#36898117 · 18 Jun 2013, 22:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯიმი ლევი
QUOTE | იძულებული ვარ ასე გიპასუხო: იაპონელებმა ეს დაიმსახურეს. იძულებული ვარ!!! რადგან მართალია დაიმსახურეს, მაგრამ მე მაინც ვერ გავამართლებ. ვინც ამართლებდა, გააკეთა კიდეც. |
დაახლოებით ასეა. იაპონელებმა იმისთვის, რაც აკეთეს აზიაში, გარკვეულად დაიმსახურეს. მეორე მხარე, ვინც ბომბი ესროლა... აქ სხვა საკითხია - დამნაშავეა თუ არა ის. არის "ღვთის იარაღის" ცნება, და მასში ხშირად შეჰყავთ, მაგალითად, ნაპოლეონი, როგორც "კლასიკური მაგალითი". თან ის თავადვე უთითებდა თავის ზეშთაგონებებზე. მიმართულებები შემეცნებაში, რომლებიც დუალიზმს აღიარებენ, ხშირად ამტკიცებენ, რომ "დამნაშავეები არ არსებობენ", და ყველა, ვინც სხვას ბოროტს უკეთებს, "ღვთის იარაღია" მის გამოსაწრთობად და დასახმარებლად. მეტიც - "ბოროტი" უფრო დასაფასებელია, რადგან თავის თავზე იტვირთა არასახარბიელო "როლი". მაგრამ ეს არასწორია - ასეთი, ანუ "დამხმარე" თუ დამსჯელი, შეიძლება იყოს მხოლოდ საქმე, და აღმსრულებლის მიმართ კი მთავარი - მისი მოტივია, რითაც ის ხელმძღვანელობდა. მაგალითად, ამერიკელებისთვის ეს იყო პრაგმატული მოტივი, შეუსაბამო შედეგებით, ანუ - დანაშაულებრივი. დამნაშავე ყოველთვის არსებობს... ჯამში, იაპონელებმაც (მთლიანობაში, რადგან არ იყო განცალკევებით ერი და ჯარი) "დაიმსახურეს", და ამერიკელებმაც დააშავეს.
QUOTE | გინდა კიდევ ჩამოგითვალო ქვეყნები, რომლებმაც დაიმსახურეს? პირველ რიგში ავღანეთია. |
ავღანეთში ყველა ურევდა ხელს... "დამსახურება" საიდან მოდის, რატომ დაუდგათ ამაზე საქმე? საიდან იწყება პრობლემა? ის არ იწყება საბჭოთა ინტერვენციით.
Archer
QUOTE | აშშ-ს სკოლაში ამას კრიმინალი ჩადის, რომელსაც ასამართლებენ. |
ბოსტონის თემაში ვლაპარაკობდით, რომ ასე იოლად არაა საქმე...
Saturn
QUOTE | ეს განმარტება არ არის სწორი და მინიმუმ დაზუსტებას მოითხოვს. მაგ ლოგიკით მოკავშირეები, რომლებიც D დღეს საფრანგეთში გადასხდნენ, ოკუპანტები გამოდიან. არა და პირიქით იყო. |
+ ეს განმარტება ზოგადია და გულისხმობს, ზოგადივე გაგებით, რაღაც ტერიტორიაზე უცხო ჯარისკაცების დგომას, ამა თუ იმ მოტივით და სამართლებრივი საფუძვლით.
მეორე გაგებით კი, რაც უარყოფით შინაარსს შეიცავს, იგულისხმება საოკუპაციო რეჟიმი.
თუ ეს ქვეყანაში უმაღლესი ხელისუფლების არარსებობის ან არაქმედუნარიანობის პირობებში ხდება, რაღაზეა ლაპარაკი - ასეთი ჯარი და რეჟიმი უპირობოდ დამპყრობლებისაა და ოკუპანტს ცხვირში უნდა ურტყას ყველამ.
თუ "ოკუპაცია" ლეგიტიმური ხელისუფლების თხოვნით ხდება, მაშინ უარყოფითიც არაფერია და ისევ ზოგად ფაქტთან გვქონია საქმე, რომელიც ნეიტრალური და უემოციოა.
ამდენად, უპირველესი იმის დადგენა ყოფილა, რამდენად ლეგიტიმურია მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლება, რომელმაც უცხო ჯარი შემოიყვანა.
იგივე ლოგიკა ეხება სხვა ტერმინს: ინტერვენცია.
არ ვარ იურისტი, მაგრამ ასე ვფიქრობ. შეიძლება, არასწორადაც.
|