ხოხოხო... ეს რა ექსპერტები გვყოლია საბანკო სექტორში :დ
რა პროფებიც გვყვანან პოლიტიკაში, პროგნოზებში, ანალიზში, დემაგოგიაში, იგივე არიან ეკომონიკაშიც..
ბოლო 5 წლის მანძილზე გადაბმულად ორ-სამ კვარტალსაც ვერ დამისახელებს ვერავინ,
როცა რომელიმე მსხვილ ბანკს თანამშრომლების შედარებით დიდი ოდნეობა არ გაეთავისუფლებინოს.
აქ პოსტავენ საბანკო სექტორში დასაქმებულებიც, ან მაგ სფეროში კომპეტენტური სხვადასხვა პროფილის ხალხი
და თუ რამე არასწორად მახსოვს, ბოდიშს მოვიხდი.
ახლა რაც შეეხება დეტალებს.
პროკრედიტი რომ ეტაპობრივად ხალხს უშვებს ეგ ახალი კი არა კაი ხნის ამბავია უკვე.
ჯერ საკრედიტო ექსპერტებით დაიწყეს და ახლა მმართველებზეც გადავიდნენ ნაწილობრივ როგორც ვიცი.
ძირითადი მიზეზი ამ ბანკის მიერ სტრატეგიული ცვლილებების განხორცილებაა. მცირე სამომხმარებლო და ბიზნეს
სექტორიდან თანდათან გადადიან კორპორატიულ მიმართულებაზე. სახელფასო ორგანიზაციებსაც აღარ ინარჩუნებენ
და მოკლედ თუ ძრეულად არა ძალიან მნიშვნელოვნად იცვლია პრიორიტებებს. ეს ბევრმა იცის უკვე.
რამაც ბუნებრივია გამოიწვია ბევრი კადრის გათავისუფლების საჭიროება.
დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია უნდა იყოს ჩემი აზრით თიბისიში, სადაც უფრო მიკრო დონის
ცვლილებებს უნდა ქონდეს ადგილი, იმიტომ რომ მე რაც გავიგე მანდაც ძირითადად ერთი-ორი ტიპის პოზიციის
ხალხს უშვენებენ, უფრო საკრედიტო ადმინისტრატორებს, რაც ლოგიკურად ალბათ იმეზე მიუთითებს, რომ
მათ ფუნქციებს თვითონ საკრედიტო ექსპერტებზე გადაანაწილებენ. თიბისის ხშირ შემთხვევაში ზედმეტად
დიფერენცირებული ქონდათ/აქვთ ხოლმე პოზიციებზე ფუნქციები: ერთი რომ ენთერს აჭერს, მეორე პრინტს აწვება,
მესამე მაუსს აკლიკებს, მეოთხე იღიმება... და მიხვდნენ ეტყობა რომ რაღაცეების შეცვლის დრო დადგმა.
საქართველოს ბანკის კოლოსალური რაოდენობის თანამშრომლებზე, როგორც ყოველთვის, აღარ დავკონკრეტდები.
ბოგ-ზე შედარებით ნაკლებად მაქვს რაიმე ინფო, მაგრამ მანდაც დაახლოებით იგივე სტილის საკადრო გადაადგილება იქნება.
თიბისი და ბოგი ყოველთვის დაახლოებით ერთნაირ და ერთდროულ ნაბიჯებს დგამენ ბაზარზე.
ფინანსური კრიზისი გამორიცხული არასდროს და არსადაა, მაგრამ
კრიზისი ნიშნებზე თუა საუბარი, ამ სიმპტომების საფუძველზე კრიზისზე ლაპარაკი სასაცილოა.
მით უმეტეს მაშინ, როცა ბანკებმა (და განსაკუთრებით სწორედ ამ სამმა ბანკმა) მშვენიერი მოგებები დაწერა გასულ კვარტალში.
არაფრით ნაკლები ვიდრე გასული წლების მეტ-ნაკლებად მომგებიან პერიოდებში.
საბანკო ბაზარზე პროცენტები იწევს, არაერთ ბანკს დაბალი განაკვეთების აქციები აქვს,
კონკურენცია იზრდება და საამისოდ რესურსების სიჭარბე არავის ჭირდება.
ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ახალი ეტაპებისთვის მზადების დაწყებაა,
და არა სავიშვიშო ფაქტები.
თუმცა ვისთვის როგორ...
This post has been edited by SCO on 15 May 2013, 01:16