ჩემი სომხობა ხო დაადგინეთ,
თან ყველა თემაში რომ იმეორებთ,
შეკამათებას აზრიც არ აქვს, უბრალოდ მაგრად მეზარებით
ჯერ ვიღაცამ თქვა იონათანის საყვარელია სომეხი და მაგიტომ წერს ''ანტი-ქართულ'' პოსტებსო,
მერე უკვე ჩემი სომხობაც დაამტკიცეთ.
და აი, ასე გიჟებივით გაიძახით ჩემს სომხობას.
რომ ვიყო სომეხი, დიდი სიამოვნებით გამოგიტყდებოდით კიდეც ამაში, მაგრამ ქართველი ვარ,
ჩემი საგვარეულო ეკლესია ჩემს სოფელში 11 საუკუნეს ითვლის,
ჩვენი ეკლესიის საკურთხევლის 1100 წლიანი ქვასვეტი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება,
დედა და მამა, პაპა და ბაბო, მათი პაპები და ბაბოები იყვნენ და არიან ყველანი ქართლიდან და მეც ძალიან ამაყი ქართლელი ვარ :*
ადრე შენსავით, მაკიაველისნაირი და სხვებივით ნაციონალისტი ვიყავი,
თემებს ვხსნიდი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებაზე, სომხების გაძევებაზე, ოსების გაყრაზე(როგორც ქართლელს განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ოსებისადმი),
გიჟივით საქართველოს რუკებს ვაკეთებდი(http://karte-georgiens.blogspot.de/),
გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც ვიკიპედიაზე ანტი-ქართულ პროპაგანდას შეაჩერებდა,
და მსგავსი სისულელეები...
მერე წავედი გერმანიაში,
გავიცანი სხვადასხვა ერების წარმომადგენლები, სხვადასხვა კანისფერისანები, სხვადასხვა თვალისჭრილისანნი,
თუ როგორ პატივს სცემენ ერთმანეთს,
როგორ მშვიდობიანად ცხოვრობენ,
როგორ უყვართ სხვადასხვა კულტურა,
და მეც ''გავსომხდი'',
მივხვდი რომ ადამიანი კანის ფერით კი არ უნდა შეაფასო, ან რელიგიით, ან ეთნიკური კუთვნილებით, არამედ ხასიათით,
ამან გამიჩინა პროტესტი იმ საზოგადოებისადმი, სადაც ბავშვებს ასწავლიან, რომ სომხობა სირცხვილია, სადაც ვინმესთვის სომხობის დაძახება შეურაცხყოფაა, სადაც ''თათარი'' სუნიანია, სადაც ოსი უკულტურო ჯაყოა, სადაც აფხაზი ჩრდილოეთ კავკასიიდანაა ჩამოთესლებული, სადაც მართლმადიდებლობა ერთადერთი სწორი რელიგიაა და ა.შ.
ამ ყველაფერმა გამიჩინა ანტიპათია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზროვნებისადმი, თუ რამხელა აგრესია და ბოღმა აქვს ამ ხალხს, როგორ სძულთ ყველაფერი განსხვავებული...
ბლა, ბლა, ბლა,
კიდევ დავწერდი ბევრს, მაგრამ მეზარება,
აზრი არ აქვს.
უბრალოდ შენ, ხულიგანი, მაკიაველი და კიდევ რამდენიმე, ვინც მე სომხობას მაბრალებს, ხართ გიჟები.
ოღონდ განა ისეთი გიჟები, ვინც ადამიანმა უნდა შეიცოდოს,
სულ სხვა სახის გიჟები ხართ
იგონებთ რაღაცებს, მერე იჯერებთ და ბოლოს ყვირით სისულელეებს.
5-6 წლის წინ თავში რაღაცას დაგარტყამდი, ჩემთვის სომეხი რომ გეთქვა,
ეხლა კი უბრალოდ მეცინება
ვერა ხართ

:
Solveigაი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif