badriko
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4462
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07
|
#36575063 · 25 May 2013, 13:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთმა ლატანტურმა ნაცმოდერმა ვრცელი ბანი დამადო ადრე და ბანის გასვლის დღეს შემთხვევით შემომელანძღა. ისევ გამსვლია ბანი, არადა ეს ფორუმი დავტოვე ფორმალჯურად.*
ჰოდა, შვემულებაში გასული ამასობაში შორიდან გითვალთვალებდით, გისმენდით, გაყურადებდით ხოლმე და მივხვდი ყველაფერს. ეხლა კი მინდა გამხილოთ, ერიც და ბერიც... რათა გამოქვაბულის წყვდიადიდან ბულდოზერის დახმარებით გამოგათრიოთ და შუქს გაზიაროთ.
აჰა :
ვარდებიდან ცოცხების გავლით ტაბურეტიან რევოლუციამდე ?
ადრე თუკი რევოლუციები ერთმანეთისგან საბრძოლო მეთოდებით, სოციალურ-პოლიტიკური მოთხოვნებით და შინაარსით განსხვავებოდნენ, ქართულმა სინამდვილემ ბოლო ხანებში დაგვანახა, რომ რევოლუციები ერთმანეთისაგან შეიძლება საბრძოლო იარაღებითაც და მათი დახვეწილობის ხარისხითაც განსხვავდებოდნენ და არ შეიძლება ამან არ გაგვახსენოს დარვინისეული ევოლუციის თეორია...
თუმცა ჩვენს შემთხვევაში, საქმე ეხება არა ევოლუციას, არამედ რეგრესს, რადგან ანაფორებიანი თეოკრატიული სახელმწიფო დიდი ხანია, რაც გამოვიარეთ და ისტორიულ წარსულს ჩაბარდა. უფრო სწორედ, აქამდე გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა. მაგრამ როგორც ვნახეთ, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს ხელისუფლებაში ბიბლიის ჰომოფობური ინტერპრეტაციის დახმარებით მოსვლა, არ თაკილობენ რა ამ წმინდა წიგნიდან კონტექსტიდან ამოგდებული ციტატებით მანიპულირებას.
მათ სურთ საქართველო დაემსგავსოს ათონის მთას, სადაც ფაქტიურად დამყარებულია ლატანტური გეების ფუნდამენტალისტურ-ფსევდომართლმადიდებლური თეოკრატია და მანდ ქალებს ფაქტიურად სწორედ მდედრობითი სქესისადმი არსებული სექსუალურ-ბიოლოგიური ზიზღის გამო არ უშვებენ (ოფიციალურ მიზეზად კი სხვა “არგუმენტებია” დასახელებული). Nთითქმის ნებისმიერ ბერძენი ქალბატონი დაგიდასტურებთ, თუ რა არის ათონის მთაზე ქალების არდაშვების ნამდვილი მიზეზი.
დავუბრუნდეთ საქართველოს, სადაც მავანთა აზრით დადგა რევოლუციური მომეტიც და არშემდგარი პოლიტიკოსების ნაწილისა და ლატანტური გეების უნიამ გადაწყვიტა კიდეც 17 მაისის საერთაშორისო ანტიჰომოფობის დღის გამოყენება და საზოგადოების გაუნათლებელ ნაწილს ერის და მამაპაპური სიწმინდების გადარჩენის სახელით მოუწოდა ჰომოფობიის მოწინაღმდეგეთა მშვიდობიანი მიტინგის დარბევა, რაც მისი მონაწილე “პედერასტების და ლესბოსელების” ლინჩის წესით გასამართლებით უნდა დასრულებულიყო.
ბრბოს მოსაზიდად სოციალურ ქსელებში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ავღანეთიდან ჩამოსვენებული გმირი ბიჭების რუსთაველზე გამოსვენების მეორე დღეს ანუ 17 მაისს რუსთაველის წმინდა პროსპექტზე ქართველი ერის შეურაცხყოფის მიზნით იმართებოდა დასავლური გაიაღლუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ შიშველი ქართველი გეები ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლებით, ჰომოსექსუალური ლოზუნგ-ტატუაჟებითა და ფერადი შინიონებით თავზე. წინასწარ (წინა დღით) სოციალურ ქსელებში დადეს კიდეც მანიფესტაციის მონაწილეთა ფოტოებიც, ასევე ე. წ. “გეების მანიფესტი” (სადაც, როგორც ამტკიცებენ, პოპულარიზებულია გეების მუქარა შეაცდინონ ჰეთეროსექსუალისტი ბიჭები, რათა მთელი კაცობრიობა თანდათან გააპედერასტონ აპოკალიპსის ნაადრევად მოწევის მიზნით) და საზოგადოება დაარწმუნეს, რომ დასავლეთი გეგმავდა საქართველოში ზემოაღნიშნული ჩაცმულობის მასიურ დანერგვას სოდომიის დაკანონებით ! დასავლეთისეულმა ანტიქართულმა “კონსპირაციის თეორიამ” შედეგი გამოიღო და 17 მაისს თავისუფლების მოედნის ზონაში შეიკრიბა (როგორც მერე დაწერენ) “საქართველოს ერის ჯანსაღი, პატრიოტი, ჰეტეროსეხუალისტი, მართლმადიდებელი ნაწილი”. როდესაც ამ უმართავმა, გაავებულმა ბრბომ ვერ იხილა სოციალური ქსელების მიერ დაანონსებულ-დაპირებული მაღალქუსლებიანი დრაგქუინები, ეჭვიანობის ჭიამ და “კონსპირაცის თეორიამ” კიდევ უფრო იმძლავრა მათ შეგნებაში და კიდევ უფრო გაამხეცა ისინი. ბრბომ დაიწყო საგანგებოდ “გადამალულ” მაღალქუსლიანებზე ნადირობა.
