მოვალ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირება არ მოხდება...
შიმშილობა არაა მიზანშეწონილი მრავალ მიზეზთა გამო:
1. ებრძვი არა იმპერიას, რომელსაც ღირსების განცდა აქვს, არამედ გალსტუხიან ვიგინდარებს, რომლებიც ფორმალურად შენი მსახურები არიან!
2. შიმშილობა ნიშნავს სასოწარკვეთილებას, ხოლო სასოწარკვეთის უფლება მხოლოდ მაშინ გაქვს, როცა ბრძოლის ყველა სხვა საშუალება და მეთოდი უკვე ამოწურე!
3. შიმშილი დაგასუსტებს და შემდგომი ბრძოლისათვის უსარგებლოს გაგხდის - მტრის წისქვილზე ასხამ წყალს?
მაგრამ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო, ძველთაგან თქმულ არს!
ნებისმიერი ღონისძიება საჭიროებს დაგეგმვას, საჭირო რესურსების მობილიზებას და ხარისხიან შესრულებას.
ყველა იმ საპროტესტო აქციის მარცხის მიზეზი, რომელთა მოწმეც ვართ წლების განმავლობაში, იყო არაორგანიზებულობა და მცდარი მეთოდები - ეს ეხება ოპოზიციურ აციებსაც...
სწორედ ამიტომ არ გვიბრუნებს სახელმწიფო ჩვენს კუთვნილ ქონებას და სწორედ ამიტომ ისხდნენ ხელისუფლებაში შევარდნაძეც, სააკაშვილიც და ახლა კიდევ - ბიძინა...
მესმის იმ გონებაშეზღუდული ოპოზიციური ლიდერების, რომლებმაც რაღაც ეტაპზე გადააბიჯეს გარკვეულ ზღვარს და რახან თავი ამის გამო უკვე გმირებად წარმოუდგენიათ, ამიტომ თავიდანვე ისაკუთრებენ მოსალოდნელ დაფნის გვირგვინებს და ცდილობენ პირველობა სხვას არ დაუთმონ... ჰოდა, აგებენ კიდეც...
ჩვენი საქმე კი ცოტა სხვაგვარადაა - არ ვებრძვით არც იმპერიასა და არც კიდევ - ტირანიას! ჩვენ ვებრძვით გალსტუხიან ვირთხებს, ღორებსა და მაიმუნებს, რათა გამოვგლიჯოთ ჩვენი კუთვნილი ქონება - ამაში არაფერია ჰეროიკული და არც დაფნის გვირგვინები არ გვემუქრება, ხომა? ჰოდა, გამომდინარე აქედან:
1. ნებისმიერი ის ადამიანი, ვისაც სწამს, რომ მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი პრობლემის გადაჭრა და მკაცრად მოითხოვს სუბორდინაციას, აუცილებლად უნდა ჩამოცილებული იყოს პროცესის მართვიდან! - ეს პირველ რიგში ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იბრალებდნენ კოოპერატორთა უფლებების დამცველობას, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს! (ხოლო რატომ ვერ მიაღწიეს, ეს უკვე აღარ არის არსებითი!)
2. აუცილებელია შეიქმნას შტაბი (შეგიძლიათ დაარქვათ ნებისმიერ სხვა სახელიც...), რომლის ხელში იქნება თავმოყრილი ყველა კოოპერატორის კოორდინატები და მათ მიერ საპროტესტო აქციაზე გამოსაყვანი ადამიანების სრული სია! აუცილებელია ამ ახალი სიის გადაწყობა კოოპერატიული სიებიდან ახალ, ადგილმდებარეობით, ტერიტორიუ სიაზე, რადგანაც 25 წლის განმავლობაში კოოპერატორების უმრავლესობამ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილები და ერთმანეთთან აღარა აქვთ ისეთი ახლო, ყოველდღიური ურთიერთობა, როგორიც ეს თავის დროზე ჰქონდათ, როცა კონკრეტული ორგანიზაციების თამანშრომლები იყვნენ! ახალი ტერიტორიული სიების მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს რაიონული ჯგუფები, რათა კოოპერატორთა მობილიზება შესაძლებელი იყოს ეფექტურად!
3. აუცილებელია ბრძოლის მეთოდების შერჩევა და მათი თანმიმდევრული განხორციელება, ხოლო თუკი რომელიმე მეთოდი არაეფექტურად ითვლება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე არ მოხდა მისი სწორად, გააზრებულად და ორგანიზებულად გამოყენება!
უფრო კარგად რომ დავინახოთ ამ მრავალწლიანი მარცხის მიზეზი, მოდით, ციფრებს შევხედოთ:
პირველი თაობის კოოპერატორების რაოდენობა ოჯახის წევრებთან ერთად, რამდენადაც მახსოვს, იყო დაახლოებით 5, ან 6 ათასი... როდისმე გამოსულა 300 ქალბატონსა და 15-30 მამაკაცზე მეტი?
არა, ხომ?
სანამ მინიმუმ 1 000 კაცის სია არ დაიდება, მანამდე, მე ვთვლი, რომ ნებისმიერ აქცია, თუნდაც ხუთშაბათისთვის დაანაონსებული, არის მორიგი თვალისახვევა და დასაწყისშივე მარცხისათვის განწირული! მითუმეტეს, როცა საუბარია შიმშილობის აქციაზე!
და რომ არ მოგვხედონ (და ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ!), რა ვქნათ, თავები დავიხოცოთ?
დედაც არ ვატირე ქონების, თუკი ცოცხალი აღარ ვიქნები? უნდათ კი თქვენი ოჯახის წევრებს ქონება თქვენი სიცოცხლის ფასად?
არის ქონება, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია გადმოგვცეს, მაგრამ ჩვენი არაორგანიზებულობის გამო ეს ქონება (რომელიღაც თემაში ეწერა, რომ 27 000 ობიქტი) სიმბოლურ 1 ლარადაა გადაცემული სხვადასხვა ჯურის მაიმუნებზე!
და არის კიდევ საკმაო რესურსი იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი დაკმაყოფილება, მაგრამ რატომ?
ჯეროვნად მოითხოვა ვინმემ?
რა თქმა უნდა - არა, თორემ ხელისუფლებაში კი არიან ვიგინდარები, მაგრამ საკუთარი კეთილდღეობა და სიცოცხლე, დამიჯერეთ, მათ უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ჩვენი! ამიტომაც, თუკი სწორედ მოვითხოვთ იმას, რაც ვიგინდარებს ჯერ არ დაუსაკუთრებიათ, გიჟები კი არ არიან, რომ არ გადმოგვცენ?
პირველ რიგში, ნებისმიერი გზით შექმენით კოოპერატორთა მონაცემების ბაზა, ჩაატარეთ საორგანიზაციო სამუშაოები და პროცესები გონივრულად მართეთ! თუ არ შეგიძლიატ ყოველივე ამის გაკეთება, მაშინ კოოპერატორთა შორის მოიძიეთ ამისი შემძლე ხალხი!
და დაიმახსოვრეთ - ის, რომ წლების განმავლობაში იბრძოდით, სულაც არ ნიშნავს, რომ სხვებმა უნდა დაგიჯეროთ!
პირიქით - ეს ამტკიცებს, რომ თქვენ უუნარო გენერალი ხართ და დროა სხვას გადააბაროთ მართვის სადავეები!
პუსუ: მე მოვალ, ოღონ იმ მიზნით, რომ ხელი შეგიშალოთ შიმშილობის აქციის ჩატარებაში - მიზეზები უკვე დაგისახელეთ!