებილებმა გამომსვლელებს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს აპლოდისმენტებითა და შეძახილებით: "ბაჩო!"; "საქართველო!".
შეკრება დაახლოებით ორ საათს გაგრძლედა, რის შემდეგაც მონაწილეები დაიშალნენ. ანაკლიაში ადგილობრივ ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა.
This post has been edited by FRIDRIX on 20 May 2013, 01:21