ჰა ჰა ძალიან მაგარია
თალიბის "ალიბი"
ვნახე. თვალებს არ დავუჯერე, არც - ყურებს. თალიბები ძალიან შორს წასულან... სროლა ხომ იცოდნენ და იცოდნენ! ტყვიას ტყვიაში აჯენდნენ, ახლა - კადრს კადრში! ვიდეო-მონტაჟი უსწავლიათ, კარგად. ძალიან კარგად იყენებენ სპეცეფექტებს. ვიდეო, აუდიო და გრაფიკული ეფექტები ისეა დასმული ერთმანეთზე, აცდენა და ასინქრონი სულ აღარ აქვთ. ხანდახან, კადრი რომ კადრზე მიქსით გადადის, ხმაც ასევე "იმიქსება". ფილიგრანული მონტაჟია. საღოლ!
http://www.youtube.com/watch?v=Hdty6SFNSP8არადა თალიბების გუშინდლამდე გავრცელებული ვიდეოები რომ ნახო, გულს აგირევს "უსუფთაო" ხმის, "ნაეზ-ატიეზდისა" და პანორამის უსისტემო მონაცვლეობა. დღეს კი ახალი "მეხმე" (გამხმოვანებელი) უპოვნიათ, თანაც ინგლისურენოვანი. არც არაბული აქცენტი აქვს და არც სპარსული. თან რა მეტალი აქვს ხმაში, ლევიტანს შეშურდებოდა.
Voice of jihad-ის ლოგოს, რომლითაც "თალიბური" კლიპი იწყება,
http://shahamat-english.com/ - ის ვებგვერდამდე მივყავართ, თუმცა ამავე გვერდზე ეს ვიდეო საერთოდ არ დევს. სამაგიეროდ დევს ორი ნიუსი ქართველი ჯარისკაცების შესახებ:
http://shahamat-english.com/index.php/news...-tank-destroyed და
http://www.shahamat-english.com/index.php/...k-hits-landmine. ეს ორივე ნიუსი გრაფიკულად გამოსახულია კლიპში, მაგრამ ვითომ სხვა საიტიდანაა აღებული. ნიუსები არ დაავიწყდათ და ვიდეოს დადება კი გამორჩათ. სულ არ ჰგავს თალიბურ წესრიგს!
ეტყობა Hammad Zaman-მა, მხოლოდ Youtube-სთვის მოიცალა და მხოლოდ ქართველებისთვის. Youtube - ზე 4 დღის წინ გახსნა "ანგარიში" (რეგისტრაციის ადგილად - საქართველო აქვს მითითებული, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს). 3 დღეში, 3 საშინელი ხარისხისა და საშინელი ინგლისური ხმის მქონე ვიდეო დადო და მე-4 დღეს, ვიდეომონტაჟში ნახტომი გააკეთა - გაეხსნა ხელები სამონტაჟოდ, გაეხსნა მესამე თვალი ვიდეოეფექტებისთვის და გაეხსნა ყელი ბარიტონალური დისკანტით
ჰო, კიდევ, ინტერნეტიდან ქართველი ბიჭების ფოტოები ამოყარა, კლიპში ჩასვა და ისე შეუცდომლად მიაწერა გვარ-სახელები, შოთას ხელწერა მეგონა, რუსთველისა. სხვათაშორის ორ მათგანს არ აქვს პირწიგნაკი, ერთი მათგანი "მითაგულია" ფოტოზე და ერთიც უნდა გცოდნოდა, რომ ის იყო. სხვანაირად ვერ მოძებნიდა "თალიბი". რატომ? პროფილი ქართულად აქვს და ინგლისური ასოებით არ იძებნება. ერთადერთი შანსია, თუ "თალიბს" ბებია ჰყავდა ქართველი, შაჰაბასივით...
ჰო, კიდევ, ორი კადრი აქვს თალიბ მემონტაჟეს გამოყენებული და ორივე ტელეკომპანია პიკის საკუთრება უნდა იყოს ამ ლინკის მიხედვით
http://www.youtube.com/watch?v=8dNsiP9mfB8 , სხვა კადრების იდენტიფიკაცია ვეღარ შევძელი ლოგოები ყველას მოჭრილი აქვს ან შეგნებულად ანდა 16:9-ზე ფორმატში მონტაჟმა "შეჭამა".
ისე, არაბულიც სცოდნია, ვიდეოს შემქმნელს ან დამკვეთს. إنا لله و إنا إليه راجعون -ო წერს და დასძენს لا إله إلا الله. ზატო შეცდომა აქვს ინგლისურში Die-ის მაგივრად Dye მიუწერია.
მოკლედ, ძალიან ეცადა გავეცურებინეთ ქვიშიან უდაბნოში, მაგრამ
საიტს, რომლის ლოგოთიც იწყება კლიპი, ჰოსტინგი (სადაც სერვერზე დევს ვებ-გვერდი ფიზიკურად) ჰქონდა მალაიზიაში
http://findsitevаlue.com/v/shahamat-english.com. როდესაც ვადა გაუვიდა, დაააბდეითა და რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში გაჰოსტა
http://whois.domaintools.com/shahamat-english.com. თუმცა როგორც ჩემი მეგობარი მიხეილი მეუბნება (პრეზიდენტი არა, IT მამაა), ეს არაფერს ნიშნავს. "თალიბს" ალიბისთვის შეუძლია, ვიდეო დადოს როგორც საქართველოში დარეგისტრირებულმა, ვებ-გვერდი შექმნას სპილოს ძვლის სანაპიროზე, გაჰოსტოს მაპუტუში და მართოს ჭოპორტიდან...
სხვა საქმეა თალიბის ჩალმის ქვეშ, ვის მიაგნებენ ან თუ მიაგნებენ, საერთოდ.