ვინც გაუძლებთ, ეს "შედევრი წაიკითხეთ:
(საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ქ. ნიუ-იორკში ქვინსის ქართველ ებრაელთა სალოცავში 2013 წლის 30 აპრილს)
http://www.iveroni.com.ge/pozicia/33209-sh...html?lang=ka-GEჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარელო ძმებო, დებო, მინდა, დიდი სიყვარულით მოგესალმოთ, ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი დიდი საბაბი აქ შეკრების. ჩვენი ძმა არიკ უდისის ოჯახი, შვილი გაბედნიერდა და, ეს ზეიმიც თითონ ბედნიერების, როცა მათ ერთმანეთი იპოვნეს, მისმა შვილებმა, კიდევ ერთხელ მახსენებს, თუ რას ნიშნავს ქართველი ებრაელობა საქართველოსთვის. მე ბოლო წლებში სულ ვხვდები ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში და მინდა, გითხრათ, რომ ყველაზე მეტი ქართველები, ესენი არიან ქართველი ებრაელები, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ის, რაც შეიძლება დანარჩენთ იმდენად მძაფრად არა აქვთ. თქვენთვის ქართველობა ეს არის თქვენი ცხოვრების, თქვენი მრწამსის, თქვენი რელიგიის, თქვენი იდენტურობის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილი. ამიტომ არის, რომ ჩვენ რო გვყავდეს 5 მილიონი ქართველი ებრაელი, ქართველებს უცხოეთში არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. სამწუხაროდ, ბევრად ნაკლებები ხართ. ეს არის, რო ბევრი ბევრად ნაკლები ქართველები, დანარჩენი ქართველები, ჩამოდიან აქ ხშირად პირველივე თაობაში უკვე 2-3 წლის შემდეგ იძახიან, რო ქართული აღარ გვეხერხება და შვილებს საერთოდ აღარ ასწავლიან.
ქართველი ებრაელები შვილებს ასწავლიან არა მხოლოდ ენას, არამედ ცეკვებს, სიმღერებს, ტრადიციებს, ყველაფერ იმას, რაც არის ჩვენი ქართველობის ნაწილი. თქვენ იცით, რომ მე რა თქმა უნდა, ჩვენ ..... გვყავს ისრაელში.
მე ხშირად ვყოფილვარ იქ. მათ ქალაქებში აშდოდში, სხვა ადგილებში, სადაც ისინი არიან. ვყოფილვარ აშდოდის სინაგოგაში. ჰაიფაში მინახავს ქართველი ებრაელები. ტელ ავივ¬ში, იერუსალიმში, აშქელონში და, აი იქ თავს გრძნობ ყველაზე უფრო საქართველოში, რაც შეიძლება წარმოაჩინო. იმ ოჯახებში რომ შედიხარ, ის არის აი ყველაზე ძირძველი საქართველო, რაც შეგიძლია სადმე ნახო. საქართველოში ასეთი საქართველო თითქმის შეიძლება ვეღარ ნახო. და ეს არის უცნაური ფენომენი. ეს არის ის ფენომენი, რომელიც ეფუძნება იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ ეს 2600 წელი, რაც მართლა ქართველები და ებრაელები, უფრო სწორად ებრაელები გახდნენ ქართველები. ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ მე არანაირად არ ვანსხვავებ, რო ჩამოვიდნენ საქართველოში და გახდნენ ჩვენი განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ლაპარაკი იმაზე, რომ ებრაელები ყოველთვის საქართველოს საზოგადოების ნაწილი იყო, ეს არაფერს არ ნიშნავს, რო ჩვენ ესეთი ერი ვართ, რომ ყოველთვის ებრაელები მივიღეთ. არაფერს არ ნიშნავს. ამითი არაფერი სატრაბახო არ არის. ებრაელები ყოველთვის იყვნენ ქართველების საუკეთესო ნაწილი.
