atasssეგ ყველაფერი ნამდვილად ასეა, თუ უარესად არაა კიდო...
მაგრამ....
არის ერთი მაგრამ:
იმ დონეზეა მეცნიერულ-ტექნიკურ-ელიტარული გამოგონება-მიღწევები, რომ აუცილებელი გახდა უმაღლესი დონის
ზნეობრივ-მორალური სიკეთეებით აღვსილი ადამიანების მართვების ავანგარდში ჩაყენება.
იმიტომ რომ --- დიდი ძალის და უნარების მქონე ტექნოლოგიები, იარაღი და ა.შ. --- უაღრესად საშიშია სწორედ ზემოთ თქმული ადამიანების გარეშე.
ერთი დამთხვეულის უნებლიე აღმოჩენამ მართვის პულტებთან --- შესაძლოა ყველა გაანადგუროს!
ამიტომ არ და ვერ მოხდება კაცობრიობის გადაცდენა სამყაროს კანონიზმიერებების სწორი გზიდან, რადგან სამყარო დასასახლებელია ღვთისნიერი ჰუმანოიდებით.
აპოკალიფსიც ამაზე მეტყველებს ზუსტად და მეორედ მოსვლამდის ქრისტეს მეფობის ოქროს ათასწლოვან ხანაზე წინასწარმეტყველებს --- ხანაზე, როდესაც ადამიანის მოდგმა იმ დონეებს მიაღწევს, რომ საერთოდ შეწყვეტს ყოველგვარ ბოროტებებს კომპლექსურად --- რათა ყველა გადარჩეს და ცხონდეს ღვთიური წესით და რიგით.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა განადგურდება უკლებლივ.
ის 500 მილიონიც ერთმანეთს უსწრაფესად გაანადგურებს, რადგან: ,,კაცისმკვლელი იყო იგი თავიდანვე და ჭეშმარიტება ვერ დადგა მათში.''
უბრალოდ იცნობა სიტყვანი ღვთისა!
ისინი წარსულსა, აწმყოსა და მომავალში არასოდეს იცვლებიან, განსხვავებით სხვათაგან, რომელნიც ,,დროის შვილნი'' არიან და სახელად ნელთბილნი ჰქვიათ --- ერთადერთნი, რომელთაც შენდობის შანსნიც კი დაჰკარგეს თავისსავე ნებით თავისუფალით და მამის ნაცვლად მამინაცვალს სცემენ თაყვანს მონურად.
ამ კუთხითაა ჩვენი ცნობიერება გასანათლებელი, რათა ერმა აღიდგინოს დიდი ხნის ნამარხულევი ფუნქცია სულიერი მოძღვრებისა, რაც უდიდესი ტვირთიცაა და ძნელად საზიდი --- ქართველობა ამიტომაა უძნელესი და ეს არაა ეროვნების აღმნიშვნელი ტერმინი მხოლოდ --- დედამიწის ყველა მკვიდრს ეხება უსიკვდილოდ.
ათასწლეულობით ნაგებ ტაძარს, შემკულს ადამიანისვე ღვთაებრივი ხელოვნების ქმნილებებით, უდიდესი შრომის, ნიჭის, რესურსების და სიყვარულის ნაყოფ ამ ტაძარს --- წამებში გაანადგურებს ერთი ,,დამთხვეული'' თუნდაც.
კითხვა ისმის: ამდენი ზემოჩამონათვალი ათასწლეულთა კომპლექსური ღვაწლი როგორ ნადგურდება ასე ,,იოლად'' ???
ნუთუ სატანა ასე ძლიერია? და ა.შ.
ესაა გასაღები: ,,შეუცნობელი სიკეთე ბოროტებაზედ უარესიაო!''
ბოროტების არსი თუ არა აქვს ადამიანს გაცნობიერებული --- უარესს როგორღა შეიცნობს?
ესე იგი დიდი ცოდნა ჰქონიათ ჩვენს წინაპრებს და მიზეზნიც სცოდნიათ.
დამარხული იგივე მარხულია და ელის....
სულ ელის სულ-ელივით....
არადა შენშია ღმერთი სინდისის სახით და გაღვიძებას ელოდება მხოლოდ ცხონებულთა სამივე დროში!
ამაზედ დავფუძნდეთ ისევე --- სჯობს!
ათასწილ სჯობს ბედნიერებისაკენ მავალი გზა უპირველესი მცნების ხრმალით!
მარტონი არა ვართ!
აღარა ვართ ობოლი ერი....
This post has been edited by triumpi on 27 Feb 2014, 21:47
მიმაგრებული სურათი