დანარჩენი უკვე ვიცით და არ დავწერ იმ სიმხეცეზე, რაც მანდ კონტრმანიფესტანტების ბრბომ გამოამჟღავნა. მხოლოდ ერთს ვიტყვი : რომ არა პოლიცია, თბილისის ქუჩებში დაიწყებოდა ლინჩის წესით გასამართლების უწყვეტი ჯაჭვი, თუმცა ასეთი საშიშროება დღესაც არსებობს, რადგან 17 მაისის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში მასიურად ხდება უბალო მოქალაქეებისთვის ჰომოსექსუალიზმის დაბრალება გებელს-ბერიის მეთოდის სტილში და ცემა-ტყეპა, გაუპატიურება, გაძარცვა. სამწუხაროა, რომ ფულის დაყაჩაღების ამ გზით შოვნის უნებლიე ინიციატორი გამოდიან ტაბურეტიანი მღვდლები, რომლებიც არ თაკილობენ თეოკრატიის დამყარებას ნებისმიერი, მათ შორის ცილისწამებაზე დამყარებული მეთოდის გამოყენებით.
17 ივლისის კლანურ-ფაშისტური გამოხდომის მერე, ქართული ეკლესიის ინტეგრისტი ფსევდომართლმადიდებლების წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა სოციალური ქსელისა და მას-მედიის საშუალებით საკუთარი პოლიტიკური გეგმების შენიღბვის მიზნით საზოგადოების აზრი გადაიტანეს გეების აღლუმის საკითხზე და გამოაქვეყნეს ყალბ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობილი ზღვა მასალა, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალისტები ცხადდებიან არა მარტო შიდსის და ვენერიული დაავადებების ერთადერთ გამავრცელებლებად და ერთადერთ პედოფილებად, არამედ უმნიშვნელოვანესი თანამდებობების მონოპოლიზაციისა და არსებული ზნეობრიობა-მორალის სოდომიის ფენომენით შეცვლის აგრესიულ მოსურნეებად.
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული აგრესიული ჰომოფობია არის არა მხოლოდ “ნორმად დადგენილი” ქართული ჰეტეროსექსიზმის, მაჩიზმისა და ასევე თვითუარყოფილი, ამდენად აგრესიული, ლატანტური ჰომო-ბი-სექსუალური ფენომენის უდღეური გამონაყრები, არამედ ახალი პოლიტიკური ინტრიგების გამონაბოლქვიც.
საერთოდ, ფსიქოლოგების ერთიანი აღიარებით, ჰომოფობია არის “ერთგვარი ფსიქიკური თავდაცვის მექანიზმი”, საჯაროდ საჩვენებელი ზნეობრივი ილეთი ჟურნალისტების ტელეკამერების წინაშე იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც აწუხებთ მამრული არასრულყოფილების კომპლექსი, თავს თვლიან ნაზ მამაკაცებად და, ხშირ შემთხვევაში, ქალთან ყოფნისას ფიქრობენ ქუჩებსა და სოციალურ ქსელებში ნანახ იმ სექსუალურ, მამაკაცურ (თუ ქალივით ლამაზ) ბიჭებზე, რომლებსაც ან პროვოკაციულად აცვიათ ან საერთოდ არ აცვიათ (პორნო საითები) და უჩანთ დაკუნთული და გავარჯიშებული სხეულები. ჰომოფობთა ამ კატეგორიას ასევე უნდა დავამატოთ ის ასპროცენტიანი ჰეთეროსექსუალისტი მამაკაცები, რომლებიც ქართულ სინამდვილეში ხშირად წარმოადგენენ მუცელგამობერილი და ქონით გაჟღენთილი ქართველი მურთაზის განსახიერებებს და შურთ და ეზიზღებათ ქალებისათვის გარეგნულად მიმზიდველი სიმპათიური, დაკუნთული გეი-ბიჭები. ამიტომაა, რომ ჰომოფობია ნაკლებად გვხვდება ქალებში და თუ გვხვდება, უფრო მეტად ლატანტურ ლესბოსელებსა და ბისექსუალ ქალებში. მაშასადამე, ჰომოფობიის მოტორ ძალას წარმოადგენენ არა მარტო ჰეტეროსექსუალისტები, არამედ საკუთარი ჰომო ან ბი სექსუალობის, ასევე სქესობრივი კავშირების უარმყოფი და ამდენად გაააგრესიებული ლატანტური გეები და ბიები. გავიმეორებთ, რომ ისინი საზოგადოებას და საკუთარ თავსაც თავიანთ “ჰეტეროსექსუალობას” უმტკიცებენ აგრესიული ჰომოფობიიური აქტების ხმამაღალი ჩადენით ჟურნალისტების კამერების წინაშე. პრინციპი ასეთია : რაც უფრო აგრესიული ხარ გეების მიმართ, რაც უფრო მაგრად ურტყამ მათ წიხლებს, რაც უფრო მეტს დასდევ, მით უფრო მეტი ჰეტეროსექსუალისტი ხარ ! შედარებისთვის გავიხსენებ ქართველცოლიან ბაგაფშს, რომელიც ამ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაკუთრებული ანტიქართული აქტებით უმტკიცებდა აფხაზ სეპარატისტებს თავის პატრიოტობას და ალამისს !