ფეოდალურ ეპოქაში, აი, მაგალითად, როდესაც სამეგრელოს მთავარი ეომებოდა გურიის მთავარს, გურიელს, დადიანები ეომებოდნენ... როდესაც ეომებოდნენ დადიანები გურიელს. ისტორიული ის არის, რომ დადიანმა მოუგი ომი გურიელს და წაართვა სამი ებრაული სოფელი და გადაასახლა სამეგრელოში. რატო? იმიტო, რო ებრაელები იყვენ საუკეთესო ნაწილი მოსახლეობის და მათ ჭირდებოდათ ებრაელები იმიტო, რომ ყველაზე მშრომელები ეგენი იყვენ, ყველაზე ჭკვიანები ეგენი იყვენ, ყველაზე შემოქმედები ეგენი იყვენ. მათ მოქონდათ დოვლათი და კეთილდღეობა იმ თემისთვის, იმ ადგილისათვის, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ომები იყო იმისთვის, რომ ებრაელები აეყვანათ ერთი ადგილიდან, წაეყვანათ მეორე ადგილში, რომ მათ. ეს ხომ რაღაც უცნაური ფენომენია მართლაც. და დღესაც ხოა ეხლა მაგალითად. თქვენ იცით, მაგალითად, სვანეთში, მესტიაში. მესტიაში არის ძალიან დიდი ტოპოლიმიკა ებრაული. ძალიან ბევრი სახელია სოფლის, მდინარის, ძაან ბევრი არი ებრაული. და იქ ელი, ლაილაშის, ლაილაშის ასევე თორა იცით უძველესი და ასე შემდეგ. და ბევრი სხვა მე არ მინდა ჩამოვთვალო, მარა დღესაც ვიცით რო აი ის მთელი რიგი სვანური გვარები, მაგალითად, იძახიან რო ეს არიან სვანი ებრაელები. ყველამ იცის რო აი ეს გვარი არი სვანი ებრაელი. არი მეგრული გვარები რო იციან რო ეს არი მეგრელი ებრაელი. ხო, ამიტომ იმდენად განუყოფელი იყო ეს რაღაცა და უცნაურობა ხო რა არი. სვანეთი იყო აი ის კოშკებს რო ნახავთ, ოქრო, რომელიც იქ არი დაგროვილი, იყო შვეიცარია შუა საუკუნეების ადრეული. ვინ შექმნა ეს? შექმნა ებრაელმა. რო თელი ფულის მიმოქცევა და ყველაფერი იქ იყო სვანეთში და ამათ შექმნეს და გახდენ ადგილობრივი და გაიფურჩქნა საქართველო და გადარჩა ამის მეშვეობით ხომ. ამიტომ ძალიან საინტერესო ისტორიაა. ისეთი ისტორიაა, რომელიც არის საამაყო და სასახელო ჩვენთვის.
მე კარგად მახსოვს, ჩვენ ეხლა არავინ გვეკითხებოდა გაწვევას. გამიწვიეს ჯარში, სტუდენტი რო ვიყავი, 86 წელს, უკრაინაში და ვმსახურობდი სასაზღვრო ჯარში. ამ დროს დაიწყო დაძრა, ძაან ბევრი ებრაელები გარბაჩოვმა გაუშვა ებრაელები. ნუ ესეთი რაღაცა იყო ხოლმე რო რუსი ებრაელები, უკრაინელი ებრაელები საზღვარზე რო მოდიოდენ-მოდიოდენ სულ სიცილ-ხარხარით და ბედნიერები რო, როგორც იქნა, წავიდენ აქედან ხო, საბჭოთა კავშირიდან. ქართველი ებრაელები, რომელიც მოდიოდენ ყოველთვის, იყო უკეთესი ჩაცმულები, უფრო ინტელიგენტები, უფრო კარგები და ყოველთვის ცხარე ცრემლებით, ღვარღვარით ტიროდენ, რო მიდიოდენ საზღვარგარეთ. იმიტო, რომ არც მესმოდა, მაშინ, თუ ესე ტირიხარ, რაღას მიდიხარ? იმიტო, რომ ისინი სუ ასკინკილით, სირბილ-სირბილით გადადიოდენ რო აჰ, ამოვისუნთქეთ. ესენი აი ცრემლები და ღვარღვარი და ხვევნა-კოცნა იქ სადგურზე და ესე იმიტო, რო თან უნდოდათ საბჭოთა კავშირიდან წასვლა, მარა არ უნდოდათ საქართველოდან წასვლა.
