ლანჩხუთის ცენტრში სატვირთო მანქანების მობილიზება რო დაიწყეს, თუ გახსოვთ?

მაგარი სამშენებლო პროექტი ჰქონდათ მაშინ ნაცებს და...
მაშ 1 წლის წინ რა ხდებოდა, ვაგრძელებთ თემას

====================================
ლანჩხუთის ცენტრში სატვირთო მანქანების მობილიზება დაიწყეს ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში დილის ათი საათიდან ტრაქტორების, სატვირთო მანქანებისა და საჯარო მოხელეების პირადი ავტომობილების მობილიზება დაიწყეს. „ინფო9“ შეეცადა გაერკვია, რა მიზნით ხდება ტექნიკის ცენტრში შემოყვანა, თუმცა ავტომობილების მეპატრონეები პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ. მოსახლეობის ინფორმაციით, ეს ტექნიკა „ჯეომშენ 2004“-ს ეკუთვნის, რომელიც ქუჩების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, უკვე მობილიზებულია 5 ტვირთმზიდი, 2 ტრაქტორი და 1 ამწე. „ინფო9“ დაუკავშირდა ინდმეწარმე მამუკა ბარამიძეს, რომელიც განაგებს ამ ტექნიკას. თუმცა მისი თქმით, მისთვის უცნობი მოტივით, ტექნიკა ლანჩხუთის გამგეობამ დაჩქარებული ტემპებით გაიყვანა ქალაქის ცენტრში. ამ ადგილა, იქ, სადაც კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეკრებას და ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე წასვლას აპირებენ.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=366==============================
ხო მაგარი თემაა?

არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის დემოკრატიის დროს რა ხდებოდა
ეს იყო გაბრწყინების ხანა

კიდევ დაიდება ინფოები, ნელ-ნელა მივყვებით
ჯერ სად ხართ...