გზაში აქა იქ სროლების ხმა ისმოდა კანტიკუნტად. აშკარად არეული დრო იყო. ჩემს გამცილებლებსაც ფორიაქი სახეზე ეწერათ. საათნახევარ-ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ კარგა მაღალ გალავნიან ეზოს მივადექით. ჭიშკარი იყო შავი და მაღალი ძალინ მასიური, აი რკინის კონსტრუქციები რომ არის, სოლიდური და მძიმე. არწივი იყო ზედ ორთავიანი ისე ხოტად მიბნეული გეგონებოდა ახლა ჯერ ორივე თავით მოგესალმება და მერე გაფრინდებაო. ვიღაც ფორმიანი გამოვარდა, ამათ რაღაც საბუთები შეუმოწმა და ეზოში შეგვიშვა. ლამაზი, მოვლილი ბაღი გადავიარეთ გზადაგზა ვიღაც ტიტველი ქალების ქანდაკებები გვხვდებოდა. ტბა იყო კიდევ ეზოში, ოღონდ გაყინული, კაცი ჰოკეის ითამაშებდა რომ მოენდომებინა , ნეტავი ჰოკეი უკვე გამოგონილია ? ჩემს თავს ვეკითხებოდი. ზაფხულში ალბათ სხვანაირია აქაურობა, ყველაფერი როცა გაფურჩქნული და აყვავილებული არის მეთქი. რაღაც მოწყენილი ჩანდა ყველაფერი, პირქუშიც. სახლიც დიდი და მდიდრული იდგა. ჩუქურთმებიანი კედლები, კიბის მოაჯირები და უზარმაზაი ფანჯრები ჰქონდა.
მივაღწიეთ კიბემდე. გადმომსვეს ეტლიდან და ავუყევით შესასვლელისკენ. მერეღა შევნიშნე აქაც გაჯგიმული სამხედროები იდგნენ ყარაულში. ეჭვი არ იყო , ეს პორუჩიკი სალტიკოვი კაი გვარიანი ბლაღოჩინი უნდა ყოფილიყო. გამოვიდა ვიღაც ტიპი , სულ ჯინჯილებით და ეპოლეტებით ასხმული, პენსნე ეკეთა და ულვაშები ჰქონდა სამი მტკაველი.
ამას მოახსენეს ჩემი ამბავი. იმან ხმა არ ამოიღო რაღაც მოძრაობები გააკეთა მარჯვენა ხელის მტევნით და მდიდრულ მისაღებში აღმოვჩნდი.
პირი დავაღე , მუზეუმში მეგონა თავი , ამდენი ხავერდი, ფარჩა და ბროლი მეტროპოლიტენში არ მინახავს. აშკარად ძალიან დიდი კაცი იყო ჩვენი მასპინძელი. ერთი ეგაა, მე რა მესაქმებოდა აქ გაუგებარი იყო აშკარად. ავეჯიც მასიური იყო, რაღაცნაირად დიდებული, სიძველე და ძალა იგრძნობოდა. კედლებზე სურათები ეკიდა, ძირითადად გამოშტრინგული კაცების და მკაცრსახიანი ქალების. მისაღების ბოლოს ექვსმეტრიანი კარები გაიღო და სწრაფი ნაბიჯით კაცი შემოვიდა . ეგრევე შევატყვე მიხვრა მოხრაზე რომ ეგ უნდა ყოფილიყო პორუჩიკი სალტიკოვი.
This post has been edited by Unbesito on 10 Jun 2013, 07:49