ფსიქოლოგებისთვის არც ისაა უცნობი, რომ ბევრი ჰომოსექსუალისტი თავს ეკლესიას აფარებს და ზემოაღნიშნული მეთოდებით უმტკიცებს საკუთარ თავს და მრევლს თავის ჰეტეროსექსუალისტობას. ეს ფენომენი კარგად გამოიკვეთა აშშ-ს ტელეევანგელისტი წამყვანის, პასტორის თედ ჰაგარდის სკანდალში. ამ სასულიერო მოღვაწეს, რომელიც თავის ჰეტეროსექსუალისტობას ადრე რატომღაც ხაზს წარა-მარა უსვამდა თავისი აგრესიული სატელევიზიო ჰომოფობური მონოლოგების ფონზე, ახალგაზრდა გეი ბიჭებმა დაუპირისპირეს ჩვენებები, რომ მათ სექსი ჰქონდათ ამ პიროვნებასთან. მოგვიანებით ეკლესიის მსახურმა ბოდიში მოიხადა თავისი ლატანტური ჰომოსექსუალობისა და ჰომოფობური განცხადებების გამო, მაგრამ აღიარა მხოლოდ თავისი ბისექსუალობა. მართალია, მრევლის ნაწილი კი დაკარგა, მაგრამ თავისი გაბედული ნაბიჯით ბევრ ლატანტურ გეის მისცა შესაძლებლობა შერიგებოდა საკუთარ თავს და მორალური ტკივილის გარეშე მიეღო საკუთარი განსხვავებულობა. ჰაგარდის სკანდალის შემდეგ აშშ-ში ჰომოფობიამ იკლო და ეს მოხდა საზოგადოებაში ტოლერანტობის მეტ-ნაკლებად დასადგურების წყალობით, ასევე იმის გამოც, რომ ჰომოფობები მიხვდნენ : მათი აგრესიული ჰომოფობია ისედაც ავტომატურად ააშკარავებდა მათივე ლატანტურ ჰომოსექსუალისტობას.
ჰაგარდის სკანდალმა ჯორჯიის შტატის ფსიქოლოგიის პროფსორ ჰენრი ადამს 1996 წელს მისცა იდეა ჩაეტარებინა ტესტი აგრესიულ ჰომოფობებში არსებულ ჰეტეროსექსუალისტთა და ლატანტურ ჰომო-ბი-სექსუალთა ჯგუფების პროცენტული შეფერდების დადგენის მიზნით. შედეგები სენსაციური იყო : ჰეტეროსექსუალისტებად ჩაწერილ აგრესიულ ჰომოფობებში ნახევარზე მეტი სწორედაც რომ ლატანტური ჰომო-ბი-სექსუალი (და არა ჰეტეროსექსუალისტები) აღმოჩნდა. ცდა ასე წარიმართა. ადამსმა შეკრიბა მამაკაცები, რომლებიც საკუთარ თავს ასპროცენტიან ჰეტეროსექსუალისტებად თვლიდნენ. აქედან ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ჰომოფობიური განცხადებებით. პროფესორმა ამ ჰეტეროსექსუალებიდან აგრესიული ჰომოფობები შეიყვანა პირველ ჯგუფში, არაჰომოფობი ჰეტეროსექსუალისტები კი - მეორე ჯგუფში. ორივე ჯგუფი დასვა დიდ დარბაზში გეი ეროტიკული ფილმის საცქერლად (რადგან გეი პორნო ფილმის ჩვენებაზე მრავალმა მონაწილემ უარი განაცხადა). ორივე ჯგუფის მამაკაცებს სასქესო ორგანოებზე დაუყენეს სპეციალური კაპტორები, რომლებიც შეუერთეს კარდიოგრამის მსგავს მანქანას. ჰომოსექსუალისტური ეროტიკული ფილმის ჩვენების დროს, ასე ვთქვათ, “ფალოსოგრამის” კაპტორებმა აგრესიული ჰომოფობების ჯგუფში სექსუალური აღგზნება დაუფიქსირეს 80 %-ს, სრული ერექცია კი - 54 %-ს ! შესაბამისი მონაცემები არაჰომოფობ ჰეტეროსექსუალებში იყო : 40 % და 24 %. Aანუ უფრო მეტი ჰეტეროსექსუალობა აღმოაჩნდათ ტოლერანტ ჰეტეროსექსუალებს, ვიდრე აგრესიულ ჰომოფობ ჰეტეროსექსუალისტებს. Aამ უკანასკნელებს მეტი გადახრა და მიდრეკილება ჰქონდათ ჰომოსექსუალობისკენ. ამ ფაქტმა განამტკიცა ის აზრიც, რომ მაჩისტურ საზოგადოებაში ჰეტეროსექსუალისტი მამაკაცები მასიურად ტყუიან, როცა ამტკიცებენ, რომ არ ეწევიან მასტურბაციას. სინამდვილეში მასტურბირებს მამაკაცთა 95 % მაშინ, როდესაც ჰომოსექსუალისტების რაოდენობა საზოგადოებაში არის 3-5 %.
