#36762425 · 8 Jun 2013, 12:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
(მე)
ეხლა რაშია იცი საქმე, ჯარი არის სახელმწიფო, ხოდა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სახელმწიფო იმას ასრულებს ჯარიც, მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ჯარში მსახური, სანამ ხელს მოაწერს კონტრაქტს უნდა გაითავისოს ის რომ ეს არის მისი სამსახური, ანუ მივლინებით შეიძლება გააგზავნონ სახვადასხვა ადგილას, როგორც სხვა სამსახურებშია, შევარდნაძის დროს როცა პირველი ოცეული გაუშვეს კოსოვოში, კანონით, ეკრძალებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ფარგლებს გარეთ საომარ(იგივე სამშვიდობო) მისიებში მონაწილობა, ამიტომ ერთ დღეში შეცვალეს ეგ კანონი პარლამენტში. ხოდა ეხლა ვიღაცა ჯარში რომ წავა და მის შენაერთს გააგზავნიან ავრანეთი იქნება თუ ჯანდაბა, იძულებულია ან წავიდეს ან დატოვოს სამსახური, იმიტომ რომ ამას უბრძანებს სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება. აქ კიდევ მეორე მხარეა: "ავღანეთში არ ვიომებ აი საქართველოსთვის კი ბატონოო", რომ ამბობენ, დადგა დრო დაუშვათ ახალციხეში შემოიჭრნენ რუსებ/სომხები, იმ "ჭოპორტელმა" რომელმაც უარი თქვა ავღანეთზე და გულზე მჯიღი იკრა საქართველოსთვის და დატოვეს ჯარში, ვინმე იძლევა გარანტიას რომ არ იტყვის, "ახალციხეში მე რა მინდა მე ჭოპორტისთვის ვიომებო", აი ამის მაგალითები კი ნამდვილად იყო 92-93 წლებში. ამიტომ, თუ სახელმწიფოს ინტერესია ჯარის ნაწილის ავღანეთში, ერაყში, კოსოვოში, თუ ჯანდაბაში ყოფნა, ესეიგი იქ ნებაყოფლობითობა გამორიცხულია, მოქალაქე მოხალისეა სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მერე უკვე ემორჩილება ჯარის წესდებას. და ზოგიერთის ვაივიში და გულზე უაზრო მჯიღის რტყმა აბსურდია და ტყული ლაპარაკი...............
|