#36689461 · 3 Jun 2013, 03:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ 1 წლის წინ ნაკრების თამაშების გათიშვა დაიწყეს სატელიტზე. ### ჭანტურიამ გამოაცხადა ძვირი გვიჯდება და ემიგრანტებმა იქაური ტელევიზიით უყურონო- თითქოს უცხოურ ტელევიზიებს "გრუზინეცების" თამაშებზე ტაციაობა აქვთ. მარტო ემიგრანტები თუ უყურებენ მაგათ თამაშს და აქაც მოჯვენ. მოკლედ დღეს არ გათიშეს და მეთქი ვუყურებ. თავიდან ნორმალურად დაიწყო თამაში ,ცენტრში ცდილობდენ სწრაფი(ადრინდელთან შედარებით) პასებით რაცღას სანამ ხიზანა და ხუბუტია წაუდებილებდნენ და ლორია გადაგვერჩენდა. შემდეგ ლობჟანიძის შეცდომა და ლორიას გაძევება დარჩნენ ათნი... მეთქი წავედი საქმეს მივხედო - ამათგან ხეირი მაინც არ იქნება თქო და ...დავანიმუსე თავი; გაჭირვებაში რავა უნდა დატოვო თქო და გავაგრძელე ყურება. ეს ხდებოდა 20-25 წუთზე და აქედან მოყოლებული ველოდი საინტერესო კობინაციას მაინც ქართველების შესრულებით. გაგვიტანს ერთი, მეორე გოლი და აი მესამოცე წუთზე მარჯვნა ფლანგზე თარგამაძემ იაქტიურა, 4 ქართველი დარჩა 6 ირლანდიელთან, მოატყუა ერთი ფეხბურთელი,გააკეთა პასი ,მოხდა საოცრება და 3 სვლიანი კომბინაცია გაითამაშეს,მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოს მიუახლოვდნენ და ველოდები დამაგვირგვინებელ ფაზას; ამ დროს ბურთი მისდის კანკავას... ვუყურებ წინ თავისუფალი ზონა აქვს და ჩემთვის ვფიქრობ საით სჯობს თამაშის გაგრძელება. მარჯვნიდან თარგამაძე ეხსნება, წინ მეორე ცდილობს მცველს გაუსხლტეს , მესამე ფეხბურთელიც იქვეა ...ამ ფიქრში ვარ და ეს ### კანკავა არ გამოექანა და 30-40 მეტრიდან არ "დაუნასოკა"? მეთქი შენი დამსმელის ######! გამოვრთე ტვ. ჭირი იქა და ლხინიც.
--------------------
:ინტრიღანი:ბუა:თავშიყლიანი:ქოცბიდლოსფანი:
|