ზემოთქმულიდან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ ზოგიერთმა მაჩისტმა მეცნიერმა არ მიიღო ადამსის ექსპერიმენტის შედეგები და არგუმენტად მოიყვანა ის ფაქტიც, რომ სტრესის დროს ერექცია მატულობს. საუბარი იყო იმ სტრესზე, რომელიც გამოიწვია ჰეტეროსექსუალისტებად მონიშნულ მამაკაცებში ეროტიკული გეი ფილმის, ასე ვქვათ, იძულებითმა ჩვენებამ.
ადამსის მონაცემებს ადასტურებს ის უამრავი ჰომოფობიური აგრესია, რაც გაუპატიურებით მთავრდება ხოლმე. პრინციპი მაჩისტურ საზოგადოებაში ასეთია : შენს ჰეტეროსექსუალობას არაფერი არ დააკლდება (თუ არ მოემატა) თუკი ჩაიტარებ გეი-ფელაციას ან თუკი სოდომიით გააუპატიურებ ჰომოსექსუალისტს სწორედ იმის გამო, რომ შენ ის დასაჯო მისი ჰომოსექსუალობის გამო, მით უფრო, რომ ბიბლია ასეთებს სასიკვდილოდაც კი იმეტებს თურმე. მაგრამ არსებულა ერთადერთი წესი : თავად არ უნდა შეეხო ჰომოსექსუალისტის სასქესო ორგანოს, მაგრამ მას შეუძლია შეგეხოს შენ და გაგიკეთოს ფელაცია, შენ კი შეგიძლია ის დაასოდომიზირო, მაგრამ ამ დროს უნდა იფიქრო ქალზე. Aლატანტური გეების მიერ დანერგილი ამ “წესების” გათვალისწინებით, ბევრი გაუპატიურებული გეი მოკლულ იქნა კიდეც გამპატიურებელი “ჰეთეროსექსუალისტების” მიერ. ასე მოიცილეს მათი ჰომოსექსუალობის თანამონაწილე მოწმეები, რის შემდეგაც თავს შთააგონეს, რომ არანაირი გეი კავშირები არ ჰქონიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლატანტური გეებისაგან კრიმინალამდე ერთი ნაბიჯი რჩება. არაა მართალი, რომ გეების ნახევარზე მეტი პედოფილია ! რევანშისტული მონაცემებით კი საქმე პირიქითაა : ჰეტეროსექსუალისტებში პროცენტულად მეტია პედოფილი. ეს აზრიც არასწორია. საქმე ისაა, რომ პედოფილია, როგორც ჰეტერო ისე ჰომო, ავადმყოფობაა და პედოფილები ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყონ.
რაც შეეხება საქართველოს, აქაც მაჩისტური (გულისხმობს მამაკაცის უზენაესობას ქალზე და გეიზე) საზოგადოებაა, ისევე, როგორც ლათინურ ამერიკაში. ქართული ფიცილის ფორმულა-გინებები (“შენი პროჭი // ტრაკი // პირი მ-ან”) ასევე ადასტურებენ ზემოთქმულს, ქართველთა წინაპრებში ჰომო-ბი-სექსუალობისადმი ტოლერანტულ დამოკიდებულებას.
სიტყვა “ტოლერანტობა” მიუთითებს ერთი ჯგუფის მეორეზე უფლებაზე და შინაარსით მაჩისტურია. იკვეთება უუფლებო, ჩაგრული მხარეც : სექსუალური უმცირესობა, რომელსაც ხშირად სამსახურში არ იღებენ ან სამსახურიდან აგდებენ (ან ხელფასს უმცირებენ) ან არ აძლევენ ბინის დაქირავების საშუალებას ან კიდევ არ იწვევენ ჯარში.
