აი კიდევ ერთი ვაკანსია
ვისაც გაქვთ კვალიფიკაცია ნახეთ -თუ ესეც არაა ჩაწყობილი:
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&s...&info_id=11413127 მაისი, 2013
ვაკანსია საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი აცხადებს ღია კონკურსს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პოზიციაზე.
მოვალეობა - შესაბამის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
http://hr.gov.ge/geo/ვაკანსი...bs/georgia/3194თანამდებობის დასახელება:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
დამსაქმებელი:
საქართველოს პარლამენტი
კატეგორია:
ადამიანის უფლებები
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:
2013/06/10
სარგო:
4160 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
არ არის მითითებული
ვაკანსიის N:
3194
სამუშაოს აღწერა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი აცხადებს ღია კონკურსს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პოზიციაზე. მოვალეობა - შესაბამის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
მოთხოვნები
სასურველი ასაკი
21 დან
სამართლებრივი აქტების ცოდნა
ბუნებრივი მონოპოლიების შესაბამისი სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიცირებული ცოდნა;
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი
ქ.ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი26, საქართველოს პარლამენტი
საკონტაქტო ტელეფონები
995 32 228 90 29, 995 577 29 77 91; 995 599 11 77 25
დამატებითი მოთხოვნები
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• ბუნებრივი მონოპოლიების შესაბამისი სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიცირებული ცოდნა;
• საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• საზოგადოებრივი დამცველი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი;
• საზოგადოებრივ დამცველზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება თანამდებობის პირზე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
დამატებითი ინფორმაცია
1. საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე პირი აირჩევა 2 წლის ვადით.
2. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) - „ჩემი რეზიუმე“-ს „დამატებით დოკუმენტაციის“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) სამოტივაციო წერილი, ბუნებრივი მონოპოლიების შესაბამისი სფეროსა და სათანადო სამუშაო გამოცდილების მითითებით;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ფოტოსურათი (3×4–ზე);
ვ) კონკურსანტს საკუთარი სურვილით შეუძლია წარმოადგინოს სხვა დოკუმენტაციაც (სერთიფიკატები, დიპლომები, რეკომენდაციები და ა.შ).
3. კონკურსში მონაწილეობა ხდება გასაუბრების ფორმით.