ეს რა არის ეხლა, იმპოტენტი ხელისუფლების გაპრავების მცდელობაა? ომის დაწყებას არავინ ითხოვს მაგრამ ზაქარეიშვილ/საგარეო საქმეთა სამინისტროს შემყურე გამოდის რომ "გაგებით უნდა მოვეკიდოთ". არ მესმის რიხიანი მიმართვა ეუდამკვირვებლებს, არ მინახავს ადგილზე მისული ან ზაქარეიშვილი, ან თუნდაც ივანიშვილი. ის დამთხვეული რომ მიუვარდებოდა ხოლმე და ატეხავდა წივილ-კივილს, შედეგი ის იყო რომ ერთხელ კოდორში ჩადესანტებულ რუსებს გააჯმევინეს, ენგურს აქეთ გადმოსულებიც უკან დაბრუნდნენ და ცხინვალშიც იქცევდნენ ყურადღებას. და რა, ომის გამოცხადება იყო მაგისთვის საჭირო? პროტესტის აქტიურად გამოხატვას არ სჭირდება ომის გამოცხადება, და ეგეთ ღლეობას რომ იტყვი "300 მეტრისთვის ომს ხომ არ გამოვუცხადებო", მაგ 300 მეტრს კიდევ 300 მეტრი მოყვება. და ისე თუ გაქვთ წარმოდგენილი 300 მეტრიანი გადმოსვლა რამხელა ფართობს უდრის, თან ეს არ არის სადღაც ტრამალებში, მოსაზღვრე სოფლებია და ამ გადმოწეულ საზღვარში სახლებიც მოხვდა, გზა, სარწყავი წყლები და სასაფლაო. და ამაზე ჩუმად ყოფნა ნიშნავს იმას რომ მოსაზღვრე სოფლების მაცხოვრებლებს ვუბიძგებთ დაცალონ სოფელი. შემდეგი 300 მეტრიან გადმოწევის დროს შეიძლება მათი სახლებიც მოხვდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ისა, სუხიშვილები გავაგზავნოთ რა რუსეთში, მშვიდობის დესპანებად....

ზაქარეიშვილო შე ღლეო, აღდგა ნდობა ოსებთან? თუ არა, რამდენზე უნდა გადმოწიონ საოკუპაციო ზოლი რომ გვიდონ და გვიძმონ?
* * *
იმათვის ვინც ფიქრობს რომ ან ჩუმად უნდა ჩავყლაპოთ საოკუპაციო ზოლის გადმოტანა ან რუსეთს მაინცდამაინც ომი გამოვუცხადოთ, გაეცანით მაჰატმა განდის არაძალადობრივ ტაქტიკას, რამაც საბოლოო ჯამში მიიყვანა ინდოეთის დამოუკიდებლობამდე. ფორუმზე ვიშვიში რომ არ შველის ამ ამბავს ეს ფაქტია
In his leadership of the great national liberation struggle of India against British imperialism, Gandhi established the methodology of nonviolence, which is essential to a culture of peace. To Gandhi, there must be no enemy - only an adversary or opponent who has not yet been convinced of the truth.
http://sfr-21.org/gandhi-nonviolence.html This post has been edited by Asmeta1084 on 29 May 2013, 06:15