ძაან მძიმე მოსასმენი იყო ))))))))))))))))))))) აი შუამდგომლობაც ასეთი უნდა :
გიგი უგულავა შსს-ზე ნაწყენია15-05-2013
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს მერიის უსაფრთხოების სამსახურის იმ თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, დიდუბის რაიონის გამგეობის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის თავიდან აცილება შეძლო.
თბილისის მერმა უსაფრთხოების თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის ეფექტურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მან აქვე აღნიშნა, რომ ზოგადად და განსაკუთრებით თბილისში გახშირებული კრიმინალური შემთხვევები სერიოზულ პრობლემად იქცა.
"ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, როდესაც ამნისტიაზე ვსაუბრობდით. ჩვენ მომხრე ვიყავით, სახელმწიფოს პატიმართა საქმეები ინდივიდუალური შეწყალების რეჟიმში განეხილა და ყველაფერი ერთ ქვაბში არ ჩაყრილიყო. ამის შედეგებს სამწუხაროდ საზოგადოება განიცდის. ეს კერძო შემთხვევაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამნისტიის საფუძველზე გამოშვებული პატიმარმა ჩაიდანა", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერმა მადლობა პატრულის თანამშრომლებსაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ოპერატიულად იმუშავეს.
"ამასთან, მინდა წუხილი გამოვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინდელი ინფორმაცია ისე გაავრცელა, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა რატომღაც მოხსენიებული არ ყოფილა. მე მიმაჩნია, რომ კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საერთო ამოცანაა. ბუნებრივია, ამ ამოცანის შესრულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ფლაგმანი უნდ აიყოს, იმიტომ, რომ ეს მათი მოვალეობაა. თუმცა მერია, ყველა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მათ ყოველთვის მხარში ვედექით, რასაც შემდეგაც ვაპირებთ თუ კრიმინალთან რეალური ბრძოლა იქნება", - აღნიშნა უგულავამ.
შეგახსენებთ, ინციდენტი გუშინ გამგეობასთან მოხდა, როდესაც შენობის წინ შეიარაღებული პიროვნება დაფიქსირდა, რომელსაც ხელში საეჭვო ნივთები ეჭირა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, რომლებმაც მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთან ერთად, აღნიშნული პიროვნებისთვის იარაღის ჩამორთმევა და მისი დაკავება შეძლეს. დაკავებამდე შეიარაღებულმა პირმა ორი გასროლა განახორციელა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაკავებული პირი გადაყვანილ იქნა საგამოძიებო უწყებაში და მიმდინარეობს გამოძიება.
დიდუბის გამგებელი
This post has been edited by Marita:) on 15 May 2013, 16:55
მიმაგრებული სურათი