რა უცნაური ფენომენია მართლა. უცნაური არ არის მარა, იმ დროისთვის მე ეხლა პატარა ვიყავი და ესეთი საოცარი იყო ამის ყურება. ესეთი ემოციური იყო აი ყველა ესეთი ოჯახის წასვლა იყო. თან მაინც განცდა ქონდათ რო ვეღარ დაბრუნდებოდენ უკან, მაინც საბჭოთა კავშირი იყო, რაღაცა და აი ეს განცდა რომ ყველაფერი უკან რჩება, რაც შენთვის ძვირფასია, ხო ძაან მნიშვნელოვანი გახდა მათთვის. ამიტომ და როცა მე ისეთი არ არის საიდუმლო, მე ბავშვობაში, როცა ჩემი პირველი მეგობარი იყო, ვთქვათ, ბუნებრივია, ებრაელი მარა, ჩვენ არასოდეს დავფიქრებულვართ, ვინ არი ებრაელი და ვინ არი ქართველი. ქართველი იმიტო, რომ უცებ გავიგებდი, რო ვიღაც ჩემი კლასელი წავიდა ისრაელში და უცნაური იყო, რო რა განსხვავებაა იმასა და ჩემს შორის, განსხვავება არასოდეს არ იყო. ეს იყო, ჩვენ არ გვესმოდა, რა იყო განსხვავება, რა თქმა უნდა, როცა დრო გადის, ხვდები, რო როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს შორის არის განსხვავება არი წარმოშობის განსხვავება, კულტურის განსხვავება, რელიგიის რაღაც განსხვავება, მაგრამ მე მინდა უბრალოდ მადლობა გითხრათ იმისთვის, რო და რომ ამ კარგი კაცის ბედნიერების დღეს, მართლაც კარგი კაცი და მართლაც საამაყო წარმომადგენელი თქვენი თემის და მთელი საქართველოსთვის, ნამდვილად ასეა, იმიტო რო ეს არის პირველი ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც შეძლო წარმატების მიღწევა სხვანაირ თავისუფალ ბაზარზე, მართლა დიდი წარმატების მიღწევა.
ისტორიულად ეს პირველი იქნება, მართლა ვინც შეძლო მიღწევა და შენარჩუნება წარმატების თავის სფეროში აქეთ და არა სადღაც რუსეთში. მარტო უკანა, რაღაცა ათასგვარი მაქინაციები, აქ ამერიკაში ძალიან ძნელია, იცით.
ყველამ იცით, რა შრომასთან არის ეს დაკავშირებული და ამ კაცმა შეძლო. ამ კაცის, ჩვენი ალიკას ამ ბედნიერების დღეს მინდა გითხრათ, რომ მინდა გითხრათ დიდი მადლობა. იმიტომ რო ჩემთვის თქვენ ხართ ქართველობის მარადიული რეზერვი. დღესაც, რო დავდივარ ანტვერპენში და ვხედავ ქართულ წარწერებს იქ მაღაზიებში და იქ პატარა რესტორნებში, როცა ჩადიხარ ვენაში და ხედავ, რო იქ ქართულად ლაპარაკობენ უფრო უკეთესად, ვიდრე საქართველოში უმეტესობა, როცა ჩადიხარ აშდოდში და ხვდები რო ქუჩაში გაივლი და უცებ გესმის რო გეგონება, აქაო ჩემი ბავშვობის მოხვედრილ ხალხს, გინდოდა ჯერ კიდევ გაუთავებელი იყო. ეს იყო, როცა ხვდები, თუნდაც აქ სხვადასხვა ადგილებში ნიუ-იორკში და ხვდები ამ ხალხს, ხვდები რამხელა სიყვარული ამოძრავებს ამ ყველაფერს. და რო გიყურებ თქვენ, რამხელა სიყვარულია თვითეულ თქვენგანში. ამიტომ მინდა, დიდი მადლობა გითხრათ. მე მინდა, რო თქვენ იყოთ ძალიან აქ ძალიან წარმატებულები. თქვენ ნიჭიერი ხალხი ხართ. ჩვენ გვჭირდება წარმატებული ქართველები. თუ ვინმე ქართველს აქვს წარმატების შანსი ამ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანაში, ეს ხართ თქვენ. იმიტომ რო ძალიან ნიჭიერები ხართ და ძაან მშრომელები ხართ და, რაც მთავარია, შეკრულები ხართ, არ კარგავთ ერთმანეთს.
