ირანიზაციის მაშინ შეგეშინდეთ, როცა იგივე პროცესები საქართველოშიც დაიწყება.
>>
ინგლისში აკრძალეს ეროვნული დროშა,
რათა შეურაცხყოფა არ მიადგეს მუსლიმთა გრძნობებს.
ლონდონი. ქ. რედსტოკის (სომერსეტის საგრაფო) ქალაქის საბჭომ აკრძალა ინგლისის ეროვნული დროშის გამოყენება, რათა არ შეურაცხყონ ქალაქში მცხოვრებ მუსლიმთა გრძნობები, რომელთა რაოდენობა სულ 16-ია, - იუწყება The Telegraph.
"პრობლემა იმაშია, რომ ეროვნული დროშა შესაძლოა ზოგიერთ მუსლიმს შეურაცხმყოფელად მოეჩვენოს, მითუმეტეს, რომ მას ძალზედ ხშირად აფრიალებენ მემარჯვენე აქტივისტები. ჩვენ ის უნდა გავაუქმოთ უახლოესი 20 წელიწადის განმავლობაში", - განაცხადა ქ. რედსტოკის საბჭოში ლეიბორისტების წარმომადგენელმა.
საერთო ჯამში ქ. რედსტოკის საბჭომ, სადაც სულ 5600 ადამიანი ცხოვრობს, დაადგინა შეესყიდათ და დაზავების დღის აღსანიშნავად (11 ნოემბერი) აღემართათ დიდი ბრიტანეთის სამოკავშირეო დროშა.
ამგვარად, თეთრი დროშა წმ. გიორგის ჯვრით, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ინგლისელთა ზეციერ მფარველად მიიჩნეოდა, თანამედროვე ხელისუფალთათვის არასასურველი გახდა.
ამასთან ქ. რედსტოკის საბჭომ დაადგინა, რომ "ცისარტყელიანი დროშა", რომელიც სექსუალურ უმცირესობათა სიმბოლოს წარმოადგენს, აუცილებლად გამოიფინება "შესაფერის მომენტებში".
წმ. გიორგისეული დროშის აკრძალვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოსაზრებად გახდა უნივერსიტეტის ლექტორის, ვინმე ელეანორ ჯეკსონის გამონათქვამი, რომელმაც თურმე "ისტორიულად დაასაბუთა" ამ დროშის დისკრიმინაციული ხასიათი; რომ თეთრ-წითელმა ჯვარმა შესაძლოა გამოიწვიოს მუსლიმთა უკმაყოფილება, რადგან სწორედ მას იყენებდნენ ჯვაროსნები 1000 წლის წინათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისის მუსლიმთა საზოგადოებებს არაერთხელ გაუკეთებიათ რეაგირება რედსტოკის ხელისუფალთა გადაწყვეტილებებზე. მრავალი ისლამისტი ლიდერი მიიჩნევს, რომ მოცემულ "პოლიტკორექტულ" აქტში ინგლისელებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს და საკმაოდ შორს წავიდნენ.
"წმ. გიორგის თავისი ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს როგორც ზოგადნაციონალურ სიმბოლოს, და არავითარ სიძულვილს არ უნდა იწვევდეს მუსლიმთა მხრიდან", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს პრეს-მდივანმა.
მიმაგრებული სურათი
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.