ყველას აინტერესებს, რატომ იქცა კანადა აგრესიული ფემინისტების რევანშისტული იდეოლოგიის კერად. იმიტომ, რომ თავიდან მანდ საშინელი მაჩიზმი არსებობდა. Kმზარდი კონტრპროდუქტიულობის პრინცპით, კანადაში მაჩიზმმა გამოიწვია ფემინიზმი, ამ უკანასკნელმა კი ქვეყნის უუფლებო მამაკაცები ისეთ მდგომარეობაში ჩაგდო, რომ მათ შექმნეს ფემინიზმის (ქალიზმის) საწინაღმდეგო მიმდინარეობა : მასკულინიზმი (მამაკაციზმი). კანადაში, ოჯახის გაყრის შემთხვევაში, როგორც წესი, ბავშვს აძლევენ დედას, თუნდაც მისი პროფსია მეძაობა იყოს. მამებს კი ისღა დარჩენიათ, აძვრნენ ქალაქის მთავარი ხიდის მწვერვალზე და მიუწვდომელი მოსამართლეების დასანახად მანდ გამოფინონ ლოზუნგი “შვილო, იცოდე რომ მიყვარხარ !” ასეთი შემთხვევები იყო კიდეც მონრეალში. ფემინიზმი ხშირია ჩრდილოურ ქვეყნებში, ალბათ, იმიტომ, რომ მანდ ზამთარი გრძელი იცის და მამაკაცი უძველესი დროიდან ხშირად იჯდა სახლში, რომელსაც დიდი წვალებით აშენებდა, როგორც სიცივისგან და თოვლისგან თავდაცვით საშუალებას. რაც უფრო სამხრეთით მივიწევთ, მით უფრო მატულობს მაჩიზმი, ასევე სიღარიბე, რადგან თუკი სიცივე და მოსალოდნელი ზამთრის შიში აიძულებს ადამიანებს ხელი გაანძრიონ. ცხელი და ბარაქიანი ქვეყნების მოსახლობა ზარმაცი გვევლინება და მას არც სახლი სჭირდება შიგ დასამალად. ამდენად მამაკაცი სამხრთულ ქვეყნებში არ მუშაობს და მაჩისტად ყალიბდება. მაჩიზმი კი ჰომოფობიის წინაპირობაა.
კუბის დიქტატორმა ფიდელ კასტრომაც კი განაცხადა, რომ მას, როგორც ნამდვილ მამაკაცს, ჰომოფობიის არანაირი გრძნობა არ აწუხებს, რომ არის ნეიტრალური და რომ მაჩისტურ კუბას მეტი ტოლერანტობა სჭირდება ! 2008 წელს კუბაში მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია.
ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება 7 ქვეყანაში : ავღანეთი, საუდის არაბეთი, ირანი, ჩრდ. ნიგერია, მავრიტანია და იემენი. ყველა ამ ქვეყანაში ძლიერია ალ-ყაიდის გავლენა. ალ-ყაიდაში კი მრავლადაა ლატანტური გეები, რომლებსაც ამქვეყნად მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ ტერორისტული აქტებით დაიმკვიდრონ გმირის სახელი.
აშშ-ში 13 შტატი სჯის სოდომიას, აქედან 4 შტატი ამასთან ფელაციასაც სჯის. Nნიდერლანდებში ჰომოსექსუალიზმი ლეგალიზებულია 1811 წლიდან, იტალიაში კი - 1890 წლიდან, თუმცა მუსოლინის დროს ბევრი გეი ჩასვეს ციხეში, ასე მოხდა ფრანკოს ესპანეთშიც, ხოლო ჰიტლერის გერმანიაში ფაშიზმმა ბევრი გეის სიცოცხლე შეიწირა. ისინი იმავე მეთოდებით ამოხოცეს, როგორც ებრაელები. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება : რაც უფრო მეტი ლატანტური გეი მოდის მაჩისტურ ხელისუფლებაში, მით უფრო დიდია დიქტატურისა და გენოციდის საშიშროება. სწორედ ამ გზით იშორებენ ეჭვიანი ლატანტური გეი მეთაურები ფიზიკურად სიმპათიურ მამაკაცებს, ჯარისკაცებს. ჰომოსექსუალობა ალექსანდრე მაკედონელისა, რომელმაც ჯარისკაცებს წვერები და ულვაშები მოაპარსვინა და ჯგუფური ორგიებისათვის გაამზადებინა, ნაწილობრივ ადასტურებს ამას : დიდი იმპერიის შექმნა იყო ერთგვარი კომპენსაცია მისი გეობისა, თუმცა ძველ საბერძნეთში ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა საბოლოო ჯამში დაშვებული იყო. ასევე ძველ ჩინეთში, მაგრამ ოპიუმის ომის მერე დასავლეთმა მანდ შეიტანა ჰომოფობური წესები.
ბუნებამ დააწესა ცოცხალი არსებების რეპროდუქცია, თუმცა მისი რეგულირების მიზნით, ზოგიერთებს გაუჩინა სტერილურობის გამომწვევი ავადმყოფობები, ზოგიც თანდაყოლილი, ზოგიც შეძენილი.