მინდა, კიდევ ერთხელ მოულოცო ალიკას გაბედნიერება მისი შვილების, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია ამ განსაკუთრებულ სინაგოგაში მოსვლა. ეს არის ჩემთვის პატარა საქართველო. საქართველო ძალიან შეიცვალა, ძალიან შეიცვალა ქუთაისიც, რაჭაც. აი ესეთი ფენომენია ჩვენ, მე ჩემი პრეზიდენტობის დროს აღვადგინე ორი სინაგოგა. ერთი ხელახლა ავაშენე თბილისში, ლესელიძეზე, დამატებით მეორე სინაგოგა და მეორე ბათუმში აღვადგინე სინაგოგა და ჩამოვიყვანე რაბინი. ძალიან ლამაზი სინაგოგაა ბათუმში. რაჭაში ვარ სინაგოგაში ნამყოფი არაერთხელ და საინტერესო სინაგოგაა და ებრაელები აღარ დარჩენ ონში. აღარ არიან, მარა არი ქართველები. ქართველი ქართველები დარჩენ, ხო. იცავენ, ებრაული საგალობლები აქვთ. ებრაულ ტრადიციებს იცავენ. ებრაულ კოშერულ ღვინოს აკეთებენ. ებრაელებმა დატოვეს კვალი რო აღარ არიან, წავიდენ და ესენი მაინც, ვინც დარჩა, ისინი იცავენ ებრაულ ტრადიციებს. რამხელა გავლენა მოახდინეთ თქვენ მათზე. ყველაზე პატრიოტი ქართველები აფხაზეთიდან, არიან ებრაელი ქართველები, სოხუმიდან გაყრილები. ამიტომ ეს არის რა მართლა საოცრება რო თუ არი ქართული პატრიოტის ჯიში, ჯილაგი მაგარი რესურსი, ეს არი პირველ რიგში, ებრაული ქართველობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის, მინდა გისურვოთ დიდი ბედნიერება და წარმატება, ძალიან ვამაყობ თქვენით და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენ ყველა კეთილ საქმეში.
მე ორიოდე სიტყვით გეტყვით სამადლობელს. დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისათვის. ჩემ, მე ჩემ წვლილს ზედმეტად ნამდვილად არ შევაფასებდი, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ჩემი მთავრობის დროს ჩვენ ებრაელების როლი მართლაც გაძლიერდა იმიტო რო პირველი ვიცე-პრემიერი ჩემი მთავრობის იყო არა მხოლოდ ისრაელის ებრაელი ეთნიკურად, არამედ რელიგიურად, არამედ ისრაელის დიდი აქტივისტი და გულშემატკივარი თემურ იაკობაშვილი, რომელიც შემდეგ ამერიკაში ელჩად დავნიშნეთ. თავდაცვის მინისტრი იყო დავით კეზერაშვილი, რომელიც ისრაელის მოქალაქეც იყო ამავე დროს და ოპოზიციის ლიდერიც კი ებრაელი იყო, გახსოვთ ბადრი პატარკაციშვილი, ასე რო, ეს იყო ის ეპოქა, როცა ებრაელების როლი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე როდესმე და კინაღამ პრეზიდენტიც კი გახდა. და ესეც ძაან კარგად მეტყველებს, სხვათა შორის, მასზეც, განსვენებულზე და ასევე ქართველ ერზეც და ყოველ შემთხვევაში ეს იყო ის, რაც, რითაც მე ვამაყობ, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდით, არ ვეთანხმებოდით ერთმა.
