#39270651 · 31 Dec 2013, 10:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უნდა შეიცვალოს შრომის კოდექსი, და დასაქმებულთა ანაზღაურება უნდა იყოს საათობრივი, ასევე უნდა დაწესდეს მინიმალური ზღვარი, რასაც დასქმებულს უნდა გადაუხადონ ერთ საათში. ასევე უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესების სტანდარტიზაცია, გამონაბოლქვების და ქიმიური ნაგავის ნორმების სტანდარტიზაცია, შესაბამისად ეს მუქთამჭამელებიც ნელნელა მიხვდებიან, რომ მათ ან უნდა გადაიხადონ "სიამოვნებისთვის" ან კიდე გაყიდონ სხვა მფლობელზე, რაც გამოიწვევს მუშების და მოსამსახურეების უფრო მაღალ ანაზღაურებას, ეკოლოგიური დაბინძურების შესუსტებას, მაღალანაზღაურებადი მუშა/მოსამსახურე კი გადასახადს უფრო მეტს გადაიხდის სახელმწიფოს ბიუჯეტში რაც ყველას წაადგება. მანამდის სულ ესე იქნება მოვა ვიღაც მაყუთიანი "ბატონი" და იყიდის რისი ყიდვაც უნდა, რომელიც ფეხზე დაიკიდებს მუშებსაც და მათ ჯანმრთელობასაც და ეკოლოგიასაც, სახელმწიფო ხო ისედაც კიდიათ............ მაგრამ ისე არაა ჩემი მტერი ამათმა შრომის კოდექსი შეცვალონ.......
|