სახალისო ფაქტი სერიიდან "мы все под колпаком у Мюллера"
წუხელ ღამის 4 საათზე ფეისბუქზე მომივიდა შემდეგი მესიჯი:

ქალბატონს (თუ საქალბატონეს) რომელმაც ეს მომწერა, მე არ ვიცნობ, ფრენდებში არ მყავს და ადრე არავითარი კონტაქტები არ მქონია.
მივწერე, რომ ამ პიროვნების სახელი არ ვიცი. და ამით ინციდენტი ამოწურული მეგონა. თუმცა კი გამიკვირდა სრულიად უცნობი ადამიანისაგან მსგავსი კითხვა.
მაგრამ დილას გაირკვა, რომ იდენტური შინაარსის წერილი მიიღო კიდევ ერთმა ჩემმა მეგობარმა.

თანაც, ქ-ნი ნინიკო, როგორც სჩანს, სწერდა ფეისბუქის კიდევ ერთ მომხმარებელს (ზედა მესიჯი), თუმცა დაუდევრობის გამო ორივე მესიჯი გაეგზავნა მეორე მომხმარებელს (ქვედა მესიჯი), რომლისგან მე ეგ ამბავი შევიტყვე.
აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ფბ მომხმარებელი არის აგრეთვე ფორუმ.გე-ს იუზერი, გარკვეულ დრომდე საკმაოდ აქტიური.
ახლა ჩემი თხოვნა

პატარა ნინუცას, პატარა ნინიკოს და ასევე დიდ ბატონ ირაკლის (ღარიბაშვილს)
dax_ure-ს სახელი და გვარი ნამდვილად არ ვიცი - ეგ ერთი.
რომც ვიცოდე, უცნობ ადამიანს რატომ გავუმხელ? ეგ მეორე
მე რატომ მომადექით მაგის გასარკვევად? თავად მას რომ მისწეროთ ფბ-ზე და ჰკითხოთ, ვერა? ეგ მესამე
შეგვეშვით რა

ეგ მეოთხე
კოპი-პეისტის უფრო პროფესიულად გამოყენება ისწავლეთ - ეგ მეხუთე და ბოლო.
გკოცნით შუბლზე