ასე იყო და მე არასოდეს არ დამავიწყდება, ჩავედი როცა, ისრაელი იბომბებოდა, მე მქონდა მოწვევა ხაიფას უნივერსიტეტიდან და ამ დროს ისრაელი იბომბებოდა, რაკეტებს ესროდენ და მე უთხარი, ჩამოვდივარო. ბოდიში მომიხადეს, ეხლა არავინ არ ჩამოდისო ისრაელში. აეროპორტი დახურულიაო, რა ვქნაო, რა ვქნათო, მე უთხარი ჩამოვალ ხაიფაში მაინც და ჩავედით ხაიფაში. იქ გადმომცეს საპატიო დოქტორობა. რაკეტები დაფრინავდენ, რაღაც ღამის განგაშები იყო, მათ შორის ქართველები იყვნენ და მე არასოდეს არ დამავიწყდება, უკანა გზაზე მერე შევხვდი ისრაელის პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს და უკანა გზაზე თქვეს, რო ფინგურიონის აეროპორტი გაიფიცა და თქვენ იცით რო, ფინგურიონის აეროპორტში მტვირთავები გაიფიცა. მტვირთავები იყვნენ ქართველები, ხო და ამ მტვირთავებს უთხრეს, რო მოკლეთო, თქვენო ხელფასებსო თქვენ ვერ შეგინახავთო, თქვენ ორჯერ უნდა შეგამციროთო.
ამათ თქვეს, თუ გინდათო ხელფასები შეგვიმცირეთ ორჯერო და არავინ გაუშვათო და გაიფიცენ. ხო და მოკლეთ ჩვენი თვითმფრინავი მოფრინავდა უკან თბილისში და ჩვენ მივფრინავდით პარიზში `ელარის~ რეისით პარიზში უნდა წავსულიყავით ოთხი კაცი ამ დელეგაციიდან. დანარჩენები გამოუშვი უკან და ჩვენი თვითმფრინავი გამოფრინდა ჩვეულებრივად და ჩვენ წავედით აეროპორტში და ერთი საათით მოვფრინავთ ტელავივიდან. ჩვენი თვითმფრინავის დროს გაიხსნა ეს აეროპორტი, ჩვენ მივედით ისევ დაიხურა. დავდივართ ეხლა `დიუთი ფრი~ სივრცეში. ეხლა რა ვქნათ დავდივართ და მოკლეთ იქ გამოიარა ვიღაც ქართველმა მტვირთავმა. მოიცა შენ ჩვენი პრეზიდენტი არა ხარო. ხო მე უთხარი რა. მოიცა ეხლა არ გაუშვითო შენი თვითმფრინავი კაცო. მე უთხარი, ის დელეგაცია წავიდა თბილისში, მარა მე უთხარი, მივდივარ პარიზში `ელარით~. `ელარს~ არ უშვებთ თქვენ მე უთხარი მე მოიცა მოიცა ხუთი წუთი მომეციო. გაიქცა გამოაცხადეს რო აეროპორტი გახსნილია. გავფრინდი, ნახევარ საათში დახურეს აეროპორტი კიდევ ექვსი დღით (იცინის) სანამ, სანამ არ დაუთმო მთავრობამ ყველაფერი.
მარა უკეთეს ისტორიას მოგიყვებით კიდევ. პარლამენტის წევრი ვარ ახალგაზრდა და ვართ იტალიაში რაღაც ღონისძიებაზე და მოკლეთ იქიდან ჩავფრინდით, ბილეთი ავიღეთ უკან ტელავივის გავლით, რაღაც უცნაური ბილეთი აგვიღეს რო იქ უნდა ორბის ხალხი დაგხვედროდა.
მოკლეთ, ბილეთი უნდა მოეცათ თბილისზე, არავინ არ გააფრთხილა და ჩავფრინდით მე, ჯიმი მიქელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და კიდევ ერთი 5-6, გია ბარამიძე პარლამენტის წევრი მეც და, ნუ ვართ გამოვედით ეხლა ტელავივში და ჩამოვედით და მარა არც ვიზები გვაქვს არც არაფერი.