ჰომოსექსუალიზმის პათოლოგიურობაზე არის გაუთავებელი დისკუსია. რეპროდუქტიულობის შეუძლებლობა აღებულია ათვლის წერტილად, მაგრამ არსებობენ სტერილური ჰეტეროებიც. ჰომოსექსუალისტების სპერმა ასევე რეპროდუქტირებადია, თუმცა აქაც შეძლება იყოს სტერილური გამონაკლისები. ამდენად, ჰომოსექსუალიზმი არის თანდაყოლილი ან შეძენილი ფენომენი (გნებავთ, გადახრა) და ეს ხდება თავის ტვინსა და ზოგჯერ გენებში. ეს “არანორმალური” გენები ჰეტეროსექსუალისტებისაგან მოდის (იშვიათი გამონაკლისის გარდა, გეების მამები ხომ გეები არ არიან და მავანთა გეობა ხომ მათი მამების სპერმიდან და გენებიდან მოდის ?). ამდენად, უპრიანია ვიფიქროთ, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის განსაკუთრებული ავადმყოფობა, მით უფრო, რომ თუკი ბუნებამ ქალს სექსისთვის სამი ზნექი მაინც არგუნა ვულვას, ანუსისა და პირის სახით, კაცებს ეს რაოდენობა ორ ერთეულამდე ჩამოუქვეითა. ასე რომ, ბუნება ფიზიკური თვალსაზრისით არ კრძალავს (!) ჰომოსექსუალობას (სოდომია, ფელაცია), მაგრამ ადამიანების მიერ შექმნილი რელიგიები და მორალი კი აწესებენ, რომ სოდომია არის ცოდვა, როგორც კაცებისთვის, ისევე ქალებისთვის. ამ (და სხვა მრავალი) შეზღუდვით რელიგიამ ადამიანებს შეახსენა, თუ ვინ არის დამკანონებელი და ბატონი და ვინ - შემსრულებელი და მონა. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ქართველები ადრე კაციჭამიები (კიდევ კარგი, სოდომიტობაც რომ არ დააბრალა) იყვნენ და მათ ახალმა რელიგიამ, ქრისტიანობამ უშველაო. ბიბლიის გადოგმატურებამ სექსუალური ურთიერთობის საკითხსაც რაციონალური აქცენტი და მორალური ინტერპრეტაციები გაუკეთა, მაგრამ დღეს მივედით იქამდე, რომ ანტიჰომოფობისტ მანიფესტანტებს ტაბურეტიანი მღვდლები დასდევენ და უსევენ ბრბოს მათი ლინჩის წესით გასამართლების მიზნით (რადგან მღვდელმა უნდა იცოდეს, რომ რაიმე იდეის ირგვლივ შეკრებილი ბრბო არაკონტროლირებადია და კოლექტიურ რეჟიმში ცხოველურ ინსტინქტებს იძენს). და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩაში მშვიდობიანი მომიტინგები ნორმალური ტანსაცმლით (და არა პროვოკატორთაგან დაანონსირებული მაღალქუსლებიანი დრაგქუინების ტანსაცმლით) დგანან და სექსუალური განსხვავებულობის გამო უმრავლესობისაგან ჩაგვრას უჩივიან სრულიად სამართლიანად.
არაა სწორი, რომ კათოლიკური ეკლესია შედგება პედოფილებისგან. საქმე ისა, რომ კათოლიკურ და მართლმადებლურ სამყაროში თანაბარი პროცენტული თანაფარდობითაა ეს გადახრა (რაც უკვე ნამდვილი ავადყოფობაა და კრიმინალიც), მაგრამ ამ პედოფილებს კათოლიკებში უფრო იოლად ააშკარავებენ, ვიდრე ჩვენში, რადგან იქ ამ საკითხზე და სტატისტიკაზე ტაბუ არ არის ! ეს ტაბუ (უფრო სწორედ პრობლემის არდანახვა და მსხვერპლის მიერ მისი გაუპატიურების აღიარების შიში და სირცხვილი) კიდევ უფრო ძლიერია პატრიარქალური მენტალიტეტის აფხაზებში, რომლებიც ამბობენ, რომ გეი-აღლუმიან საქართველოში დაბრუნება არ უნდათ. ანუ აფხაზებს რომ ჰკითხო, მათში ჰომოსექსუალისტები არ არიან, ან უკეთეს შემთხვევაში აქა-იქ თუ მაინც არიან, მაინც მრავლდებიან.
ქართველი მართლმადიდებლების უვიცი ნაწილი საზოგადოებას უმალავს, რომ კათოლიკური ეკლესის კატეხიზმი არ აღიარებს ჰომოსექსუალობას, გების ქორწინებას, გეების მიერ ბავშვების შვილობას, გეების არსებობას მასწავლებლებად, სამხედროებად, მაგრამ მოუწოდებს გეებისადმი ტოლერანტობისკენ და ამაში არაფერია ცუდი !
მართლადიდებლური ეკლესია კი ჩამოყალიბდა მაჩისტურ საზოგადოებაში და ამდენად თვალს ხუჭავს ჰომოსექსუალობასა და პედოფილიაზეც კი. გაუპატიურებული ბავშვები კი შიშით და სირცხვილით არაფერს ამბობენ, რადგან ეშინიათ არა მარტო მშობლების (თუ ჰყავთ), არამედ ერისგან ჩაქოლვისა. გარდა ამისა, ეკლესიის მღვდელმსახურთა მამათმავალ ნაწილშია სულიერი სოლიდარობა. ისინი ერთმანეთს უნდობენ და ხსნიან ამ ცოდვებს ! ანუ ღამით ლოგინებში მამათმავლობენ, დღისით კი ცოდვის ახსნის აბსოლუციებს იღებენ ერთმანეთისგან (ან აწარმოებენ ცოდვის თვით-მოხსნას). სწორედ რელიგიური ამნისტიის ამ საეჭვო წესმა დააკანონა და დააბინავა კიდეც მავანთა მამათმავლობა უფლის სასუფევლის ქვეშ ისევე, როგორც ბევრი კანონიერი ქურდის დანაშაულებრივი საქმიანობა. ამიტომაა, რომ კანონიერი ქურდები ხშირად დადიან ეკლესიებში, რადგან კენტ დღეებში იპარავენ და კლავენ, ლუწ დღეებში კი ეკლესიაში მიდიან, “ცოტაოდენი” ქრთამით, ცოდვების მოსახსნელად. ზოგმა საკუთარი ეკლესიაც კი გაიშენა, საკუთარი მღვდელიც კი გაიჩინა და ცოდვებს ხანდახან სკაიპითაც კი ახსნევნებს მათ.
