annavitaისანში გვიშენდებოდა და გადმოგვეცა ნაკვეთი დიღმის ჭალებში, აშშ-ს საელჩოს უკან, მაქროს კორპუსების გვერდით.
ადგილზე ინვესტორი რას აკეთებს ამ ეტაპზე არ ვიცი, არ ვარ საქართველოში. სანამ წავიდოდი სამშენებლო კომპანიამ ნებართვები მოიპოვა მერიიდან, ბიუროკრატიული საფეხურები გაიარა და სამშენებლო ღობე შემოარტყა ტერიტორიას. მშენებლობა დაიწყო თუ არა ამას ვნახავ შემოდგომაზე რომ ჩამოვალ.
----
თქვენს კორპუსში მესაკუთრეებმა შეგიძლიათ ამხანაგობა შექმნათ, აირჩიოთ თავმჯდომარე და მიმართოთ მერიას. სახურავსაც გააკეთებენ და ლიფტის დაფინანსების პროგრამაც აქვთ პროცენტული მონაწილეობა მათი მხრიდან რამდენია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უმეტეს ნაწილს მერია ფარავს. ეზოს მოასფალტებაზე და კეთილმოწყობაზეც შეგიძლიათ მიმართოთ, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ

თუ ფართი დიდია და მაგის გარემონტების და კორპუსის ინფრასტრუქტურის მოწყობის დრო, ფული და ნერვები არ გაქვთ შეგიძლიათ გაყიდოთ თავისუფლად, ფართი თქვენია და დაკანონებული გაქვთ. ნუცუბიძეზე 140 კვ. მ. შავი კარკასის ფასად კი მოგივათ საცხოვრებელი ფართი სხვა უბანში ისეთი რომ იცხოვრებოდეს, ან ნაკლები ფართის გარემონტებული ბინა, ან რაიონში დიდი სახლკარი თავისი ეზოთი. თუმცა რათქმაუნდა თქვენი გადასაწყვეტია. დედამიწის გაცამტვერების მოლოდინში უმოქმედობა გამოსავალი არ არის

----
კოოპ. დაზარალებულების დაგიომებაში ჩვენ მთავრობებს ბადალი არ ყავთ, მაგრამ ყველაზე მწარედ მახსოვს ჭიაბერაშვილის პერიოდი, როდესაც მაშინდელმა ქალაქის მერმა ჭიაბერაშვილმა დაზარალებულს აქციაზე აგინა და შემდეგ საერთოდ ამოიღეს ჩვენი საკითხი, შემდეგი მერი უგულავა რომელიც თსუში მოსული იყო სტუდენტებთან შესახვედრად, მოვიხელთე და ჩვენი თემის შესახებ ვკითხე, კი გაუკვირდა იქ ამ კითხვის დასმა და დაიწყო მიდებ-მოდება, ეს დიდი თემააო და ესე მალე ვერ გადაწყდებაო, ფაქტიურად მეანაბრეებთან გააიგივა ეს საკითხი. რეალურად რაც გააკეთა არჩევნების წინ გამოაცხადა პროექტი და ლისზე მოასწრო რამდენიმე ათეულმა დაზარალებულმა მიწის მიღება. არჩევნების შემდეგ საერთოდ გააუქმეს ეს პროექტი ნაციონალებმა და აღარავის ახსოვდა 2012 წლის არჩევნებამდე. 2012 არჩევნების წინ ბ. ივანიშვილთან შეხვედრაზე, მან დაზარალებულს მისცა პირობა რომ ეს საკითხი ქართული ოცნების გამარჯვებიშ შემთხვევაში პირველი რიგის ამოცანებში ჩაჯდებოდა
პირველი რიგის ამოცანების რა მოგახსენოთ მაგრამ, ოცნებამ წინა მთავრობების ნაცვლად მიჰყო დროის გაწელვის ტაქტიკას, ისევ შექმნეს შიდა ვალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, თავმჯდომარედ ცხონებული ხადური დაუნიშნეს ფინანსთა მინისტრი. მას და ამ კომისიასაც არაფერი გაუკეთებია რამდენიმე წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ იკრიბებოდა წელიწადში და თავის ვადას აგრძელებდა კიდევ ერთი წლით. სულ ეს იყო. ყველაზე უვარგის თბილისის მერ ნარმანიას რიყეზე გადავეყარე ყველის ფესტივალზე და მასაც დავუსვი ეს კითხვა, ბოლოსდაბოლოს ეს საკითხი როდის უნდა მოგვარდესთქო? ყველი ყელში გადასცდა და რაღაცეები იბლუყუნა, ახალგაზრდა ნუ ღელავ ვიმუშავებთ ამ საკითხზეო და დაცვამ გამარიდა შემდეგ მისთვის კომფორტის არე რომ არ დამერღვია.
----
ბოლოს პრემიერმა კალაძის მერობისას თბილისის მერიას დაავალა ამ პრობლემის გადაწყვეტა. ყველაზე მეტი დაზარალებულის გასტუმრებაც სწორედ ბოლო 3 წელიწადში მოხდა და ეს პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ამ ეტაპზე სამი ნაკვეთი აქვს გამოტანილი თბილისის მერიას ქალაქის სხვდასხვა ტერიტორიაზე ინტერესთა გამოხატვაზე, შედეგები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. უკეთესადაც და უფრო სწრაფადაც შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ თუ შევადარებთ ბოლო 30 წლის ცენტრ. და ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებას კალაძის მერობისას მოხდა ყველაზე მეტი დაზარალებულის დაკმაყოფილება. მარტო კალაძემ სხვადასხვა დროს მერიის მთავრობის სხდომაზე იმდენი ილაპარაკა ამ თემაზე ყველა ერთად აღებულ სხვადასხვა ჩინოვნიკს ამის მეათედი არ უთქვიათ კოოპ. დაზარალებულების შესახებ. გასტუმრების ეს მეთოდი და ტემპი რომ ქონოდათ ედიკას და მიშას პერიოდში აქამდე ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა.
დედამიწის გაცამტვერებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო არ ვიცი