გვითხრეს, რო ბილეთი დაგვხვდება. გამოვედით და გვითხრეს, რო თქვენ ვინა ხართო საერთოდო. ჩვენ ვუთხარით ბილეთი გვაქ, თბილისში უნდა, არა გაქვთო ვიზა, გაქვთო, არა გვაქო, აბა ვიზა თუ არა გაქვთო 48 საათია პატიმრობა ვიზის გარეშე ისრაელშიო და პოლიცია მოვიდა გვიჭერს ხო და (სიცილით) უთხარით რო, აუ, შენი ჭირიმე, ჩაუვარდით მუხლებში, არ დაგვიჭირო. კაი ორი კაცი წადითო დაელაპარაკეთ ავიაკომპანიასო. გავედით ხოდა მე და ჯიმი მიქელაძე გამოვედით.
ამ დროს ჯიმი გამოვიდა და ეს არი თბილისის რეისი და ამ დროს ბირჟაობენ ქართველი ებრაელები ეიგურიონში ხოდა ერთმა იცნო ჯიმი მიქელაძე, შენ ჯიმი კი არა, ის კაცი არა ხარო, ვალუტნი დაუჭერით სავალუტო სპეკულაციაზე 80-იან წლებში და უნდა მიესაჯათ სიკვდილი და შენო ხარო ჩემი გადამრჩენიო, სიკვდილის მაგივრადო მოგვისაჯე 12 წელიო და იმიტომ ვარ ცოცხალიო, შენ გადაგვარჩინე ჩვენო, ხო და მოკლედ გაშალა სუფრა, სუფრა გაშალეს.
გაგიჟდა, ჯიმი რო დაინახა, ჩაუვარდა მუხლებში და გაშალეს დიდი სუფრა პენგულიონში. მოიწვიეს ქართული გუნდი, ქართველი მოცეკვავეები, ხო და მოკლედ არი ცეკვა-თამაში, ამბავი, ხუთსაათიანი სუფრა გაგვიკეთეს, ბილეთებიც აგვიღეს, ბილეთები აგვიღეს. ესე იგი უფასოდ ყველაფერი, დაგვიტვირთეს ბევრი საჩუქრები, რაღაცა და მოკლეთ ისე ვარ ამ ხუთსაათიანი სუფრის შემდეგ პირველათ ვარ, თან ისრაელში, მაშინ აეროპორტიდან არ გამოვსულვარ და შევედი ეხლა შიგნით და იქ უკვე თვითმფრინავში უნდა ჩავჯდეთ და, კაფე არის და, კაფის გამყიდველს ვეუბნები რო მე უთხარი, ძმაო, ძმაო, მე უთხარი, მომეცი ეხლა ორი კოკა-კოლა, შოკოლადები. მიყურებს, უყურებ, მიყურებს, უყურებ.
ვერ მივხვდი, თურმე ქართულად ვეუბნები, ტო, საერთოდ დამავიწყდა სად (იცინის) საერთოდ ეს იყო ჩემი პირველი ყოფნა და მაშინ ისრაელში რო საერთოდ საქართველოში არ გავსულვარ, ეგეთ საქართველოში არ მიგრძვნია თავი არასოდეს.
აი ამ განწყობას უნდა გაუმარჯოს მართლა, იმიტო, რო მართლა მაგარი ხალხი ხართ რა. ესეთი კარგი ხალხი მასიურად ერთ ადგილზე კონცენტრირებული, რაც მე მინახია ებრაულ ოჯახებში, ებრაულ თემებში, ებრაულ სინაგოგებში, ქართველ ებრაელებზე ვლაპარაკობ, პირველ რიგში, თუმცა ერთადერთი ქვეყანაა, გარდა ორი ადგილია, სადაც საქართველოს გარდა თავს ვგრძნობ სახლში, ასე თუ ისე, ნიუ-იორკი, მარა ისრაელი თითქმის 100 %, იმიტო რო არის რაღაცა, რაც ძაან გახსოვს. ასე რო, გაგიმარჯოთ, ძმებო!