გიორგი რუსის გეობა ქართველებმა თავიდანვე შენიშნეს, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავდნენ, თუმცა მხოლოდ მას მერე გააპროტესტეს და “სკვითურ” ჩვევად მონათლეს, როცა ქართველებს მეფისწული არ ეყოლათ. მეტიც, ქართველი ფეოდალების ანტიბაგრატიონისტ ნაწილს გიორგი რუსის გეობა პრაქტიკულად არ ადარდებდა და რუსი უფლისწული გვერდზე დაიყენეს და გამოიყენეს კიდეც ბაგრატიონების დინასტიის დასამხობად, მოუწყეს რა თამარს უშედეგო ჯანყი.
მაშინ, როცა უფალი გვასწავლის ტოლერანტობას და მავანთა ცუდის ჩვევების სიყვარულით განკურნებას, ზოგიერთი პიროვნება სხვადასხვა სარჩულით და ქვეტექსტით გაჰყვირის ჰომოფოფობურ ლოზუნგებს. საბაბად ასახელებენ ბიბლიურ პასაჟებს, მაგალითად, მოსეს კანონებზე დამყარებულ ფრაზას (ლევიტ, 20 : 13) იმაზე, რომ თუკი კაცი დაწვა კაცთან, ორივენი “დაისჯებიან სიკვდილის ძალით”, მით უფრო, რომ სხვა პასაჟით (1 კორინთ. 6: 9-11) მამათმავლები ვერ ეზიარებიან ღვთის სასუფეველს, ხოლო იუდეველთა მიმართ გამოთქმულია აზრი, რომ სოდომის, გომორისა და მახლობელი ქალაქები მათი ცოდვების გამო ისჯებიან მარადიული ცეცხლის ძალით.
მაშასადამე, საუბარია არა ადამიანთა მართალი ჯგუფის მიერ ადამიანთა არასწორი ჯგუფის ლინჩის წესით, ტაბურეტებითა და ჭინჭრით გასამართლებაზე, არამედ ამ უკანასკნელების ღვთის მიერ გასამართლებაზე და დააცადეთ უფალს, ნუ დარბიხართ ტაბურეტებით ხელში წარა-მარა, განმსჯელი უფალი თქვენ არა ხართ ! ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ეპოქაში და არც ერთ მოკვდავს არ აქვს უფლება გაასამართლოს დამნაშავე 2000 წლის წინანდელი ბიბლიის არასწორი ინტრპრეტაციის საფუძველზე. ნუ დავემსგავსებით ალ-ყაიდის იდეოლოგიაფეხადგმულ იმ ქვეყნებს, სადაც მამათმავლებს ლინჩის წესით ასამართლებენ. ბოლო-ბოლო, ნებისმიერს შეუძლია ცილი დაგწამოს, მამათმავლობა დაგაბრალოს მშიერ და გაუნათებელ ბრბოში და ლინჩის წესით გაასაართლებინოს შენი თავი. ასე სოციალურ პრობლემებს არ ეშველება. არც მორალურს, რადგან თუკი გეები ამოძირკვეთ, მაშინ თავად მკვლელებად მოევლინებით საქართველოს ! ეს კი ცოდვაა და ერთი კუთხიდან ნუ უკეთებთ ინტერპრეტაციას ბიბლიის ამა თუ იმ პასაჟს! ქართველებო ! ნუ შევიქმნით თეოკრატიას და ისეთ საზოგადოება-მრევლს, რომელიც შიდადაპირისპირების წყალობით თანდათან დედაბუდიანად ამოწყვეტს თავის ჯილაგს სხვადასხვა შინაარსის ურთიერთდასმენისა და შინაომების წყალობით ! რელიგიური ფუნდამენტალისტების მოთავეები და მათ მიერ წასისინებული მრევლის აგრესიული ნაწილი კი უნდა დაისაჯოს !
