– საუბარია ტყეების გაჩეხვაზე, იგივე რიკოთზე. მსგავს შემთხვევებში რა რეაგირების ბერკეტები გექნებათ და ხომ არ შეექმნება პრობლემა იმ კომპანიებს, რომელთაც უკვე დაკანონებული აქვთ ლიცენზიები?
– უკანონო ტყითსარგებლობის, უკანონო ჭრების და ბრაკონიერობის გამოვლენას და აღკვეთას განახორციელებს ზემოხსენებული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ დეპარტამენტის კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელების შემოწმებაც და მათი მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განხორციელდება კანონმდებლობით დაწესებული სანქციები - საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიის გაუქმებაც.
http://commersant.ge/?page=news&id=1004