მე არც ერთი ქართველი კონტრმანიფესტანტისთვის არ დამიბრალებია გეობა (ეს ცილისწამება და უზრდელობა იქნებოდა), მაგრამ მათ აგრესიულ ნაწილს ვაბრალებ მხეცობას და ეს უკვე არაა ცილისწამება, რადგან არის შესაბამისი ვიდეო კადრები და ჩვენებები ! მე კონტრმანიფესტანტებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ გამორიცხული არ არის, რომ მათ შორის იდგნენ ლატანტური გეებიც (ალბათ, ორიოდე პროცენტი). სირცხვილია მათთან დგომა არა მათი გეობის გამო, არამედ მათი ფარისევლობისა და აგრესიის გამო, იმის გამო, რომ ისინი თქვენ გიყენებდნენ საკუთარი კომპლექსის მოსახსნელად. გაემიჯნეთ ლატანტურ გეებს, მაგრამ რამდენადაც ისინი იმალებიან ჰომოფობ ჰეტეროსექსუალთა არმიის უკან, მათთან გამიჯვნას მხოლოდ ჰომოფობიის ტოლერანტობით შეცვლით მოახერხებთ, ჩაიხუტეთ გულებში და თანაგრძობის სითბო აჩუქეთ საზოგადოების იმ სამიოდე პროცენტს, რომელსაც ქართველი გეები ქმნიან და ამით ლატანტურ გეებსაც მოუხსნით არასრულფასოვნების ათასგვარ კომპლექსს და ბოლოს ისინიც მოვლენ და ისინიც ჩაიხუტეთ ქართველებო ! სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, გეები მოგცემენ გარანტიას, რომ ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, არასდროს ჩაატარებენ თბილისში შიშველ თუ ჩაცმულ გეი აღლუმებს. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მივცეთ მათაც გარანტია, რომ არ დავარბევთ მათ. ბოლო-ბოლო ადამიანები ვართ ყველანი და თუკი ჩვენ ქალები გვიყვარს და მათში ვპოულობთ საუკუნოვანი თუ წუთიერი ბედნიერების წამებს, მათ ბიჭები უყვართ და მათში იპოვონ ის, ჩუმად, თავიანთ სახლებში. ნუ ვქმნით ტრაგედიას იქ, რაშიც ცივილიზებული მსოფლიო არ ხედავს ტრაგედიას და სასაცილოდ ნუ ვიგდებთ თავს. რატომ უნდა თქვან ჩვენზე, რომ პარანოიდები და უვიცები ვართ ბიბლიის ინტერპრეტაციაშიც, ბიოლოგიაშიც, საერთაშორისო სამართალშიც და ბევრ სხვა დარგშც. არაფერი განსაკუთრებული უბედურება ჩვენ არ გვჭირს : როგორც სხვა ერებში, ჩვენშიც მოსახლეობის 3 - 5 % არის გეი და არაფერ განსაკუთრებულს არ ითხოვენ ისინი (განსხვავებით მათი დასავლელი კოლეგებისგან). ჩვენი გები ითხოვენ მხოლოდ იმას, რომ ქუჩაში არ ჩაქოლონ გეობის გამო, რომ მათ არ აგინონ, არ ამყოფონ იზოლაციაში და არ გაუკეთონ იგნორი, ისინი მოითხოვენ, რომ მოვექცეთ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს. და ბოლოს, ქართული სინამდვილის გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას ადგილობრივი რესურსებით დაფინანსებული არასამთავრობო პროგრამა, რომელიც გეების ნაწილს საშუალებას მისცემს სურვილის შემთხვევაში ჩუმად, უხმაუროდ გაიარონ სპეციალური კურსები (მოდით, ნუ ავაყვირებთ დასავლეთის გეი ასოციაციებს და ნუ ვუწოდებთ ამ კურსებს “გამაჯანსაღებელს” ან “პროფილაკტიკურს”) რათა ჩვენმა გეებმა გამოიმუშავონ ჰეტეროსექსუალისტური ინსტინქტები და შექმნან ოჯახები.
ეს წერილი დავწერე მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებსა და მას-მედიის საშუალებებში ხშირად იწერება არაკომპეტენტური და არაკორექტული წერილები. აგრესორები მსხვერპლს აგრესორებად თვლიან, საკუთარ თავს კი - მსხვერპლად. თბილისში გეი აღლუმი არასდროს არ ყოფილა და თუ რა იქნება XXII საუკუნეში, უმჯობესია ეს მომავალ თაობებს მივანდოთ, წინასწარ ნუ ვქმნით ისტერიკას. კიდევ კარგი ერეკლე მეფეს რომ არ მივანდეთ დღევანდელი ქართველი ქალების ფემინიზაცის საკითხი, თორემ არასწორად გადაგვიწყეტდა, ყველა ქალს შინ დიასახლისად და მზარეულად დაგვიწესებდა. და ბოლოს. ისღა გვაკლია, ისედაც საცოდავი ათიოდე გეის მოაღლუმე მრავალათასიანი დრაგქუინებად დახატვის კომპიუტერული მანიპულაციების საშუალებით ანაფორიანმა ფუნდამენტალისტებმა და ეროვნულ ჩოხებს ამოფარებულმა საეჭვო პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოს “სახსნელად” ახალი რევოლუცია მოგვიწყონ და წარსულში დაგვაბრუნონ.
--------------------
მე მედრებით, ბადრიკოს, თქვე უბადრუკო ნაცებო?!
ნაცი უკვე სექტაც არაა, პათოლოგიაა.
ენით მედასავლეთენი, საქმით პრორუსები ! ვოვას პოლეზნი მერზავცები! საქართვ. ტერიტ. მთლიანობის აღდგენა გადის ამ მთლიანობის დამანგრეველი ნაცსექტის და მისი ბელადის სრულ იზოლაციაზე.
|